კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უზარმაზარი ბრილიანტი – „მარსიანული ვარდისფერი“ – 17,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

ჰონკონგში აუქციონზე გაიყიდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარდისფერი ბრილიანტი. ის შეიძინა ანონიმურმა მყიდველმა 17,4 მილიონ დოლარად, რამაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა გაყიდვების ორგანიზატორების პროგნოზებს. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ალმასის ღირებულება შეადგენდა 8-დან 12 მილიონ დოლარს.
ბრილიანტი, სახელწოდებით „მარსიანული ვარდისფერი“, დაახლოებით 12 კარატს იწონის. მას სახელი ამერიკელმა იუველირმა რონალდ უინსტონმა  1976 წელს დაარქვა, რათა აღენიშნა მარსზე „ნასას” თანამგზავრის გაშვება. „კრისტის“ აუქციონის სახლის წარმომადგენლის სიტყვებით: „ეს არის ყველაზე მსხვილი ვარდისფერი ბრილიანტი, რაც კი ოდესმე გამოფენილა გასაყიდად“.
ბრილიანტის ფასის განსაღზვრისთვის გაცხოველებული ვაჭრობა იყო, მაგრამ, სულ 6 წუთს გაგრძელდა და, ბოლოს გაიმარჯვა ანონიმურმა მყიდველმა, რომელიც ტელეფონით ვაჭრობდა.
ერთადერთი ვარდისფერი ბრილიანტი, რომელიც ზომებით „მარსიანულ ვარდისფერს“ შეედრება, არის ბრილიანტი „უილიამსონის ვარდისფერი“. ამ უკანასკნელის წონა 23,6 კარატს აღწევს და ის ბრიტანეთის დედოფალს ელიზაბეთ მეორეს ეკუთვნის. თუმცა, „უილიამსონის ვარდისფერი“ არასდროს გამოუტანიათ გასაყიდად, ვინაიდან ის ტანზანიაში, ალმასის საბადოებზე აღმოაჩინეს და აჩუქეს ელიზაბეთს, როდესაც იგი ჯერ კიდევ პრინცესა გახლდათ. ალმასი საქორწინო საჩუქარი იყო ელიზაბეთისა და პრინც ფილიპის შეუღლებისას 1947 წელს. მოგვიანებით მისგან გულსაბნევი დაამზადეს.

скачать dle 11.3