კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არავითარი სიტყვები!



ღირსეული მამაკაცი ლაპარაკობს ცოტას და აკეთებს ბევრს. ის არ იძლევა არც უაზრო დაპირებებს და არც ლამაზი სიტყვების კორიანტელში გაგხვევთ. ღირსეული მამაკაცი არ შეგაძულებთ და არ მოგაბეზრებთ თავს. მას არ უყვარს ხანგრძლივი ეტაპები, ანუ, არ შეეცდება დაგღალოთ. პირიქით, არ მოგცემთ საშუალებას, იფიქროთ მასზე, როგორც აბეზარ ტვირთზე.
ღირსეული მამაკაცი არასდროს არის ზომაზე მეტად გულწრფელი. მან ზუსტად იცის ზღვარი. მეტისმეტი გულწრფელობა კოშმარად შეიძლება იქცეს და მას ეს არ ეშლება.
ღირსეულმა მამაკაცმა იცის თქვენი სისუსტეები, მაგრამ არასდროს ისარგებლებს ამით ბოროტად, ანუ, ის არ არის ბოროტი.
ღირსეულ მამაკაცს არ სჭირდება დაზეპირებული ფრაზები თავისი ერთგულების დასამტკიცებლად – ამას თავისი საქციელითაც მოახერხებს.
ღირსეულ მამაკაცს თითქოს შინაგანად „ჩაერთვება“ ხოლმე გამაფრთხილებელი ნათურა, როცა საქმე ქალის, მით უმეტეს, საყვარელი ქალის ფაქიზ გრძნობებსა და ემოციებს ეხება.
ღირსეული მამაკაცი ზოგჯერ იტყუება კიდეც, მაგრამ, ამასაც კი ღირსეულად აკეთებს. ის თქვენს ღირსებასაც არასდროს მიაყენებს ზიანს, თუნდაც იმის გამო, რომ საკუთარი მეტისმეტად ძვირად უღირს...
ერთი სიტყვით, რა საჭიროა სიტყვები, თუკი ხვდებით, რომ თქვენ გვერდით ღირსეული მამაკაცია?! ამას თუნდაც იმით იგრძნობთ, რომ ის არასდროს დაიწყებს იმაზე ლაპარაკს, როგორ ექცა სატანჯველად თქვენი სიყვარული...

სისასტიკეს – არა!

სისასტიკეს არ აქვს სქესი. ხშირად ადამიანისთვის ხელაღებით გულის ტკენა, რატომღაც, საერთოდ არ მიგვაჩნია სისასტიკედ. მაგალითად, იცოდით, რომ ახლობელი ადამიანისთვის თვალებში ყურება და ურცხვად ტყუილების ლაპარაკი სისასტიკეა?! სიმართლის თქმა თავისთავად, გმირობაა, თუმცა, ზომიერება ამაშიც საჭიროა. არცთუ იშვიათად, ეს ისეთ დეპრესიაში აგდებს ადამიანს, მდგომარეობიდან მის გამოყვანას, შესაძლოა, თვეებიც დასჭირდეს. იყავით ადამიანური. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და ოქროს შუალედს გული გიკარნახებთ, თუკი, რა თქმა უნდა, გული საერთოდ გაქვთ. თუ ადამიანი ცუდად გექცევათ, მისგან გაქცევა დასაძრახი არ არის, მაგრამ ყველაფერი ფარდობითია და ორმხრივი... შეიძლება, თქვენ ფიქრობთ, რომ ცუდად გექცევიან. მისი აზრიც გასათვალისწინებელია. ერთი სიტყვით, თუ არ გინდათ, ვინმეს სისასტიკეში დაგდონ ბრალი ნურავის გაუკეთებთ იმას, რასაც არ უსურვებდით საკუთარ თავს... არსებობს შედარებით უწყინარი სიტყვები – ნეიტრალური და ნაკლებად მტკივნეული.
ზოგჯერ სისასტიკეა, ის, რაც თქვენ კეთილშობილი საქციელი გგონიათ! გაიხსენეთ, არცთუ დიდი ხნის წინ როგორ ცდილობდით, მოგეგოთ იმ ადამიანის გული, რომელიც დღეს ასე უცხოდ გეჩვენებათ. საინტერესოა, როდის იტყუებდით თავს?! სისასტიკე იქნება ასეთი ტყუილი: „შენ მეტისმეტად კარგი ხარ იმისთვის, რომ ჩემნაირი იდიოტის გვერდით ცხოვრობდე“... აჯობებს, პირდაპირ თქვათ: „კრიზისს ვერ გავექეცით. მოდი, ერთად ვცადოთ, რომ დავძლიოთ ის, იქნებ გამოგვივიდეს. თუ ამას ვერ შევძლებთ, ერთმანეთის მიმართ წყენა მაინც არ დაგვრჩება“...

ზაფხული, მზე და... ფლირტი!

