კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, რითია სასარგებლო კანისთვის თუთია და რომელი საკვები პროდუქტები შეიცავს ამ ნივთიერებას?
პასუხი: თუთია აუცილებელი ელემენტია ადამიანის ორგანიზმისთვის. მას უამრავი დადებითი თვისება აქვს: განაახლებს უჯრედებს, მონაწილეობას იღებს ცილების სინთეზში, რაც აუცილებელია კანისთვის, რადგან, ეს მიკროელემენტი ხელს უწყობს კოლაგენის ფორმირებას, ამცირებს ალერგიულ გამოვლინებებს, ფერისმჭამელების გაჩენის ალბათობას, ხელს უშლის კანის სიმშრალეს და, შესაბამისად – ნაადრევ ნაოჭებს. გარდა ამისა, თუთია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანმრთელი თმისა და ფრჩხილების ზრდის პროცესში. მისი ნაკლებობა იწვევს თმის ცვენას, თმას ეკარგება ბზინვარება, ხდება მტვრევადი, ფრჩხილები კი იყოფა, ფენა-ფენად იქერცლება და მის ზედაპირზე ჩნდება წვრილი, თეთრი ლაქები.
თუთიას დიდი რაოდენობით შეიცავს: მწვანე ბარდა, ფორთოხალი, ზღვის პროდუქტები, კაკაოს მარცვალი, ნიგოზი და ყველანაირი თხილი, მარცვლეული, ყველი და ასე შემდეგ. ოღონდ, გახსოვდეთ, რომ მის შეთვისებას ხელს უშლის რძე და რძის პროდუქტები (ანუ, ზემოთ ჩამონათვალ სიას არ უნდა დააყოლოთ ან შეატანოთ რძე, მაწონი, არაჟანი), კოფეინი და ალკოჰოლი კი მას აქტიურად გამოდევნის ორგანიზმიდან.
კითხვა: შემთხვევით გავიგე, რომ, თურმე, ხმელი ქინძის თესლისგანაც ხდიან ზეთს, რომელსაც კოსმეტოლოგები იყენებენ. მაინტერესებს, რა თვისებები აქვს ამ ზეთს კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით?
პასუხი: ქინძის ზეთს აქვს კანის რეგენერაციის უნარი, ანუ, ხელს უწყობს ჭრილობით ან დამწვრობით დაზიანებული კანის აღდგენას, ნაწიბურების გაქრობას. გარდა ამისა, ცოცხალი ქინძი (თუ მას კვირაში ორ-სამჯერ მიირთმევთ საკვებთან ერთად) აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, რაც შემდეგ კანზეც აისახება.
კითხვა: რას ნიშნავს „ცხელი მანიკიური“ და რა უპირატესობა აქვს მას ეგრეთ წოდებულ „ცივ მანიკიურთან“?
პასუხი: ეს არის კლასიკური მანიკიურის ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც იყენებენ სალონებში, კერძოდ, 40-55 გრადუსამდე გაცხელებულ წყალში (რომელშიც უმატებენ ვიტამინებით გაჯერებულ ლოსიონს ან რომელიმე ზეთსა და ცოტაოდენ კოსმეტიკურ საპონს) კლიენტს უკეთებენ თითების აბაზანას 10 წუთის განმავლობაში. ეს პროცედურა აძლიერებს სისხლის მიმოქცევას უჯრედებში, აქრობს ხელების სიმშრალეს და ამაგრებს ფრჩხილებს. აბაზანის შემდეგ ნუნებში შეაზელენ ხოლმე რომელიმე ზეთს და აკეთებენ ხელების მასაჟს.

скачать dle 11.3