კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იგავი ურგებ მონებზე

„მონა რომ გყავდეს, მხვნელ-მთესველი ან მწყემსი, მინდვრიდან დაბრუნებულს განა ეტყვი: მოდი და სუფრას მიუჯექიო? თუ, ამას ეტყვი: ვახშამი მომიმზადე, სარტყელი მოირტყი და მომემსახურე, სანამ ვჭამ და ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო?
ნუთუ ბატონი თავისი მონის მადლიერი იქნება იმის გამო, რომ ბრძანება შეასრულა? არა მგონია. ასევე, თქვენც, როცა ნაბრძანებს შეასრულებთ, თქვით: ურგები მონები ვართ, რადგან, მარტო ის გავაკეთეთ, რაც გვევალებოდა“.
ლუკა 17, 7-10

მადლიერებით ემსახურე
ვინ იცის, რამდენჯერ მოგწონებია შენი თავი – რა კარგად გავაკეთე ეს საქმე, რა კარგად გამომივიდაო. თუ შეგაქეს კიდეც, მაშინ ხომ იმასაც დაიჯერებ, რომ შენსავით სხვა ვერავინ გააკეთებდა ამ საქმეს.
უფალი ამ იგავით გაფრთხილებს, რომ ამგვარი ფიქრი გაგვადიდგულებს და ამპარტავნების ცოდვაშიც ჩაგვაგდებს.
ბატონი ქრისტე უფალია, მონები ჩვენ ვართ: ზოგი მხვნელ-მთესველივით ირჯება მინდორში, ანუ, ამ წუთისოფელში, ხნავს, თესავს და იმკის. სხვა მწყემსივით ზრუნავს იმაზე, ვინც საპატრონებლად მისცა ღმერთმა.
მხვნელ-მთესველი და მწყემსი ბატონის სახლში ბრუნდებიან, რადგან, შრომასთან ერთად, მათ უფლის სახლში, ეკლესიაში სიარულიც ევალებათ. ეკლესიაშიც საქმეა აღსასრულებელი და ეს სულის ცხონების დიდებული საქმეა!
ამ იგავში უფალი საქმის ორგვარად აღსრულებას გვიჩვენებს: ერთია, როცა შენს საქმეს უგულოდ აკეთებ, მარტო ბატონის შიში გამოძრავებს, თვითონ შრომა კი არ გიყვარს; მეორეა – კეთილი ნებით, სიყვარულითა და სიხარულით, თავდადებითა და ერთგულებით აღსრულებული საქმე. ეს უკვე აღარ არის მონური შრომა. ამ დროს თავმდაბლობითა და მორჩილებით იმოსები და მადლობელიც ხარ უფლისა, რომ საამისოდ ძალა მოგცა.
უფალი ბატონზე ამბობს, რომ ის მადლობას არ ეტყვის მონას, რომელმაც თავისი მოვალეობა შეასრულა. ნამდვილი ქრისტიანი არც მადლობას ელოდება, არც ჯილდოს, არც შექებასა და აღიარებას – ის უსიტყვოდ აკეთებს თავის საქმეს. მან ისიც იცის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ღვთის წყალობით შეძლო ამის გაკეთება, თორემ, თვითონ არ დაუმსახურებია და უფლის შეწევნით ასრულებს იმას, რაც ევალება.
ესე იგი, ღვთისა და კაცთა წინაშე აღსრულებული ყოველი საქმე ჩვენი დამსახურება არ არის – ეს ჩვენი ვალია, ვალდებულებაა! ჩვენ მხოლოდ ურგები მონები ვართ, ურგები იმიტომ, რომ უფლის გარეშე, მისი მადლისა და წყალობის გარეშე, ვერაფერსაც ვერ გავხდებით.
შეხედე მზესა და მთვარეს – ისინიც ღმერთს ემსახურებიან და ისე ემორჩილებიან ღვთის განგებას, რომ სამაგიეროდ არაფერს ითხოვენ.
შენც ასევე ემსახურე უფალს.

скачать dle 11.3