ებრაული გენი – ინდიელებში
ისრაელელმა სწავლულებმა ჩრდილოამერიკელ ინდიელებში ევროპელ ებრაელებთან გენეტიკური ნათესაობის ნიშნები იპოვეს, რაც ქრისტეფორე კოლუმბის ეპოქას უკავშირდება.
ინდიელებში, რომლებიც 200 წლის წინათ მექსიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდნენ და დამკვიდრდნენ კოლორადოს შტატში, სამედიცინო ცენტრ „შებას“ მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენ BRCA1-ის მუტაცია, რომელიც დამახასიათებელია ებრაელ-აშკენაზებისთვის და დამნაშავეა მკერდისა და საკვერცხეების კიბოს წარმოშობის რისკის გაზრდაში.
მუტაციის იგივე სახეობა უფრო ადრე გამოავლინეს ესპანურენოვანი ამერიკელების ოჯახებში, რომელთა წინაპრები მექსიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდნენ.
როდესაც მენიერებმა ჩაატარეს აღებული ნიმუშების კომპიუტერული გენეტიკური ანალიზი, გაირკვა, რომ თითოეული მათგანს ჰყავდა საერთო წინაპარი – ებრაელი, რომელიც ევროპიდან ახალ სამყაროში 600 წლის წინათ, ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის პერიოდში გადავიდა, როდესაც ესპანეთიდან ებრაელი მოსახლეობა განდევნეს.
კვლევების ავტორები ამავე დროს აღნიშნავენ, რომ კოლორადოს ინდიელები არასდროს ამჟღავნებდნენ მსგავსებასაც კი ებრაული ჩვეულებებისადმი და არ აქვთ ზეპირი გადმოცემები, რომლებიც მათ ოკეანესგაღმელ წინაპრებთან დააკავშირებდათ.