კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვერ ხვდებიან ეკა კვალიაშვილთან ურთიერთობისას მამაკაცები და რა სერიოზულ საფრთხეს გადაურჩა ის


ის ნიჭიერი, წარმატებული, საქმიანი და ძლიერი ქალია. უყვარს კომფორტი, გახსნილ ადამიანებთან ურთიერთობა, საინტერესო გარემოში ყოფნა და ხშირად უწევს სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრება, იქ კონცერტების გამართვა – ეს ეკა კვალიაშვილია, ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული.


– ეკა, ამ ბოლო დროს ხშირად მოღვაწეობ სხვადასხვა ქვეყანაში.

– ხმამაღლა არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე და არ ვუკეთებდი ამ ყველაფერს აფიშირებას, თორემ, უცხოეთში ყოველთვის მქონდა მიწვევა, გასტროლები. როდესაც ამბობდნენ, სად დაიკარგა ეკა კვალიაშვილიო, სულ მეცინებოდა. სად უნდა დავკარგულიყავი?! ან სახლში ვარ, ან უცხოეთში გასტროლებზე, ან – სტუდიაში და ვმუშაობ, არსად არ ვიკარგები, ბოლოს მაინც საქართველოში ვარ ხოლმე. ახლაც მაქვს გეგმები, მაგრამ დიდხანს ვერსად გავჩერდები, გავგიჟდი მოსკოვში, არ შემიძლია თბილისისა და საქართველოს გარეშე ყოფნა. ამის გამო ძალიან ბევრ გრძელვადიან კონტრაქტზე ვთქვი უარი, ერთწლიან კონტრაქტსაც არ შემიძლია მოვაწერო ხელი. ექვსი თვის განმავლობაში ვცხოვრობდი რუსეთში და ბოლო თვეს მივხვდი, რომ ძალიან მომინდა თბილისში ჩამოსვლა. რატომ მოვიკლა თავი? მირჩევნია, წავიდე და წამოვიდე ხოლმე. სხვაგან ცხოვრების არანაირი სურვილი არ გამაჩნია.

– რა აზრის ხარ ევროპაში ცხოვრებაზე?

– ევროპაში ცხოვრების სურვილი არასდროს მქონია, რუსეთს, ასე თუ ისე, ბავშვობიდან ვიცნობთ, იმ ქვეყნის მენტალიტეტი, ენა ვიცით, ჩემი ძმა იქ მსახურობდა კომუნისტების დროს. ევროპაში მთელი ცხოვრება გაყინული, მიხატული ღიმილით ვერ ვივლი. ძალიან მიყვარს საბერძნეთი და, საერთოდ, ის ქვეყნები, სადაც ადამიანებს ცხელი სისხლი აქვთ, სადაც მეტი სითბოა, ცეცხლოვანი ტრადიციებია – ადამიანურ ურთიერთობებსა და სითბოზე ვლაპარაკობ. სიცივე არ მიყვარს.

– თავად თუ არის ეკა თბილი და ცეცხლოვანი?

– რა თქმა უნდა, თბილიც ვარ და ცეცხლოვანიც. ადამიანი შინაგანად გახსნილი უნდა იყოს და დადებით ენერგიას უნდა აფრქვევდეს. როდესაც ადამიანების წრეში ხარ, უნდა იგრძნობოდეს, რომ შენგან სითბოს, სიყვარულის საოცარი ტალღები მოდის. არ მიყვარს ჩაკეტილ ადამიანთან ურთიერთობა, ერთ სიტყვას რომ ამბობს, ტვინში „კროსვორდებს“ რომ აწყობს და მერე უნდა გამოიცნო, რა თქვა და რატომ თქვა. ასეთ ხალხს ახლოსაც არ ვიკარებ, მათ ცალკე უნდა იცხოვრონ, თავიანთ წრეში. მე გარშემო მყავს ჩემსავით გახსნილი ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ისეთები არიან, როგორებიც რეალურად არიან, მათთან ურთიერთობაში „კროსვორდების“ აწყობა ნამდვილად არ მჭირდება. ისედაც ცოტა დროს გვაქვს ამქვეყნად და, სხვის ტვინში აწყობილი კროსვორდების შევსებას, მირჩევნია, გახსნილად ვიცხოვრო.

