პრეზიდენტის სიტყვა
მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს „მონპელიე” დაეუფლა, კლუბის პრეზიდენტმა გულშემატკივრებისთვის მიცემული პირობა აასრულა, თავზე იროკეზი გაიკეთა და თმები კლუბის ფერებში შეიღება. „მონპელიემ”, პირველად თავის ისტორიაში, მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონობა და მისმა ქარიზმატულმა პრეზიდენტმა, ლუი ნიკოლენმა თავისი ექსცენტრიკული ქმედებით, გუნდის ფეხბურთელებსა და ქომაგებს მადლობა გადაუხადა.