კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი გაზრდა იყო რთული ია კიწმარიშვილისთვის და რის დანაკლისს არ განიცდის ის ოჯახთან ურთიერთობისას

უკვე ათი წელია, რაც სამოდელო სააგენტო და მისი ხელმძღვანელი, ია კიწმარიშვილი ატარებს სილამაზის კონკურსს „მის საქართველო”, რომელიც  მონაწილეებს წარმატებების მისაღწევად ძალიან ბევრ შანსს სთავაზობს. ეს კი ხშირად ამ გოგონების ცხოვრებას რადიკალურად, თანაც, ძალიან სასიამოვნოდ ცვლის.

ია კიწმარიშვილი: წელს ვატარებთ მეათე საიუბილეო „მის საქართველოს”. რეგისტრაცია ივნისში დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება. პრინციპში საკმაოდ ცოტა დროა დარჩენილი და ყველა მსურველმა უნდა იჩქაროს. მიხარია, რომ უკვე მეათედ, სტაბილურად ვატარებთ ამ კონკურსს და, მიუხედავად ყველა სირთულისა, რაც ზოგადად დიდ პროექტებს ახლავს თან,  მაინც განვაგრძობთ ამ საქმიანობას. ჩემთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, პირველი შვილის ეფექტი აქვს და ამიტომ მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს. წელს პროექტის მთავარი პრიზის სპონსორია „ტოიოტა ცენტრი თბილისი”, რომელმაც დიდი სიამოვნებით დააწესა გამარჯვებულისთვის ახალი, 2012 წლის არაჩვეულებრივი, თეთრი ფერის ავტომობილი, „ტოიოტა რავ 4". ზოგადად, ეს მანქანა ქალისთვის შეუცვლელია თბილისის ვითარებაში. პირადად მეც დიდი სიამოვნებით ვიჩუქებდი, არ ვიტყოდი უარს. ერთ-ერთი ჩემი ავტომობილი იყო „რავ 4", რომელიც იმ დროს ახალი მოდელი იყო და დღემდე ძალიან მიყვარს, ისეთი პრაქტიკულია. ეს ის პრიზია, რომელიც დადებით ემოციებს იწვევს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ კონკურსის ყველაზე დიდი პრიზი არის „მის საქართველოს” ტიტული და იმის შესაძლებლობა, რომ გოგონა გაემგზავროს საერთაშორისო კონკურსზე. ჩვენ ამ შესაძლებლობას ვაძლევთ არა მხოლოდ გამარჯვებულს, არამედ, ტოპ-ხუთეულში შესულ გოგონებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ გოგონებს, რომლებსაც‚ უპირველეს ყოვლისა‚ ექნებათ კონკურსში მონაწილეობის სურვილი, შემდეგ – გარეგნობა, შინაგანი ქარიზმა; იქნებიან აქტიურები და შემდეგში გააგრძელებენ საკუთარ კარიერას, სამოდელო სფერო იქნება ეს, შოუ-ბიზნესი თუ სილამაზის კონკურსი. გოგონებს შესაძლებლობა ეძლევათ‚ ძალიან მოკლე დროში აბსოლუტურად უსასყიდლოდ მოემზადონ, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება, მიეცეთ შანსი, შესაძლებლობა მომავალი წარმატებისთვის. ჩვენ ამას მეათე წელია‚ დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ. სულმოუთქმელად ველოდებით ახალ ნაკადს.
– გოგონების შერჩევასთან დაკავშირებით თუ შეიცვალა სტანდარტები?
– ზოგადი, მსოფლიო სტანდარტების ცვლილებასთან ერთად, ჩვენს ხედვასაც ვცვლით. თუ ადრე პრიორიტეტს ვანიჭებდით ძალიან მაღლებს, გამხდრებს, ახლა უკვე გვაქვს საკმარისი გამოცდილება იმისთვის, რომ ვთქვათ: ეს არ არის მთავარი კრიტერიუმი კონკურსანტების შერჩევაში. მით უმეტეს‚ როდესაც სამოდელო სფეროში გაჩნდა ცნება: „მოდელები – პლუს ზომით”, იგულისხმება 36-38-40 ზომის გოგონები და მათზე ბაზარზეც გაზრდილია მოთხოვნა. ჩვენც თავისუფლად შეგვიძლია პარამეტრებთან მიმართებაში უფრო ლოიალურები ვიყოთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გითხრათ: არ ველოდებით მოდელებს პარამეტრებით: 90-60-90, პირიქით, ველოდებით ჩვეულებრივი, ბუნებრივი, საინტერესო გარეგნობის გოგონებს, დანარჩენს კი უკვე ჩვენი პროფესიონალიზმი გააკეთებს. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ეს პროექტი ძალიან წარმატებულია, პროფესიული თვალსაზრისით კი – მაღალი სტანდარტის. თუმცა‚ მე ყოველთვის ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ, ყოველწლიურად ვცდილობ‚ თუ არ გავზრდი ამ სტანდარტს, შევინარჩუნო მაინც. წელსაც ვეცდებით, რომ ამ კრიტერიუმით ჩატარდეს ჩვენი ღონისძიება და, რაც მთავარია‚ ბევრი გეგმა გვაქვს ფინალურ შოუსთან დაკავშირებით.
