კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფორთოხლისა და კვერცხის დიეტა

ჩვენ პერიოდულად შევახსენებთ ხოლმე მკითხველს, რომ ნებისმიერი დიეტის დაწყებისას კონსულტაცია უნდა მიიღოთ თქვენი პირადი ექიმისგან, რადგან, ზოგჯერ, ერთი შეხედვით სრულიად მარტივი და უვნებელი დიეტა, შესაძლოა, შეუთავსებელი იყოს თქვენს ჯანმრთელობასთან.
დღეს წარმოდგენილი დიეტა ძალიან მარტივი და ეფექტურია (თუმცა, საკმაოდ მკაცრიც), მაგრამ, რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭის წყლული, გულის დაავადებები და ნებისმიერი მწვავე დაავადება.
9 საათი: ნახევარი ფორთოხალი და მოხარშული კვერცხის ცილის ნახევარი.
11 საათი: იგივე.
13 საათი: იგივე.
15 საათი: 1 ცალი ფორთოხალი და მოხარშული კვერცხის ცილა მთლიანად.
17 საათი: 2 ცალი ფორთოხალი და მოხარშული კვერცხი მთლიანად.
19 საათი: ნახევარი ფორთოხალი და მოხარშული კვერცხის ცილის ნახევარი.
დალიეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე. უმჯობესია გაზგასული მინერალური წყალი, ბალახეულის ან მწვანე ჩაი.
ვინც ტკბილის გარეშე ვერ ძლებს, მათთვის დასაშვებია დღეში 1 ჭიქა ბალახის ან მწვანე ჩაი, 1 ჩაის კოვზი თაფლით.
დიეტა ტარდება მხოლოდ და მხოლოდ კვირაში ერთხელ, აუცილებლად უქმე დღეს, რადგან, დღის განმავლობაში სავალდებულოა, ხშირად წამოწვეთ, რათა ორგანიზმი არ გადაიტვირთოს.
წარმატებას გისურვებთ!

скачать dle 11.3