კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  მაქვს დიდი სურვილი, თავი დავანებო სიგარეტის მოწევას, მაგრამ, ძალიან მიჭირს. რამეს ხომ არ მირჩევთ?
პასუხი: ამ მიზნის მისაღწევად პირველი ნაბიჯია იმის გააზრება, რომ ნიკოტინი კლავს. ამაში რამდენიმე სასარგებლო პროდუქტი დაგეხმარებათ: ა) რძე – მწეველები ამბობენ, რომ, თუ მოწევამდე 1 ჭიქა რძეს დალევთ, ის სიგარეტს გემოს „უფუჭებს“. ან, თუ მოწევთ რძეში დასველებულ და გამშრალ სიგარეტს, მას იმდენად აუტანელი გემო ექნება, რომ მერე მოწევა აღარ მოგინდებათ. მსგავს მოქმედებას ახდენს ნიახურის სალათა, ყაბაყი, ბადრიჯანი, ლობიო; ბ) ფორთოხლის წვენი – მწეველის ორგანიზმში C ვიტამინი ნადგურდება და მას ნიკოტინი ანაცვლებს. ეს რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმი C ვიტამინით საკმარისად იყოს მომარაგებული. მაშინ ის თავის ადგილს დაიკავებს და ნიკოტინის მოთხოვნილება შემცირდება. ამაში კი ფორთოხლის, ლიმონისა და შავი მოცხარის წვენი დაგეხმარებათ; გ) კომბოსტო ბროკოლი (შეიცავს ქიმიურ ნივთიერება სულფორაპინს) იცავს ორგანიზმს ფილტვების ქრონიკული დაავადებებისგან; დ) დღეში 1 ჭიქა შავი ღვინო ამცირებს ფილტვის კიბოს განვითარების რისკს (შეიცავს რესტვერატოლს და ფლავონოიდებს). აკრძალული პროდუქტები: ალკოჰოლი, ყავა და ჩაი.
კითხვა:  რა საჭიროა ვიტამინების მიღება?
პასუხი: ვიტამინ-მინერალური კომპლექსი მცენარეული ექსტრაქტებით იცავს ორგანიზმს გაციებისგან, ამცირებს გამოჯანმრთელების პერიოდს და აღადგენს ძალებს ავადმყოფობის შემდეგ; ახდენს ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობის  პროფილაქტიკასა და კორექციას; საჭიროა გაძლიერებული გონებრივი და ფიზიკური მუშაობის დროს.
კითხვა:  რა უკუჩვენება აქვს ტატუს გაკეთებას?
პასუხი: თუ ტატუს გაკეთებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ სპეციალისტი ახალ ნემსს და ტუშის ახალ ჭურჭელს იყენებს, რადგან, C ჰეპატიტით დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია.
კითხვა:  არსებობს თუ არა კენჭები სანერწყვე ჯირკვლებში?
პასუხი: დიახ, არსებობს. ამის დადგენა ულტრაბგერითი გამოკვლევით არის შესაძლებელი, ხოლო დოპლეროგრაფია (ექოგრაფიის ახალი ტექნოლოგიები) დაადგენს თანმხლები ანთებითი პროცესის გავრცელებას.
კითხვა:  სპერმაში მაქვს დიდი რაოდენობით მცირე ზომის გამჭვირვალე ბურთულაკები. რა უნდა იყოს ეს?
პასუხი: უფრო ხშირად, ეს ბურთულაკები წარმოადგენს სპერმატოზოიდებისა და ლორწოს გროვებს, რაც არ არის დაავადების მაჩვენებელი. ეჭვების გასაქარწყლებლად გაიკეთეთ სპერმოგრამა (სპერმის ანალიზი).
კითხვა:  ყოველ 20-30 წუთში მაქვს გადავსებული შარდის ბუშტის შეგრძნება, მაგრამ, შარდი ცოტაა, წვა და უსიამოვნო შეგრძნებები არ მაქვს. რა არის ეს?
პასუხი: ასეთი ჩივილების რამდენიმე მიზეზი არსებობს: შარდის ბუშტის ანთებითი დაავადებები (ცისტიტი), ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი, მცირე მენჯის ორგანოების დაშვება. ჩამოთვლილ დაავადებებს მსგავსი სიმპტომები აქვს, მაგრამ, მკურნალობა – აბსოლუტურად განსხვავებული. დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა შარდის საერთო და ბაქტერიოლოგიური ანალიზები, საშარდე სისტემის ექოსკოპია და შემდეგ უროლოგის კონსულტაცია.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3