კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მცენარეული აბაზანები – სილამაზისა და ჯანმრთელობის გარანტია

საღამოს, აქტიური დღის შემდეგ, სხეულისთვის და კანისთვის აუცილებელია გაწმენდა და დასვენება. ამიტომ, აუცილებლად, დაძინებამდე ერთი საათით ადრე, უნდა მიიღოთ თბილი (და არა ცხელი) შხაპი ან აბაზანა. შხაპთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია: პროცედურის ჩატარების შემდეგ, ჯერ – დამატენიანებელი გელი, ბოლოს კი – ბიოლოგიური კომპონენტებით მდიდარი ზეთების შეზელა.
აი, აბაზანის მიღებისას კი ბევრი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ:
1) კვირაში ერთხელ მაინც უნდა „მივეხმაროთ“ კანს გაჯანსაღებასა და გაახალგაზრდავებაში სკრაბით;
2) ზღვის მარილიანი აბაზანა სასარგებლოა პრაქტიკულად ყველასთვის: ის ასტიმულირებს კანს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევასა და ეპიდერმისის უჯრედების დაყოფას, აჩქარებს დაზიანებული ზედაპირის აღდგენას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ხსნის სტრესს.
3) თუ გსურთ, მიიღოთ რელაქსაციის ეფექტი, წყალში ჩაუმატეთ 10-10 წვეთი ბარამბოს, გვირილის, ევკალიპტის, კალენდულისა და პიტნის ზეთები. შეგიძლიათ, აბაზანაში შეურიოთ ლავანდის, სალბის, კრაზანის, მუხის ქერქის, ცაცხვის ყვავილის ან სხვა მცენარეული ნახარში და, ასევე:
ა) გლიცერინი (10-15 წვეთი სავსე აბაზანაში);
ბ) მუმიო (ცოტაოდენ წყალში წინასწარ გახსენით 5 გრამი და შემდეგ ჩაასხით აბაზანაში);
გ) რძე (სავსე აბაზანაზე – 0,5-დან 2 ლიტრამდე);
დ) 3-3 სადილის კოვზი თაფლი, სახამებელი და „ჰერკულესი“ 5 წუთი ადუღეთ 2 ლიტრ წყალში და აბაზანაში ეს ნახარში ჩაასხით.
ბალახის აბაზანები არა მარტო წმენდს, კვებავს და ატენიანებს სხეულის კანს, არამედ, გამოაქვს ტოქსინები, ხსნის ანთებით პროცესს ეგთავაზობთ ბალახის აბაზანის რეცეპტს:
წყლით სავსე აბაზანაში ჩაყარეთ თითო სადილის კოვზი კრაზანის, გვირილისა და ლავანდის ყვავილები და ღვიის მარცვლები, 2-2 სადილის კოვზი პიტნა და ცაცხვის ყვავილი (ერთად, ცალ-ცალკე ან ნებისმიერი დაწყვილებით). გააჩერეთ ნახევარი საათი და შემდეგ ჩაწექით. ასევე, შეგიძლიათ, აბაზანაში ჩაასხათ 2 ლიტრ რძეში მოხარშული 4 სადილის კოვზი გვირილა და შემდეგ ამ ნახარშში გახსნილი 200 გრამი ზღვის მარილი. წარმოუდგენელ შედეგს მიიღებთ – მკვრივი, ხავერდოვანი და საოცრად გაახალგაზრდავებული კანი ყოველთვის შესამჩნევი იქნება, ხალისიანი განწყობა და მოზღვავებული ენერგია კი მთელ კვირას გაგყვებათ, თუ აბაზანის შემდეგ ტანს კარგად შეიმშრალებთ (რძის და ზღვის მარილიანი აბაზანის მიღების მერე წყალი უნდა გადაივლოთ), ლოსიონს წაისვამთ და ერთ საათს წაიძინებთ.

скачать dle 11.3