კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: ჩემმა ზეთისხილის ხემ თითქოს ხმობა დაიწყო. რისი ბრალი უნდა იყოს?
პასუხი: თქვენ, ალბათ, ხშირად არ რწყავდით სიცხეების დროს. ზაფხულში მას ხშირი მორწყვა სჭირდება, რომ კარგი იერი ჰქონდეს. ზედმეტი წყალი მცენარეს არ სჭირდება. ზამთარში ის მინუს 2 გრადუსსაც კი იტანს, წლის დანარჩენ დროს კი მოსწონს ოთახის ნორმალური ტემპერატურა. მისი სურნელოვანი პატარა ყვავილები ზამთარში ჩნდება. ზაფხულში, შეგიძლიათ, გარეთ გაიტანოთ კიდეც. მთელი წლის განმავლობაში სინათლე არ მოაკლოთ. იტანს თაკარა მზესაც. თუ გსურთ, რომ ზეთისხილის ხეს ლამაზი ფორმაც ჰქონდეს, დაყვავილების შემდეგ ან ზაფხულში შეგიძლიათ გაკრიჭეთ. მისთვის საუკეთესო ადგილი ზამთრის ბაღია, თუმცა, ზაფხულობით ძალიან უყვარს აივანზე ყოფნა. თუ თქვენ ამ პირობებს გაითვალისწინებთ, თქვენი მცენარე ნამდვილად აღარ მოიწყენს და აყვავილებასთან ერთად ნაყოფსაც გამოიღებს.
კითხვა: როგორ მოვუარო ლანთანას?
პასუხი: ლანთანა ოთახის პირობებში მიმზიდველი და ხანგრძლივად მოყვავილე მცენარეა. ისხამს ნაყოფსაც, თუმცა, ის საკვებად უვარგისია. მისი ლამაზი ყვავილები საოცარ ეფექტს ქმნის ბინაში, მაგრამ, ის ძალიან ფაქიზია და ხშირად ავადდება, ამიტომ, ფრთხილად იყავით. გახსოვდეთ, რომ ზრდის პერიოდში ნიადაგი რეგულარულად უნდა გაანოყიეროთ სასუქით. აქტიური ზრდის დროს ხშირად მორწყეთ, ზამთარში კი ზრდა შენელებულია, მცენარე „ისვენებს“ და მისი მიწა მხოლოდ ოდნავ დაატენიანეთ. ამ სეზონზე ის ყველაზე ნათელ ადგილას უნდა დადგათ. მისთვის აუცილებელია კაშკაშა სინათლე. ამ მცენარისთვის ზამთრის მინიმალური ტემპერატურა 10 გრადუსია.
კითხვა: მაინტერესებს, როგორ მივხვდე,  როდის სჭირდება ოთახის მცენარეებს წყალი და საშუალოდ რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოვრწყა ისინი?
პასუხი: მცენარის მორწყვა მისთვის სასიცოცხლო საჭიროებაა. არასწორი მორწყვა ოთახის მცენარეების დაღუპვის ყველაზე ხშირი მიზეზია: ზედმეტმა წყალმა მცენარე შეიძლება დაალპოს, წყლის ნაკლებობამ კი წყურვილით მოკლას. დააკვირდით თქვენს მცენარეებს და კარგად განსაზღვრეთ, როგორ და როდის დაასხათ წყალი. ზოგ მცენარეს მალე უშრება მიწა, ზოგს კი – გვიან. უფრო სწრაფად დიდფოთლიანი და მზეზე მდგარი მცენარეების მიწა შრება. თიხის ქოთანში ნიადაგი უფრო მალე შრება, ვიდრე პლასტმასის ქოთანში. ყოველთვის მხოლოდ ის მცენარეები უნდა მორწყათ, რომლებსაც წყალი სჭირდება. მცენარეთა უმეტესობას კი მორწყვა მაშინ სჭირდება, როცა მიწა დაახლოებით ერთი სანტიმეტრის სიღრმეზე გაშრება. მიწის ტენიანობა მის ზედაპირზე თითების დაჭერით შეამოწმეთ: თუ მიწას ზემოდან ნეშომპალა აყრია, შემოწმებისას ის ფრთხილად მოაშორეთ. როცა მცენარეებს უკეთ გაიცნობთ, იმის მიხვედრა, სჭირდება თუ არა წყალი, აღარ გაგიჭირდებათ.
კითხვა: როგორი პირობები მოსწონს აზალიას?
პასუხი: ამ მცენარეს კარგი განათება უყვარს. კაშკაშა სინათლეზე ამყოფეთ, მაგრამ მზის გულს მოარიდეთ. სიგრილეში მეტხანს ყვავილობს. ამ მცენარეს 25 გრადუსზე მეტი ტემპერატურა აღარ სიამოვნებს, მისთვის იდეალურია 10-16 გრადუსი. მორწყეთ ხოლმე ნადგამი წყლით. ზაფხულში შედარებით მეტი ინტენსივობით მორწყეთ. მცენარის ნიადაგი ხშირად გაანოყიერეთ თხევადი სასუქით. ზაფხულში შეგიძლიათ გარეთ გაიტანოთ, ბინაში კი ეცადეთ აღმოსავლეთის ფანჯარაზე დადგათ.

скачать dle 11.3