კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მრავალფეროვანი რადიო


„ვარსკვლავთა მუსიკა“ - ეს ყველაზე ვარსკვლავური რადიოს – STAR FM 93,9-ის სლოგანია. რადიო, რომელიც ეთერში ჰიტად ქცეულ სიმღერებს უშვებს და წარმატებული ადამიანების შესახებ ყვება, 2009 წლის 7 სექტემბერს გამოჩნდა FM-სივრცეში. 
ჩვენს ეთერში სხვადასხვა ტიპის გადაცემები გადის. – გვიყვება „სთარ ეფემის” დირექტორი ხათუნა კაპანაძე: ძალიან საინტერესოა გადაცემა „თავისუფალი თემა ავტორის გარეშე“ დალი ფრიდონაშვილთან ერთად. გადაცემის ავტორი და წამყვანი პირდაპირ ეთერში წერს თავისუფალ თემას ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად.
მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში სამოგზაუროდ დაჰყავს მსმენელი გადაცემას „ერთი ქალაქის ამბავი“, რომელსაც თამო ლაშხია და ლევან ინასარიძე უძღვებიან. საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები იმ ქალაქებზე ყვებიან, რომლებშიც სხვადასხვა დროს იმყოფებოდნენ.
მირანდა სურმანიძის საავტორო გადაცემა „პერსონაჟი” მსმენელს სხვადასხვა სფეროს გამორჩეული ადამიანების  შესახებ უამბობს.  „პერსონაჟები” წარმატებული  ადამიანები არიან, ცალ-ცალკე ყველა გამორჩეული და განსაკუთრებულია.
რადიოს STAR FM 93,9-ის  ეთერი მრავალფეროვანია მუსიკალური მიმდინარეობების თვალსაზრისით. კვირაში ერთი დღე  ეთმობა გადაცემას – „ბალკანური საღამო”, რომელიც  ამ ნახევარკუნძულისთვის დამახასიათებელ მელოდიებს  სთავაზობს მსმენელს. გადაცემას წამყვანი ბრეგო უძღვება.  აჩიკო ბენაშვილის სპორტულ-მუსიკალური გადაცემა – „როკი და ფეხბურთი“ არსებობის რამდენიმე წელს ითვლის. საუკეთესო როკ-კომპოზიციებისა და მსოფლიო ფეხბურთის  ნაზავი ეთერში საუკეთესო განწყობას ქმნის.  გადაცემა „რადიოაქტივი” – ელექტრონული მუსიკის „რადიოაქტიური” 2 საათით, წამყვან დიჯეი ირაკლისთან ერთად, მსმენელს აცნობს  საინტერესო ამბებს ელექტრონული მუსიკის სამყაროდან და დიჯეების ექსკლუზიურ დოსიეებს.
 ცნობისთვის, რადიოს STAR FM 93,9 მოსმენა გარდა სიხშირისა FM 93,9, შესაძლებელია ინტერნეტ-საიტის www.stargroup.ge  LIVE რეჟიმის მეშვეობით. რადიო მსმენელთან ურთიერთობისთვის აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს - www.facebook.com/STARFM93.9 და www.twitter.com/STARFM939.

скачать dle 11.3