– რა ხდება, როდესაც არ მოგწონს საზოგადოება, რომელშიც მოხვდი, შეგიძლია ადგე და დატოვო იქაურობა?

– ჩემი აღზრდა არ მაძლევს ამის უფლებას. რა თქმა უნდა, არაეთიკური იქნება, რომ მიატოვო ის სიტუაცია და წამოხვიდე, სხვა დროს, მეცოდინება, რომ ასეთ სიტუაციაში აღარ უნდა წავიდე.

– რა არის ეკა კვალიაშვილისთვის კომფორტი?

– კომფორტი მაქვს იქ, სადაც კარგად ვგრძნობ თავს, თუნდაც კოცონთან ტყეში, როცა ჩემ გარშემო არიან ადამიანები, ვის გვერდითაც კარგად ვგრძნობ თავს – აი ეს არის ჩემთვის კომფორტი. რა თქმა უნდა, სახლშიც კომფორტი მიყვარს: ზამთარში უნდა იყოს სითბო, ზაფხულში კი – სიგრილე, კარგი ატმოსფერო, რომ ადამიანი მოვიდეს და გემრიელად ჩამოჯდეს, დაისვენოს. სასტუმროში, თუნდაც „ჰილტონში“ რომ ვყოფილვარ, იქაც ჩემს გემოზე მომიწყვია ოთახი. ძალიან არ მიყვარს ფეშენებელურად აშენებული სახლი, რომელსაც ტუალეტი ეზოში აქვს. მე მგონი ეს საშინელი დისკომფორტია.

– როგორი ცხოვრების რიტმი ჰქონდა ეკა კვალიაშვილს მოსკოვში?

– მოსკოვი მეგაპოლისია და იქ ცხოვრების რიტმიც სხვანაირია, საგიჟეთია, ვერ მოასწრებ, რომ ყველგან მიხვიდე; დღეში ერთი საქმე რომ გააკეთო, ესეც დიდი მიღწევაა. თან, როგორც კი ჩავედი, მაშინვე მოწაფეების შემოსევა დამეწყო, კონცერტები მქონდა, რეპეტიციები, ორი სოლო კონცერტი ჩავატარე, დუეტების ჩაწერა... კონცერტები ახლაც არის დაგეგმილი. საერთოდ, ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, ბაქოშიც ვიყავი სერიოზული მოწვევით და კიდევ ვაპირებ გამგზავრებას; ამერიკიდანაც, კერძოდ, ნიუ-იორკიდან მომივა მოწვევა, მაგრამ, არ ვიცი, რას ვიზამ.

– არ გაემგზავრები?

– საშინლად არ მიყვარს ფრენა. უკვე სამჯერ ვთქვი ამის გამო უარი, არ მაქვს ამერიკის დიდი ინტერესი. ცხოვრებაში ერთხელ როგორ არ უნდა ნახო ადამიანმა ყველაფერი, მაგრამ გადაფრენა-გადმოფრენის სურვილი არ მაქვს. საშინელ დისკომფორტს განვიცდი. არ მეშინია, სად წავალ, თვითმფრინავში ხარ და მორჩა. მაგრამ, ისეთ სიტუაციებში ვარ მოხვედრილი, რომ ხანდახან პანიკა აშკარად მაქვს. ერთხელ ისეთ ტურბულენტურ ზონაში მოვყევი, რომ კინაღამ ამოტრიალდა თვითმფრინავი; ერთხელ შასი არ ეხსნებოდა, იმდენ ხანს ვიტრიალეთ აეროპორტის თავზე, ძლივს დავჯექით, ყველანი თვითმფრინავის კუდიდან გაგვიყვანეს. ამ დროს, ერთადერთი, იმას ვაკეთებ, რომ ლოცვას ვიწყებ. თუ ღმერთის ნებაა და გადავრჩი, ხომ კარგი, თუ არადა, ლოცვის გარეშე მაინც არ მოვკვდები. მაშინ, კუდიდან, რომ გაგვიყვანეს, მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე, თან, გარშემო იდგნენ მაშველები, სახანძრო... რაღაც სერიოზულს გადავურჩით.

– ამდენი ფრენის, კონცერტების შემდეგ, რა არის შენთვის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება?

– პირიქით, ამ დროს ვისვენებ, მაშინ ვიღლები, როდესაც ერთსა და იმავე ადგილას უმოძრაოდ ვზივარ. სულ თბილისში რომ ვიყო, შეიძლება, გავგიჟდე, ძალიან მოძრავი ადამიანი ვარ, არ შემიძლია ერთ ადგილას გაჩერება.