– გამოცდილებიდან გამომდინარე, ალბათ, გოგონების საბუთებსაც ყველანაირად შეამოწმებთ.
– ადრე თუ ვაკეთებდით აქცენტს იმაზე, რომ  გოგონა არ უნდა ყოფილიყო ქორწინებაში‚ არ უნდა ჰყოლოდა შვილი, ამას დაემატა ისიც, რომ  უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. თუმცა, ამ თემაზე ვიტყვი, რომ როდესაც ჯანეტი მოვიდა კონკურსზე, მან მოიტანა საქართველოს პასპორტი, რისი ასლიც დღემდე მაქვს. უბრალოდ, მაშინ გაჩნდა დაუგეგმავი დეტალი, რასაც მე ნამდვილად არ ვნანობ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნებისმიერი რეკლამა რეკლამაა, თუნდაც ასეთი სახის. ეს ნიუანსიც, რომელიც აბსოლუტურად დაუგეგმავი იყო, საბოლოო ჯამში, პროექტისთვის აბსოლუტურად პოზიტიური აღმოჩნდა. ერთხელ მიიქცია ყურადღება და‚ საბედნიეროდ‚ კარგად მოგვარდა ყველა სერიოზული პრობლემა, რაც შარშან იყო და საერთოდ არ მეცინებოდა.
– ასეთ დროს არასდროს იბნევით, სწორად ადაპტირებთ და მედიასთან ურთიერთობის დროსაც სიმშვიდეს ინარჩუნებთ.
– ყველაფერი ახლოს მიმაქვს გულთან და ყველა პრობლემას, ნიუანსს ძალიან განვიცდი. თუმცა‚ ერთი თვისება მაქვს, რომელიც ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იმ ადამიანისთვის, ვინც დაკავებულია სერიოზული პროდუქტების პროდიუსირებით, არ ვჩერდები. როდესაც რაღაც პრობლემა არსებობს, ვცდილობ, მასზე კი არ ვინერვიულო, გამოსავალი ვეძებო და, შესაბამისად, ნერვიულობის დროც არ მრჩება.
– საერთაშორისო კონკურსებზე წარმატების მისაღწევად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა წარმოადგენს. წელს თუ იქნება ასეთი მხარდაჭერა?
– ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა არა მხოლოდ „მის საქართველოზე”, არამედ სხვა, თუნდაც მუსიკალურ კონკურსებზე. ასეთ დროს მოლოდინიც დიდია, მზადების პროცესიც მნიშვნელოვანი, ეს კი, თავისთავად, შედეგზეც აისახება. მე ყოველ წელს ვცდილობ მხარდამჭერის მოპოვებას, წელსაც ვეცდები და, ვნახოთ, რა იქნება. ის, რომ დღეს ტელეკომპანია „იმედია” მხარდამჭერი, მეტყველებს იმაზე, რომ პროექტი ძალიან საინტერესოა. ჩვენ ახლა პარტნიორების, სპონსორების, მხარდამჭერების ძიების პროცესში ვართ და დარწმუნებილი ვარ‚ ივლისის ბოლოსთვის ყველა ეს საკითხი მოგვარებული იქნება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რომ ყოველ წელს პროექტი მიმდინარეობს ბათუმის მერიის მხარდაჭერით. არც წლევანდელი წელია გამონაკლისი და ჩვენ სიამოვნებით ჩავატარებთ ბათუმში კონკურსს.
– 10 წლის წინ, როდესაც ამ საქმეს იწყებდით, თუ იყო ეს ერთგვარი რისკი? ფიქრობდით, რომ პროექტი აუცილებლად გაამართლებდა და თუნდაც 10 წლის განმავლობაში ასეთი პოპულარული იქნებოდა?
