„ევრო-2012-ის“ სიშიშვლე
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატმა სტარტი აიღო და უკრაინის ნაკრების ქომაგებმა თავისებურად გადაწყვიტეს თავიანთი მხარდაჭერის გამოხატვა. უკრაინის ეროვნული ნაკრების წევრების მეუღლეებმა – ოლესია გუსევამ, ვიქტორია კონოპლიანკამ და ალა სელეზნიოვამ ტანსაცმელი გაიხადეს და ამგვარად უსურვეს საყვარელ გუნდს გამარჯვება. ჟურნალ „მაქსიმის” ივნისის ნომრისთვის გადაღებულ ფოტოსესიაში უკრაინელმა ლამაზმანებმა მოწოდებით: „მედლების გარეშე არ დაბრუნდეთ სახლებში”, შიშვლებმა იპოზიორეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ იგივე მოწოდებით რუსეთის ნაკრებს შიშველი ფოტოსესია პოპ-ჯგუფმა „სერებრომ” მიუძღვნა.