რუსებს დალევას უკრძალავენ
ლონდონის ოლიმპიადა, რომელიც სტარტს სულ მალე აიღებს, რუსეთის დელეგაციისთვის უალკოჰოლო პროგრამით წარიმართება. ასეთი ბრძანება მიიღო რუსეთის დელეგაციის მეთაურმა მთავრობის ზედა ეშელონებიდან. კულუარებში საუბრობენ, რომ დალევის აკრძალვის მოთხოვნა, პირადად ვლადიმირ პუტინისგან მოდის, რომელიც სპორტსმენებისგან ოქროს მედლების დიდ რაოდენობას ითხოვს. ალკოჰოლის აკრძალვა, მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსმა სპორტსმენებმა, დაანონსებული 30 ოქროს მედლის ნაცვლად, სამშობლოში 15 მედალი ჩამოიტანეს. ამ წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, ვანკუვერში გამართული წვეულებები სახელდებოდა, სადაც ვისკი და არაყი უფასოდ ურიგდებოდათ დელეგაციის წევრებს.