კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაიტაცა უძველესი მონეტების შეგროვებამ პირველი ქართველი მასონი მიხეილ ბარათაევი

რაც უფრო ღრმად ვეცნობი მსოფლიოში გაფანტული ქართველების ბატონ ლევან გურიელიძის მიერ შეგროვილ სიას, მით უფრო მიკვირს ჩვენი გენის მრავალფეროვანი შესაძლებლობების. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ქართველებს განსაკუთრებული კვალი აქვთ დატოვებული. ერთ-ერთი მათგანია მიხეილ ბარათაევი, რუსეთში მოღვაწე სამხედრო პირი, რომელიც სიმბირსკის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლიც იყო და, ამავდროულად, პირველი ქართველი მასონი, რომელმაც რუსეთში მასონთა ლოჟა – „სათნოების გასაღები” დააარსა.  მიხეილ ბარათაევის ბიოგრაფიაზე ვრცელი ინფორმაცია არ მოიძებნება, თუმცა, ყველაფერს რაც ცნობილია, დეტალურად გვიამბობს ბატონი ლევან გურიელიძე.
– მიხეილ ბარათაევი რუსეთში ვახტანგ მეექვსესთან ერთად გადახვეწილი ქართველი თავადის შთამომავალი იყო. საინტერესოა მამამისის ბიოგრაფიაც: პეტრე მელქისედეკის ძე სიმბირსკის გუბერნატორად მსახურობდა და საკმაოდ მაღალი წოდება ჰქონდა – გენერალ-პორუჩიკი გახლდათ. გასაკვირი არ იყო, რომ მიხეილმაც სამხედრო კარიერა დაიწყო, როგორც იმ წლებში იქცეოდა თავადაზნაურობა. თავიდან ის პავლოგრადის ჰუსართა პოლკში მსახურობდა და მონაწილეობდა 1809 წლის კამპანიაში. ქართველმა თავადმა სამხედრო კარიერას თავი დაანება და თანამდებობიდან გადადგა საკმაოდ ადრეულ ასაკში, მაშინ, როდესაც შტაბს-როტმისტრის ჩინი ჰქონდა. როგორც ჩანს, იმ პერიოდში მისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ადგილი საგვარეულო მამული იყო ბარატაევკაში, სადაც დამკვიდრდა კიდეც. 1820-1835 წლებში ბარათაევი სიმბირსკის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო.
– მასონთა ლოჟას როდის დაუკავშირდა?
– სამსახურის პერიოდში გაეცნო მასონობას, იმას, თუ რას ემსახურებოდა ეს ორდენი და, იმდენად ღრმად შეიჭრა ამ ყველაფერში, რომ სიმბირსკში დააარსა მასონთა ლოჟა – „სათნოების გასაღები”, რომელიც ლოჟა „ასტრეას” ექვემდებარებოდა. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ ბარათაევი პირველი ქართველი მასონი იყო.
– „ასტრეა” მსხვილი ლოჟა იყო?
– 1815 წლის 30 სექტემბრის ცირკულარული წერილის მიხედვით, ევროპის ყველა დიდ ლოჟას ეცნობა იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთში, სანკტ-პეტერბურგში უნდა შეექმნათ დიდი ლოჟა „ასტრეა”. ის ინგლისის დიდი ლოჟის მიხედვით შეიქმნა და მის დაფუძნებაში დიდი წვლილი შეიტანა ოთხმა ლოჟამ: „პეტრე წესრიგისთვის”, „პალესტინა” – პეტერბურგში, „იზიდა” –  რეველში და „ნეპტუნი იმედისთვის” – კრონშტადტში. დიდი ლოჟის დიდი ოსტატი გახდა გრაფი მუსინ-პუშკინი.
 მასონთა მეოხებით, ის სხვა უამრავი ლოჟის წარმომადგენლებს იცნობდა და ზოგთან მეგობრობდა კიდეც. მათ შორის იყო „შეერთებული სლავების” ზოგიერთი წევრი. ეს ის ლოჟაა, რომლის წევრებიც 14 დეკემბრის აჯანყებაში მონაწილეობდნენ. ეს ნაცნობობა გახდა მიხეილ ბარათაევის დაპატიმრების მიზეზი, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ თავადის ამ საქმეში ჩართულობასთან დაკავშირებით ვერანაირი სამხილი ვერ იპოვეს, ის სამი კვირის შემდეგ  გაათავისუფლეს. ბარათაევმა შეძლო, რომ დაპატიმრებამდე გაენადგურებინა მიმოწერა და 1825 წლის დეკაბრისტების აჯანყებასთან დაკავშირებული საბუთები. მიუხედავად სამხილების არქონისა, დეკაბრისტებთან მისი იდეური სიახლოვე ეჭვგარეშეა. შესაძლოა, სწორედ ეს იდეური კავშირი და კონკრეტული ნივთმტკიცებების არქონა გახდა მიზეზი იმისა, რომ მიხეილ ბარათაევი კავკასიაში გაამწესეს და 1839 წლიდან საბაჟო ოლქის უფროსად მსახურობდა.
– აქ დაიწყო მან მონეტების შეგროვება?
– დიახ, სწორედ ამ პერიოდში დაინტერესდა ის ქართული მონეტებით და უძვირფასესი კოლექცია შექმნა, რომელიც დღემდე ერთადერთია თავისი სრულყოფილებითა და სიმდიდრით. 1844 წელს მიხეილ ბარათაევი პენსიაში გავიდა და დაიწყო ძველი ქართული მონეტების აღწერა, დათარიღება და კლასიფიკაცია, რომელიც მოცემულია მის ფუნდამენტურ ნაშრომში „საქართველოს სამეფოს ნუმიზმატიკური ფაქტები.”  ეს ნაშრომი რუსულ, ქართულ და ფრანგულ ენებზე გამოიცა და, სწორედ მისი წყალობით, ის პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს. ეს ნაშრომი ბარათაევმა საკუთარი სახსრებით გამოსცა. ამ წიგნით საფუძველი ჩაეყარა ქართული ნუმიზმატიკის მეცნიერულ ტერმინოლოგიასაც. საინტერესოა, რომ ბარათაშვილმა გამოიგონა და გამოიყენა ძველი მონეტების ზუსტი პირების დამზადების ხერხი, იმისთვის, რომ თავისი უნიკალური კოლექციებისთვის ასლები დაემატებინა. ამ ხერხით დღემდე სარგებლობენ ნუმიზმატიკაში. ქართულ ისტორიოგრაფიაში  მან პირველმა მიაქცია ყურადღება მეექვსე საუკუნის კლასიკურ წყაროებში დაცულ ცნობას თბილისის შესახებ. ერთი სიტყვით, ფართოდ იყო დაკავებული მეცნიერული საქმეებით.
– მისი პირადი ცხოვრების შესახებ თუ არის რამე ცნობები?
– საკმაოდ მწირი. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მიხეილის მეუღლე იყო ალექსანდრა ნიკოლოზის ასული ჩელგოკოვა. წყვილს რვა შვილი ჰყავდა – ორი ბიჭი და ექვსი გოგონა.

скачать dle 11.3