– ყველაფერი ენთუზიაზმზე იყო დაფუძნებული. ამ პროექტის გაკეთების იმდენად დიდი სურვილი  მქონდა, იმდენად მინდოდა, რომ  საქართველოს სახელით „მის მსოფლიოზე” საქართველოს წარმომადგენელი გამოსულიყო, რომ, უპირველეს ყოვლისა‚ ლიცენზიის მოპოვებაზე ვფიქრობდი. როდესაც ლიცენზია მოვიპოვე, მაშინ დავიწყე ფიქრი, რამდენი რამ სჭირდებოდა ამ პროექტის ჩატარებას. თან‚ მაშინ გამოუცდელი ვიყავი და‚ მიუხედავად ამისა, უფრო მეტად შემეძლო რისკზე წასვლა, ახლა უფრო ბევრს ვფიქრობ‚ როდესაც რაღაცას ვაკეთებ.  რისკმა გაამართლა. ჩემი კიდევ ერთი პატარა პლუსი: ცუდი არასდროს მახსოვს, არც ადამიანებთან კონფლიქტის შემდეგ და არც ისე. ტექნიკური ენით რომ ვთქვათ, მაკ ფაილებს ვშლი ხოლმე გონებიდან ანუ, ნეგატიური ფაილები სულ წაშლილი მაქვს. ამიტომ, მხოლოდ დღესასწაულები, პომპეზურობა, სასიამოვნო მომენტები მახსოვს, არ ვიღლი თავს ნეგატივით, მით უმეტეს‚ ჩავლილზე საერთოდ არ ვნერვიულობ. როდესაც გადავლახავ‚ საერთოდ აღარ არის სირთულე, პირიქით‚ ეს არის ჩემთვის მორიგი გამარჯვება. ანუ, მე სირთულეს ვუყურებ როგორც გამარჯვების შესაძლებლობას და ამიტომ არ მაქვს ნეგატიური დამოკიდებულება.
– ყოველთვის აღნიშნავთ გამარჯვებას?
– კი, თუმცა, შეიძლება, პომპეზურად არ აღვნიშნო. მიყვარს‚ თუნდაც პატარა გამარჯვებების შემდეგ‚ საკუთარ თავს რაღაც სასიამოვნო გავუკეთო, დავაჯილდოვო. მატერიალურ ჯილდოს არ ვგულისხმობ, ჩემთვის ისიც ჯილდოა, გამოვნახო დრო, რათა ოჯახის წევრებთან ერთად ვიყო დიდხანს, ან წავიდე სამოგზაუროდ‚  ერთმანეთთან შევათავსო სასიამოვნო და მნიშვნელოვანი.
– ამ პროექტს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, და, ალბათ, ამის გამო თქვენი ოჯახი ზარალდება, ვეღარ უთმობთ დიდ დროს.
– არ დაგავიწყდეს, რომ‚ ამის გარდა‚ მეორე შვილიც მყავს – „ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯია”, რომელზეც რეგისტრაცია პარალელურად მიმდინარეობს და „მის საქართველოს” დასრულებისთანავე აქტიურ ფაზაში გადავა. კიდევ ერთი სიახლე მაქვს, რომელიც ჯერ არსად მითქვამს: მოვიპოვე „ელიტ მოდელ ლუქ სომხეთის” ლიცენზია და წელს სომხეთშიც ვატარებ ამ კონკურსს. ვნახოთ, როგორ გაამართლებს სომხეთის ბაზარი, რა გამოხმაურება მოჰყვება. თუმცა‚ მე ვეცდები, მხოლოდ ამაზეც არ გავჩერდე. რაც შეეხება ოჯახს, დღეს‚ ინტერნეტის საშუალებით ახლა უფრო ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე მაშინ, როდესაც გვერდზე ოთახში იყვნენ ხოლმე ბავშვები. თუმცა‚ მათ ახლა ძალიან დატვირთული ცხოვრება აქვთ და წარმატებას ვუსურვებ. ძალიან მენატრებიან და, იმედია, მალე ვნახავ.
– მითხარით‚ „მის საქართველო” შვილივით მიყვარსო. რთული გასაზრდელია?
– ძალიან რთულად გასაზრდელია. ეს ისეთი შვილია, რომელსაც თავის ჭკუაზე ვერ მიუშვებ, თან, მომთხოვნიც არის. თუ ჩემს შვილებს ვასწავლი, რომ ადამიანი‚ უპირველეს ყოვლისა‚ საკუთარი თავის მიმართ უნდა იყოს მომთხოვნი და შემდეგ –  სხვების მიმართ, აქ ამას ვერ ვაკეთებ. პირიქით‚ ის ჩემგან ითხოვს და მაქსიმალურად თუ არ დავიხარჯე, ზუსტად ვიცი‚ შედეგი არ იქნება.

скачать dle 11.3