ზაფხული ფლირტის სეზონია – ამაში ფსიქოლოგებიც დაგვეთანხმებიან. როგორც არასდროს, ზაფხულში ისე გვინდა მეტი თავისუფლება, მეტი დრო გართობისთვის, მეტი ხალისიანი ფერი და ლამაზი ტანსაცმელი. ბუნებრივად ჩნდება კეკლუცობის მოთხოვნილება. ძალიან გვინდა, ვიღაცას მოვწონდეთ, ვიღაც აღფრთოვანებული იყოს ჩვენით.
როცა თბილა და მზე ანათებს, ცხოვრებაც უფრო მომხიბვლელი გვეჩვენება. ამიტომ, ცოტათი ქარაფშუტობის უფლებასაც ვაძლევთ ხოლმე საკუთარ თავს. არაფერი ცუდი და საგანგაშო ამაში არ არის, მაგრამ, ზომიერება აუცილებლად უნდა დაიცვათ. ზომიერება ყველაფერში საჭიროა, მით უმეტეს – „ამურულ“ საქმეებში. ფლირტი პრობლემად არ უნდა გექცეთ, ის ხომ სიამოვნებისთვის არის მოგონილი! დაიცავით რამდენიმე აუცილებელი წესი: ნუ მისცემთ ფლირტს გაღრმავების უფლებას, ეს იმას ნიშნავს, რომ გული და საკუთარი თავი არ უნდა მოატყუოთ, რათა, საბოლოოდ იმედგაცრუებული არ დარჩეთ. ფლირტი არის ფლირტი და, თუ მას რომანში აურევთ, ანუ ფლირტის პარტნიორს იმ მოთხოვნებს წაუყენებთ, რასაც შეყვარებულს, შეცდომას დაუშვებთ. ფლირტი არ გულისხმობს სერიოზულ ურთიერთობას. შესაძლებელია, ის სერიოზულ ურთიერთობაშიც გადაიზარდოს, მაგრამ, არა ცალმხრივად. არ შეიქმნათ ილუზიები პარტნიორთან მიმართებაში და არ ააგოთ ოცნების კოშკები, როცა მისი სურვილები ფლირტის საზღვრებს არ სცილდება. ცოტა სითბო, ცოტა ყურადღება, ცოტა კეკლუცობა დასაშვებია, მაგრამ, გახსოვდეთ: ფლირტი ზაფხულის სეზონთან ერთად დამთავრდება და, ნუ მოიქცევით ისე, რომ საშემოდგომოდ დეპრესია „აიკიდოთ“!

კლასიკური იდეები

გინდათ, თქვენს ცხოვრებაში რაღაც პოზიტიურად შეიცვალოს?! მაშინ, იმოქმედეთ, ნუ დაელოდებით, თავისით როდის მოხდება რამე; ნურც ხვალინდელი დღისთვის გადადებთ – დაიწყეთ ახლავე!
* მაგალითად, დიდი ხანია, ოცნებობთ იმიჯის შეცვლაზე, მაგრამ, გადაწყვეტილება ვერ მიიღეთ, უფრო სწორად, საკუთარ სურვილებში ვერ ჩამოყალიბდით, ვერაფრით გააკეთეთ არჩევანი უამრავ სტილს შორის?! მოიქეცით მარტივად: ჩაიცვით ის, რისი ჩაცმაც მართლა გინდათ. ნუ აჰყვებით სხვის აზრს. მერე რა, რომ მათ დიდად არ მოსწონთ თქვენი არჩვევანი. მთავარია, თქვენ მოგეწონოთ და ისინი შეეჩვევიან.
* უკვე დათბა. მოიწყვეთ თქვენთვის აივანზე ან ფანჯარასთან მყუდრო კუთხე და მიირთვით იქ ყავა, იჭორავეთ ტელეფონით, ისუნთქეთ სუფთა, გრილი ჰაერით და, უბრალოდ, დაისვენეთ.
* მოუყევით საკუთარ თავს მომავლის გეგმები დალაგებით და ემოციების გარეშე. იოცნებეთ თამამად და ნუ შეიზღუდებით. ოცნება არაჩვეულებრივი საშუალებაა მიზნების განსახორციელებლად, მით უმეტეს – დასახული მიზნების.
* ხელმარჯვე ხართ? არა?! თუ მოინდომებთ, მოახერხებთ რაღაცას. მაგალითად, განაახლეთ ძველი ნივთები, გააკეთეთ სამკაულები, ან, დახატეთ მაინც, თუნდაც უნიჭოდ. ერთი სიტყვით, დაკავდით იმ საქმით, რაც სიამოვნებას მოგიტანთ. თუ კერძების მომზადებაში პოულობთ ასეთ სიამოვნებას, პრობლემა არ არის – შეუთავსეთ ერთმანეთს სასარგებლო და სასიამოვნო.

скачать dle 11.3