კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ერთმანეთი ნათლიამ და ნათლულმა და ვის ეძებენ კასპის რაიონიდან გერმანიაში

35 წლის დავით ანდროს ძე კიკალეიშვილი ეძებს 53 წლის ელენე სამსონის ასულ გამყრელიძეს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ნათლიას, 53 წლის ელენე სამსონის ასულ გამყრელიძეს. ნათლიაჩემი ბოლოს რომ ვნახე, 5 წლის ვიყავი. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ის თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად  გერმანიაში, ქალაქ მიუნჰენში გადავიდა. მას შემდეგ, რაც საქართველო დატოვა, მასთან კავშირი აღარ მქონია. ძალიან გთხოვთ, დახმარება გამიწიოთ ნათლიის პოვნაში. სამწუხაროდ, მისი სურათი არ გამაჩნია. სამაგიეროდ, შემიძლია, ყველაფერი გიამბოთ მის შესახებ, რაც ვიცი.
ჟურნალისტის შენიშვნა: ჩემი რესპონდენტი ოკამში ცხოვრობს. სამწუხაროდ, მან თავისი ფოტოს გამოგზავნაც ვერ მოახერხა, დაკარგული ნათლიის ფოტო კი მას არ გააჩნდა. სავარაუდოდ, ელენე გამყრელიძე ამჟამად მიუნჰენში უნდა ცხოვრობდეს, იმედი გვაქვს, ის დღემდე თავის გვარზეა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოძებნა ძალიან რთული იქნება.
– როგორ დაკარგეთ ნათლიამ და ნათლულმა ერთმანეთი? გვიამბე ყველაფერი, რაც დაკარგულს ეხება.
– სულ პატარა ვიყავი, დაახლოებით, თვეების, როდესაც ელენემ მომნათლა. ის ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა და დედაჩემთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ელენე ცოლად გაჰყვა ეროვნებით გერმანელ მამაკაცს, რომლისგანაც მას ორი შვილი შეეძინა. როგორც ვიცი, ის კაცი მიუნჰენიდან იყო, სწორედ იქ გადავიდა საცხოვრებლად ნათლიაჩემიც თავის შვილებთან ერთად. დაახლოებით 5 წლის ვიქნებოდი, როცა ნათლია ბოლოს ვნახე, მაშინ ის ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მისი ზუსტი მისამართი ჩემთვის უცნობია და ჩემი ყოველი ცდა, მეპოვა ელენე, უშედეგო აღმოჩნდა. დიდი იმედი მაქვს, რომ მის პოვნაში დამეხმარებით. სახლი, რომელშიც ადრე ელენე ცხოვრობდა, ამჟამად უცხო ხალხს ეკუთვნის, რადგან, გერმანიაში წასვლამდე ელენემ გაყიდა თავისი საცხოვრებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, რადგან, საქართველოში რომ ჩამოსულიყო, აუცილებლად მომაკითხავდა. როგორც უკვე ვთქვი, დედაჩემთან მას არაჩვეულებრივი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.
– ელენეს მეუღლის სახელი და გვარი თუა შენთვის ცნობილი, ან, მისი შვილების სახელები?
– სამწუხაროდ, დედაჩემი ცოცხალი არაა, მან კი იცოდა ელენეს მეუღლის სახელი და გვარი, მე კი არ ვიცი. მის შვილებს კი, თუ არ ვცდები, გოგონას ჰერტა ჰქვია, ვაჟს კი (ვაჟი უმცროსია) – ჰერმანი. ეს ყველაფერი მე დედაჩემისგან გამიგია. მათი გვარი არ ვიცი. შეიძლება, ელენე ამჟამად  მეუღლის გვარზეა, იქნებ, სწორედ ამ მიზეზით გართულდეს მისი პოვნა.
– პირადად შენ თუ ეძებდი მას და რა ხერხებით?
– მე არ მაქვს კომპიუტერი და ინტერნეტი და, ამის გამო, ელენეს მოძებნა ჩემს მეგობარს ვანდე, მაგრამ, მანაც ვერ შეძლო მისი პოვნა, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანს სხვადასხვა საიტზე ეძებდა ელენეს. როგორც უკვე გითხარით, მისი ამჟამინდელი გვარი ჩემთვის უცნობია (თუკი ქმრის გვარზეა გადასული).
– როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა, რომ ელენე ამჟამად სხვა ქვეყანაში იყოს? გამოდის, რომ შენ მის შესახებ 30 წლის განმავლობაში არანაირი ინფორმაცია არ გაქვს.
– ამაზე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, რადგან, არ ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მიუნჰენში წავიდა, სადაც მისი ქმრის მშობლები ცხოვრობდნენ. თავისი მომავალი მეუღლე კი მან კასპის რაიონის სოფელ ოკამში გაიცნო, სადაც ის სრულიად შემთხვევით მოხვდა საქართველოში ჩამოსვლის დროს. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და ელენე მას ცოლად გაჰყვა. ნათლიაჩემს არ ჰყოლია და ან ძმა, მშობლებიც მან ადრეულ ასაკში დაკარგა, და, ამიტომ, სოფელში მას თითქმის არაფერი აკავებდა.
– ნათლიის პოვნის შემთხვევაში, როგორ აპირებ მასთან შეხვედრას?
– უპირველესად, ჩემთვის მთავარია, ვიპოვო ნათლიაჩემი. მან ისიც კი არ იცის, რომ დედა გარდამეცვალა. თავად მე უკვე მაქვს ჩემი ოჯახი – მეუღლე და ერთი შვილი. ბუნებრივია, გერმანიაში წასვლას მე ვერ მოვახერხებ, თუკი ელენე თვითონ ჩამოვა, ამაზე კარგი რა იქნება! ძალიან მინდა მისი ნახვა და მასთან შეხვედრა, მაგრამ, არ ვიცი, ეს როგორ მოხერხდება.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3