კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში ისპანახი, ნიორი, ორაგული, შვრია და პომიდორი


  საკვები ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ბევრ მათგანს კი მკვეთრად გამოხატული სამკურნალო თვისება გააჩნია. კერძოდ: ისპანახი მდიდარია რკინითა და ფოლატებით, რომლებიც კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ამცირებს ჰომოცისტინების რაოდენობას. შეგიძლიათ, ისპანახი ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ, რადგან ის კალორიებს მხოლოდ მცირე დოზით შეიცავს, ცხიმს კი – საერთოდ არა. ისპანახი ასევე ძალიან სასარგებლოა მხედველობისთვის.
პომიდორი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კიბოს განვითარების რისკს. ეს თვისება ამ ბოსტნეულში შემავალი ლიკოპენის, ანუ ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტის დამსახურებაა. ასევე, პომიდორი C ვიტამინის უმდიდრესი საბადოა.
უმი ნიორი ამაგრებს გულს, ებრძვის ავთვისებიანი უჯრედების განვითარებას, ასევე, ებრძვის ვირუსებს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინს.
მოცვი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ის ამცირებს გულის დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს. დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას, ებრძვის შარდ-სასქესო ორგანოების ინფექციებს.
სატაცურში შემავალი ნივთიერებები აფერხებს უჯრედებში მიმდინარე ონკოლოგიურ პროცესებს. სატაცურის რეგულარული მიღებით დაიცავთ ორგანიზმს ფილტვებისა და კუჭ-ნაწლავის კიბოსგან.
ორაგული ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის შემცველობას. შეიცავს ცხიმის განსაკუთრებულ სახეობას, რომელსაც „ომეგა 3-ს“ უწოდებენ. ეს უკანასკნელი კი იცავს ორგანიზმს აუტოიმუნური დაავადებებისგან, მაგალითად, როგორიც არის რევმატოიდური ართრიტი. ასევე, დადებითად მოქმედებს თავის ტვინის მუშაობაზე და აფერხებს დაბერების პროცესს.
საკვებად შვრიის რეგულარული გამოყენება სისხლში ქოლესტერინის დონეს დასაშვებ ზღვარზე მეტად არ ზრდის. შვრია სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან ის ამცირებს არტერიულ წნევას, ასევე, კარგია მათთვის, ვისაც ჭარბი წონის პრობლემები აწუხებს.
ნიგოზში, თხილსა და ნუშის გულში შემავალი ცხიმი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ის ამცირებენ ორგანიზმში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონეს. ეს კი აუცილებელია გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ნიგოზი შეიცავს ელამენის მჟავას, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ მისი უზომოდ ჭამა არ არის რეკომენდებული.
ყურძნის კანი შეიცავს ძლიერმოქმედ ანტიოქსიდანტებს. მათ შორის, ერთ-ერთია რესვერატორული ოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმში ამაღლებს კარგი ქოლესტერინის დონეს. დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო გულისთვის ძალიან სასარგებლოა. მაგრამ მისი დიდი დოზით მიღება ზრდის ღვიძლის ციროზისა და ჰემორაგიული ინსულტის რისკის ალბათობას.
მწვანე ჩაი მდიდარია იმ ნივთიერებებით, რომლებიც აახლებს სისხლძარღვთა კედლების უჯრედებს და ხელს უშლის ადრეული სტადიის სიმსივნეების ზრდის პროცესს. მწვანე ჩაი ყოველდღიურად კუჭისა და ღვიძლის კიბოს განვითარებისგან დაგიცავთ. თუ მწვანე ჩაის ნაყენს პირის ღრუში რეგულარულად გამოივლებთ, ეს თქვენს კბილებს კარიესისგან დაიცავს.
ასე რომ, გირჩევთ სწორად შეარჩიოთ საკვები ყოველდღიური მენიუსთვის და დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა საშიში დაავადებებისგან.
რა იწვევს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას
პანკრეასი, ანუ კუჭქვეშა ჯირკვალი, ენდოკრინულ სისტემას ეკუთვნის. ის გამოყოფს ჰორმონ ინსულინს და მის საწინააღმდეგო გლუკაგონს. აქვს მეტად მნიშვნელოვანი გარეგანი სეკრეციის ფუნქცია. კერძოდ, მის მიერ გამოიყოფა საჭმლის მონელებაში მონაწილე ფერმენტების:  ტრიფსინის, ლიპაზას და ამილაზას შემცველი წვენი. პანკრეასის წვენის უკმარისობის დროს ძნელდება ცხიმების მონელება.
პანკრეასის ინსულარული აპარატის დაზიანება იწვევს შაქრიან დიაბეტს, ხოლო ფერმენტული ნაწილის ანთება კი პანკრეატიტს. პანკრეატიტი, შესაძლოა, იყოს მწვავე ან ქრონიკული მიმდინარეობის. ეს იმ ადამიანებს უვითარდებათ, ვისაც აქვთ ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი და ასე შემდეგ. დაავადების მაპროვოცირებელ ფაქტორად ითვლება დიეტის დარღვევა, მწარე და ცხიმიანი საჭმლის, ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღება, არასრულფასოვანი კვება და ასე შემდეგ. პანკრეატიტის განვითარების მექანიზმი დაკავშირებულია ნაწლავებში მისი წვენისა და ნაღვლის გადასვლის პროცესის დარღვევასთან, რასაც შედეგად მოჰყვება პანკრეასის ქსოვილის თვითმონელება.
მწვავე პანკრეატიტი მუცლის შეტევითი, მწვავე ტკივილით იწყება. ავადმყოფს აღენიშნება ხშირი ღებინება. ამ დროს მდგომარეობა ძალიან რთულია და სერიოზული. ეს ყველაფერი, შესაძლოა, ნაწლავთა გაუვალობის მიზეზიც კი გახდეს.
 დღეს მეტად ხშირია ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევები. ადამიანს ამ დროს აწუხებს მუცლის შებერვა, ბოყინი, შეკრულობა ან, პირიქით, ფაღარათი, აღინიშნება ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და მარჯვენა ფერდქვეშ. თუ ქრონიკული პროცესი გამწვავდა და ადამიანმა დროულად არ უშველა თავს, შესაძლოა, განვითარდეს მწვავე პანკრეატიტი.
ქრონიკული პანკრეატიტის მკურნალობის ძირითადი პრინციპი სათანადო დიეტის დაცვაა. ამ დროს საკვები უნდა იყოს ნაკლებცხიმიანი, მაგრამ ცილებით გაჯერებული, ასევე ის უნდა შეიცავდეს ვიტამინებს და ნახშირწყლებს.
ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნაღველკენჭოვანი დაავადებისა და ქოლეცისტიტის სათანადო მკურნალობის კურსის ჩატარებას. ცხიმიანი და ცხიმში შემწვარი პროდუქტები იწვევენ დაავადების გამწვავებას. ამიტომ, გირჩევთ, მოერიდოთ მსგავსი საკვების მიღებას. თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ და მოგიწიათ მათი ჭამა, სასწრაფოდ დააყოლეთ მათ ფერმენტული პრეპარატი, რათა მოხდეს ცხიმის დროული ნეიტრალიზაცია. ქრონიკული პანკრეატიტი სათანადო დიეტისა და ექიმის მითითებების დაცვის შემთხვევაში დუნედ, ხანგრძლივად მიმდინარეობს და ამ დროს სერიოზული გართულებები მოსალოდნელი არ არის.

