კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გარემოს დაცვის დღე პერფორმანსით აღინიშნა


 საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ, მთელ მსოფლიოსთან ერთად, 5 ივნისს გარემოს დაცვის დღე აღნიშნა. გარემოს დაცვის კვირეულის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღეს გარემოს დაცვის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამამ და გაეროს წარმომადგენლობამ. 2012 წლის სლოგანია: „შენ ჩართული ხარ?” ეს დღე მთელ მსოფლიოში უკვე ოცდამეცხრამეტედ აღინიშნა.
 მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ „მწვანე სცენა” მოეწყო. მინისტრმა, გოგა ხაჩიძემ, „ჰანგ დრამზე” დაუკრა და ცოცხალი მუსიკა გარემოს დაცვის დღეს მიუძღვნა. მწვანე სცენაზე მსოფლიოში ცნობილმა ქუჩის ცოცხალი მუსიკის შემსრულებელმა DubFX-მა, რომელიც საქართველოს პირველად ეწვია, ძალიან საინტერესო წარმოდგენა გამართა. კონცერტი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მას ორასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. გარემოს დაცვის დღის დასკვნითი ოფიციალური მიღება სასტუმრო „ჰოლიდეი ინში” გაიმართა. ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო, სახელმწიფო, ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციები. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ულამაზესი სადღესასწაულო ტორტის საზეიმო გაჭრით დასრულდა. 

скачать dle 11.3