კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დატოვა დანიშნული ნინო ლიკუჩოვა საქმრომ რვა თვის განმავლობაში და როგორ ანერვიულა ის ქორწილში პატარძალმა


14 ნოემბერს მშვენიერმა ნინო ლიკუჩოვამ თავის ცხოვრება ძალიან კარგ ადამიანს – ჰენრი ცომაიას დაუკავშირა. წყვილი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობს და მათ შეყვარებულობის პირველი დღიდან გადაწყვიტეს დაქორწინება. ნინოსა და ჰენრის ნიშნობა 27 იანვარს შედგა, ამის შემდეგ მეზღვაური სასიძო თითქმის რვა თვის განმავლობაში არ იმყოფებოდა საქართველოში, ეს კი მომხიბლავი „მის საქართველოსთვის“ ყველაზე მძიმე და ძალიან რთულად ასატანი პერიოდი იყო. თუმცა, როგორც თავად ნინომ მითხრა, ლოდინმა მათი სიყვარული კიდევ უფრო გააძლიერა. როგორც კი ჩამოვიდა ჰენრი, მშვენიერმა წყვილმა მაშინვე გადაწყვიტა დაქორწინება, მანამდე კი, თაფლობის თვის გასატარებლად, ისინი ქემერში გაემგზავრნენ, სადაც შესანიშნავად გაატარეს დრო, იქიდან ჩამოსულებმა კი ქორწილის თარიღიც დანიშნეს. მათი ქორწილის დღე ძალიან მხიარულად დაიწყო.

ნინო: სალონში მისვლა ერთი საათით დამაგვიანდა, რადგან დილით ადრე გაღვიძება გამიჭირდა, მაგრამ ჩემმა სტილისტმა ლუდამ, თავისი ჯადოსნური ხელებით ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გამიკეთა. სალონიდან მე და ჩემი მეჯვარე თამუნა გიჟებივით გამოვქანდით, საჭეს მე ვმართავდი, თან ტელეფონი არ ჩერდებოდა სად ხართ, ჯვრისწერაზე გაგვიანდებათო. საწვავიც გვითავდებოდა. მოკლედ, ჰენრი ძალიან ვანერვიულე. როგორც იქნა, მოვედით სახლში. ეზოში ავტომობილების სიგნალების ხმა მაშინ გაისმა, როდესაც მე და ჩემი მეჯვარე თავს ვიწესრიგებდით. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ჰენრიმ, როდესაც საქორწილო კაბაში (რომელიც „მარიონელაში“ ვიყიდე), დამინახა, აღფრთოვანება ვეღარ დამალა და, მგონი, უფრო მეტად შევუყვარდი. ჰენრი ჩემთვის უფლის საჩუქარია. ჯვარი თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში ჩვენმა მოძღვარმა, მამა ვახტანგმა დაგვწერა. როგორც ყველა პატარძალი მეც ძალიან ვღელავდი. ეკლესიიდან პირდაპირ ჰენრის სახლში გავემგზავრეთ, იქიდან კი რესტორან „სან რემოში“, რომლის დარბაზიც ძალიან ლამაზად იყო გაფორმებული. ის თბილისიდან სპეციალურად ჩამოსულმა დიზაინერმა ნატა ჩაჩუამ გააფორმა. იქვე ჩატარდა ხელის მოწერის ცერემონიაც. ქორწილში ჩვენი საყვარელი ადამიანები და ახლობლები იყვნენ. ასევე, ჩამოვიდნენ სტუმრები უკრაინიდან, შვედეთიდან. მოკლედ ძალიან კარგი დრო გავატარეთ, მე და ჰენრიმ ცეკვა „ქართულიც“ შევასრულეთ, რომელიც ჰენრიმ სპეციალურად ქორწილისთვის ისწავლა. ყველაფერი კი ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა, რომელიც ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო.

ამ ულამაზეს, მოსიყვარულე წყვილს კიდევ ერთხელ ვულოცავ იჯახის შექმნას და ძალიან დიდ ბედნიერებას, სიყვარულსა და უფლის წყალობას ვუსურვებ, ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ.


скачать dle 11.3