მარილი მიკრობებს ანადგურებს
   მარილი ადამიანის რაციონის უმთავრესი კომპონენტია, რომელიც ორგანიზმს ნატრიუმისა და ქლორის იონებით ამარაგებს. ამ იონების გარეშე წარმოუდგენელია, კუჭის წვენის მთავარი შემადგენლის, ტუტეებისა და მარილმჟავას  წარმოქმნა, რაც აუცილებელია, უჯრედების ნორმალური მუშაობისა და ქსოვილებში წყლის განაწილებისთვის. ოფლში, ნერწყვში, ცრემლში მარილის არსებობა თვალსაჩინო მაგალითია, რომ ორგანიზმის ცხოველქმედებაში ის აქტიურ მონაწილეობას იღებს.
ადამიანისთვის მარილის დღიური ნორმა 4-6 გრამია. ჰიპერტონიის, თირკმელების დაავადებების, შეშუპებისა და ორსულობის ბოლო თვეებში გირჩევთ, მარილის მოხმარება შეამციროთ.
ხალხურ მედიცინაში, უძველესი დროიდან, საკმაოდ ხშირად იყენებდნენ მარილს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. გთავაზობთ ზოგიერთ რეცეპტს:
 * გაციების დროს რეკომენდებულია, მარილისა და თაფლის ნარევით ტანის დაზელა და ცხელი აბაზანის მიღება.
*კარგი ამოსახველებელი საშუალებაა 0,5 ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი 0,5 ჩაის კოვზი საჭმლის სოდა და მწიკვი მარილი.
 *კუჭის შეკრულობის დროს, სასაქმებლად, 4 ჩაის ჭიქა კიტრის მარინადის მარილიანი წვენი დალიეთ. აშლილობისას კი ტაფაზე 1-1,5 კილოგრამი მარილი გაახურეთ, ჩაყარეთ ქსოვილის პატარა პარკში და მუცელზე დაიდეთ.
 *დაჟეჟილი ადგილების მოსაშუშებლად მარილიანი ძმრის კომპრესი გაიკეთეთ.
*თუ ფუტკარმა ან კრაზანამ გიკბინათ, მწიკვი მარილი დანამეთ და ნაკბენზე დაიდეთ. ტკივილს გაგიჩერებთ და შესიებას დააცხრობს.
*გაციების დროს კარგია ცხვირისა და ყელის მარილწყლით გამორეცხვა. 0,5 ჩაის კოვზი მარილი ჩაყარეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში. პროცედურა დაავადების ხანგრძლივობას ამცირებს და ხელს უშლის სასუნთქ გზებში ინფექციის გავრცელებას.
   მარილის ხსნარი აქტიურად ურთიერთქმედებს ორგანიზმის ქსოვილებში შემავალ სითხესთან და შეიწოვს დაავადების წარმომშობ მიკრობებს, ვირუსებს, შხამებსა და არაორგანულ ნივთიერებებს, მაგრამ ხელუხლებელს ტოვებს ერითროციტებს, ლეიკოციტებსა და ცოცხალ უჯრედებს. ამგვარად, დაავადებული ორგანოს ქსოვილების სითხის განახლება და დეზინფექცია ხდება, პათოლოგიური პროცესი კი წყდება.
მიუხედავად მარილოთერაპიის მაღალეფექტურობისა, გასათვალისწინებელია, რომ მას გარკვეული უკუჩვენებაც აქვს. დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება, შაკიკის პროვოცირება მოახდინოს, ასთმის დროს კი მდგომარეობა დამძიმდეს. ამიტომ,  რაოდენობის კონტროლი აუცილებელია, რადგან ზედმეტი მარილი ორგანიზმსა და სისხლძარღვებში წყლის შეკავებას იწვევს, რაც ანუსის ვენების შესიების მიზეზი ხდება.

скачать dle 11.3