კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

არქიმანდრიტი რაფაელი: რას ნიშნავს კურთხევა? პირდაპირი განმარტებით – ღვთაებრივი ძალის მატარებელ კეთილ სიტყვას. ამ ძალას მადლი ეწოდება, უარყოფილი კურთხევა უარყოფილი მადლია. ეს შინაგანი დაპირისპირებაა ღმერთთან, ეს საიდუმლო წინააღმდეგობაა ადამიანური ნებისა ღვთაებრივი ნებისადმი და, ამიტომ, უარყოფილი ან დავიწყების გამო შეუსრულებელი კურთხევა, შეფერხება, ერთგვარი შებრკოლების ქვა ხდება ადამიანის გზაზე. შეუსრულებელ კურთხევას სასჯელი მოსდევს; ის, შესაძლოა, დაუყოვნებელი იყოს ან მრავალი წლის შემდეგ მოვიდეს, მაგრამ, ადრე თუ გვიან ადამიანს მაინც ეწევა. ეს, შეიძლება, სხვადასხვა ფორმით გამჟღავნდეს: უბედურებებში, ავადმყოფობაში, მოულოდნელ ზნეობრივ დაცემებში, თანამდევ წარუმატებლობებში. მაგრამ, სასჯელებიდან ყველაზე საშინელია სულიერი ცხოვრების მიმართ გაციება და შინაგანი სიკვდილის მდგომარეობა.
ბერი იერონიმე: თავს ნუ მიანებებ ლოცვას. უფრთხილდი დაუდევრობასა და გულგრილობას. როცა დილით ლოცულობ და გრძნობ ლმობიერებას, მთელი დღე იფრენ, თითქოს ფრთები გამოგესხა. მაგრამ, თუ დილას ლოცვის გარეშე იწყებ, ყველაფერი უკუღმა წაგივა.
იოსებ ათონელი: პირველ მადლს, როგორც ვთქვით, გრძნობა-მოქმედება ჰქვია და იგი განმწმენდელია, რადგან მლოცველმა ღმრთაებრივი მოძრაობა-მოქმედება იგრძნო საკუთარ თავში. მეორეს განმანათლებელი ეწოდება. მისით იღებს ადამიანი ცოდნის ნათელს, აღიყვანება ღმერთის ჭვრეტაში. არა სინათლე, არა წარმოდგენები, არა ხატები, არამედ, გონების გაცისკროვნება, გულისსიტყვათა სიწმინდე და ცნებათა სიღრმე. ეს რომ მოვიდეს, მლოცველს უნდა ჰქონდეს სრული მდუმარება და ჰყავდეს უხიბლო მოძღვარი. მესამე მდგომარეობა – მადლის მოფენა. ყოველივე იმის შემდეგ, რაც იყო, სრულყოფილების მადლია, რომელიც უდიდესი ნიჭია.
ეფრემ ასური: როგორც ის წყარო, რომელიც განუწყვეტლივ გამოადინებს სუფთა ნაკადულებსა და უხვ დინებებს, არასდროს უკრძალავს მსურველს, დატკბეს წმიდა წყლის ძღვენით, ასევე, ღვთაებრივი მადლიც ღიაა ყველასთვის, რათა ყველა დატკბეს ისე, ვისაც რამდენად სურს.
გაბრიელ ეპისკოპოსი: თვით მათ, მაცთურთა, კარგად არ იციან, მაგრამ, მათი საიდუმლო განზრახვა იმაში მდგომარეობს, რომ მათი სიტყვის მსმენელნი და დამჯერებელნი სამოქალაქო სჯულის წინააღმდეგი გაჰხადონ. მათ იციან, რომ, ვინც სარწმუნოებასა და კეთილმსახურებაში მტკიცეა, მათ ბოროტ განზრახვას ადვილად არ აჰყვება და სჯულის წინააღმდეგი ძნელად გახდება; ამისთვის ცდილობენ ისინი, რომ მსმენელის გულში ჯერ ღმერთის სასოება შეარყიონ და მერე თავისი ბოროტი აზრი ადვილად დააჯერონ.
ბასილი დიდი: ვერ ვხედავ, რომ ისრები ჩვეულებრივ მსჭვალავენ მაგარ და მოუდრეკელ სხეულებს, ხოლო, თუ სხეული რბილი და დამთმობია, თითქოს ძალას კარგავენ. ასეთივე თვისება აქვს საყვედურს (ერთ-ერთი ყველაზე საგრძნობი წყენა, რომელსაც მოყვასი გვაყენებს). ვინც წინააღმდეგობას გაუწევს, ის მას საკუთარ თავზე მიიღებს, ხოლო, ვინც დაემორჩილება და დაუთმობს, ის რბილი ხასიათით ასუსტებს მისკენ მიმართულ ბოროტებას.

скачать dle 11.3