გინესის რეკორდსმენი თბილისიდან
სულ ცოტა ხნის წინ, გერმანიაში, ქალაქ მაგდებურგში, თბილისიდან სამი ადამიანი მიიწვიეს: კლუბ „რეკორდის” ხელმძღვანელი შოთა ქელდიშვილი, ეთიბარ ელჩიევი და ჯემალ ტყეშელაშვილი. ბატონი შოთა ორი სპორტსმენის მენეჯერის სტატუსით იმყოფებოდა გერმანიაში, რომლებმაც იქ საკმაოდ დიდი ეფექტი მოახდინეს. ეთიბარ ელჩიევი ტესტზე გამოვიდა და ჩააბარა, ხოლო ჯემალ ტყეშელაშვილმა სასწაულები მოახდინა სატელევიზიო შოუზე და ოფიციალურად დაამყარა გინესის რეკორდი – მან 1 წუთში ცხვირით გაბერა და გახეთქა სამი სათბურა, ეგრეთ წოდებული „გრელკა”. ბატონ ჯემალს ოფიციალურად გადასცეს გინესის სერტიფიკატი, რომელიც ჯგუფმა თბილისში ჩამოიტანა. ვულოცავთ კლუბ „რეკორდსა” და ბატონ ჯემალს ამ წარმატებას!