კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედამიწას მაგნიტური ქარიშხლის ტალღები დაატყდება

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მზეზე აქტივობის მორიგი პიკი იწყება, რომელიც უახლოეს რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება. თუმცა, მათი სიტყვებით, ეს პროცესი არ იქნება ისე ფართოდ გამოკვეთილი, როგორც ეს 2000 წელს იყო და, ამიტომ არ უნდა მოახდინოს სერიოზული გავლენა დედამიწის მცხოვრებთა ჯანმრთელობაზე.
მზე ახლა თავისი აქტიური მდგომარეობის ახალ ფაზაში შევიდა. ამ ფაზის პიკი 2012 წლის ბოლოსა და მის შემდგომ წლებზე მოვა და უკვე დღეს აფეთქებები გაცილებით ხშირად ხდება.
„კატაკლიზმები მზეზე, ჩვეულებრივ, დედამიწაზეც აირეკლება. მაგნიტური ქარიშხლების გავლენა დედამიწელთა ჯანმრთელობაზე უკვე მტკიცედ დამკვიდრდა საზოგადოების აზროვნებაში,  რაც დღეისთვის სტატისტიკური და კლინიკური გამოკვლევებით მტკიცდება, – თქვა ექსპერტმა, – მეტეო და ელექტრომაგნიტური ქმედებების შეგრძნების ხარისხის მიხედვით, ადამიანის ორგანიზმი რეაგირებს შეფარდებით 9:6:4, შესაბამისად, ატმოსფეროს ტემპერატურაზე, მაგნიტურ შეშფოთებებსა და ატმოსფერულ წნევაზე”.
მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა გართულების რიცხვი ცხადად იზრდება მაგნიტური ქარიშხლის შემდეგ.
ამავე დროს, ადამიანის ორგანიზმში ჯერჯერობით არ აღმოჩენილა რაიმე ორგანო ან უჯრედი, რომელიც თავის თავზე აიღებდა საკმაოდ მგრძნობიარე გეომაგნიტური შეშფოთების მიმღების როლს.
რაც შეეხება მზის აქტივობის მომავალ პიკს, ექსპერტების აზრით, ის უფრო სუსტი იქნება, ვიდრე 2000 წელს და არ უნდა მოახდინოს სერიოზული გავლენა არც ადამიანების ჯანმრთელობაზე და არც ტექნიკის ფუნქციონირებაზე.

скачать dle 11.3