მარია ტოპ-ასეულშია
ჩოგბურთის რუსი ვარსკვლავი მარია შარაპოვა „ფორბსის” მიერ შედგენილი პლანეტის ასი ყველაზე გავლენიანი სელებრითის რეიტინგში მოხვდა. შარაპოვამ რეიტინგში 71-ე ადგილი დაიკავა და თავის კოლეგებს – სერენა უილიამსს (77) და ჩინელ ნა ლის (87) გადაასწრო. შარაპოვას გარდა, რეიტინგში სხვა სპორტსმენებიც მოხვდნენ: როჯერ ფედერერი (31), დევიდ ბექჰემი (32), კრიშტიანუ რონალდუ (44), ლეო მესი (50), რაფაელ ნადალი (47), ტაიგერ ვუდსი (12), ლებრონ ჯეიმსი (15) და კობი ბრაიანტი (27). ცნობისთვის, მსოფლიო სელებრითების რეიტინგში ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი ლიდერობს.