– არ მგონია დეპრესიული ადამიანი იყო.

– არა, დეპრესიულობა არარელიგიურია და უიმედობას ნიშნავს, ღმერთმა არ მომიშალოს იმედი. სიმართლე რომ გითხრათ, დეპრესია მქონდა მოსკოვში ბოლო თვეს: მოვდიოდი და თან ვერ მოვდიოდი; საქმეები მქონდა დარჩენილი და იმასაც ვერ ვაკეთებდი. შეიძლება, ეს დეპრესია უფრო ნოსტალგიური იყო. ამ დროს აუცილებლად უნდა გავიდე გარეთ, ახლობლებს შევხვდე, ან წავიდე ეკლესიაში, რომ გამოვიდე მდგომარეობიდან. ჩემს მოძღვარს ვნახავ, დაველაპარაკები, ერთ-ორ კურცხალს გადმოვაგდებ და – ჩემი დეპრესია თითქოს არც ყოფილა.

– მიუხედავად იმისა, რომ ეკა კვალიაშვილი ძლიერი ქალია, რა სისუსტეები აქვს მას?

– ქალის სისუსტე ის არის, რომ ქალია. საერთოდ, არსებობენ ძლიერი და სუსტი ქალები, მამაკაცები კი არიან ძლიერებიც, სუსტებიც და არსებობს შუალედური კატეგორიაც. ბოლო დროს კი სუსტი და შუალედური ტიპის მამაკაცებმა იმრავლა, სამწუხაროდ, ძლიერი მამაკაცები ცოტანი არიან. მე ვისურვებდი, რომ საქართველოში საერთოდ არ იყვნენ სუსტი და საშუალო ტიპის მამაკაცები და იყვნენ ძლიერი, ვაჟკაცური ბუნების კაცები. მამაკაცს თავისი გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ უნდა ეშლებოდეს, მით უმეტეს, ქალთან ურთიერთობისას. მე ასეთ მამაკაცს ვერ ავიტან ჩემ გვერდით. თავიდან ყველა დელიკატურია, ყველა კარგად მოგაჩვენებს თავს, ენაგალექსილები არიან, მაგრამ ჩემნაირი ქალის მოტყუება ძალიან ძნელია. თუ მინდა, მოვიტყუებ თავს და, თუ არ მინდა, არ მოვტყუვდები, ყოველ შემთხვევაში ნაძვის ხესავით სათამაშოებით არ მოვრთავ რაღაც თვისებებით, რომ იდეალური მამაკაცი დავხატო, ამას მირჩევნია, მარტო ვიყო და არ მყავდეს გვერდით მამაკაცი.

– ხშირად ამბობენ, რომ მამაკაცებს წარმატებული ქალების ეშინიათო. შენ თუ გიგრძვნია მათი მხრიდან ეს შიში?

– ეს მათი სისუსტე და ნაკლია. რატომ უნდა ჰქონდეს კაცს წარმატებული ქალის შიში? შენ იყავი უფრო წარმატებული და ძლიერი და, აღარ გექნება შიში, მამაკაცო!

– ახლა არსებობს ძლიერი მამაკაცი ეკა კვალიაშვილის ცხოვრებაში?

– არ ვიცი, მე ასეთი ჯერ არ შემხვედრია. საერთოდ კი, ერთ სიტყვაში, „გამარჯობის“ თქმითაც ვხვდები, ვინ რას წარმოადგენს.

– და, როდესაც ამ ერთი სიტყვით ხვდები, რომ მამაკაცი შენთვის მისაღებია, რას აკეთებ?

– თავიდან ყველა მისაღებია, კარგი ტიპია, მთავარია, ერთი გავესაუბრო. ერთ ან ორ ისეთ შეკითხვას დავუსვამ, რომ ვერ მოვა აზრზე და, პასუხს რომ გამცემს, ჩემთვის გასაგები ხდება, ვინ არის და რა არის.

– და რა ხდება ამ დროს?

– არაფერი, მერე უკვე ირონიული ვხდები, ცუდი გოგო ვარ და ამას ზოგი ვერ ხვდება, არა საერთოდ ვერ ხვდებიან.


скачать dle 11.3