კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემს ძმას უცნობმა შვილმა მოაკითხა
ძალიან მექალთანე ძმა მყავს. მთელი ცხოვრება ქალებს დასდევდა და ამ არშიყობა-არშიყობაში ისე შემოეპარა ასაკი, ვერც კი გაიგო. ხარჯიც ბევრი ჰქონდა ამ თავისი „გულაობის“ გამო და შარშიც ბევრჯერ გახვეულა, რადგან მისი დროებითი რჩეულების ახლობლებს გოგოს ცოლად შერთვაც დაუძალებიათ, ერთი-ორჯერ სცემეს კიდეც (ერთხელ ამის გამო ტრავმატოლოგიურშიც კი იწვა), მაგრამ, ჭკუა ვერ ისწავლა – მაინც ლამაზი ქალებისკენ გაურბოდა თვალი. ყველაზე დიდი უბედურება კი ის იყო, რომ, ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ყველა ქალს, ვინც კი მისგან შვილის გაჩენა მოისურვა, ძალით გააკეთებინა აბორტი. სამწუხაროდ, ეს ამბავი მე ორიოდე წლის წინ გავიგე, თორემ, რაღაცას მოვიმოქმედებდი.
მოკლედ, 50 წელს რომ მიუკაკუნა და სარკეში ჩაიხედა, მიხვდა, რომ უშედეგოდ გაფრენილა ცხოვრება – ოჯახისა და შთამომავლობის გარეშე და გულს შემოეყარა. მერე უცებ გადაწყვიტა, სანამ ჯერ კიდევ არ დავჩაჩანაკებულვარ, ახალგაზრდა ქალი უნდა შევირთო ცოლად, რომ შვილები გამიჩინოსო. მაგრამ, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ასაკოვან, ღიპიან და გამელოტებულ კაცზე მოინდომებდა გათხოვებას, არც ისე ადვილი საპოვნელი აღმოჩნდა. ბოლოს ნათესავებმა ვიღაც ქალი გააცნეს – ერთ-ერთ რაიონში მცხოვრები, ერთშვილიანი ქვრივი, რომელიც ჩემს ძმაზე 17 წლით იყო უმცროსი, მაგრამ, სიხარულით გამოჰყვა, რადგან, ჯერ ერთი, თბილისში იცხოვრებდა საკმაოდ კარგ პირობებში და, თანაც, თავის მოზარდ შვილსაც გზაზე დააყენებდა.
ჩემი რძალი იმდენად ეშმაკი და ჭკვიანი გამოდგა, რომ, თვითონაც ქმრის გვარი აიღო და, ჩემი ძმის დათანხმების შემდეგ, თავისი შვილიც ჩვენს გვარზე გადმოიყვანა. სხვათა შორის, კარგი ბიჭი იყო, თვინიერი, წესიერი და ჩემმა ძმამ შვილივით შეიყვარა. თუმცა, მაინც უნდოდა, თავისი საკუთარიც ჰყოლოდა, მაგრამ, არ გაუჩნდათ და ამიტომ მთელი თავისი გრძნობები გერზე გადართო, მის აღზრდა-განათლებას სერიოზულად მოჰკიდა ხელი და ქონების ძირითადი ნაწილიც მის სახელზე გადააფორმა. უნდა ვაღიარო, რომ ბიჭსაც უყვარდა და უფასებდა ამაგს, „მამას“ ეძახდა და ძალიან დიდ პატივს სცემდა. ჩემი რძალიც კმაყოფილი იყო მათი ასეთი ურთიერთობით, მაგრამ, სულ იმის მცდელობაში იყო, რაც შეიძლება, მეტი ქონება დაეთრია თავისი შვილისთვის და ქმარს ჩასჩიჩინებდა, ბარემ ეს ბინაც გადავუფორმოთ ბიჭსო. ჩემი ძმა კი, რატომღაც, თავს იკავებდა და ამბობდა, ცოლს რომ შეირთავს, მაშინ გადავუფორმებო. მაგრამ, სრულიად მოულოდნელად, ჩემს ძმას ვიღაცამ დაურეკა – შენი შვილი ვარ და შეხვედრა მინდაო. ამასაც ისე გაუხარდა, არც კი უფიქრია, რომ შეიძლება, ვინმე აფერისტი იყოს. როგორც თვითონ მეუბნება, არაჩვეულებრივი გოგონაა და ძალიან მგავსო. მე ვეხვეწები, დნმ-ის ანალიზი გაიკეთოს, რომ წყნარად და მშვიდად იყო-მეთქი, ეს კი არ მიჯერებს – ასეთ შეურაცხყოფას ჩემს შვილს ვერ მივაყენებო. ამ ყველაფრის გამო, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში იქნება ჩემი რძალი, რადგან მის შვილს, თუკი ის გოგო მართლაც ჩემი ძმის შვილი აღმოჩნდა, ქონებაში მოცილე გამოუჩნდა.
 მოკლედ, ისეთი ამბავია მის ოჯახში, რომ იტყვიან, დედა შვილს  არ აიყვანს ხელში. მეშინია, ეს საცოდავი ჩემი ძმა სულ არ შეშალონ ჭკუიდან, მაგრამ, ეტყობა, ღმერთი სჯის წარსული ცოდვების გამო.
ნატო, 57 წლის.

ჩემს პროფესორ ძმებს მე ვარჩენ
სამი დედმამიშვილიდან მე უმცროსი ვარ და, როგორც დედაჩემი იტყოდა ხოლმე, შემთხვევით „შემოპარული“ და დაუგეგმავად გაჩენილი. რაიონულ ცენტრში ვცხოვრობდით და, როცა ჩემზე დაფეხმძიმებული დედაჩემი ჩემს მოსაშორებლად საავადმყოფოში მისულა, ექიმი არ დახვედრია. ასე განმეორებულა ორ-სამჯერ (თბილისში წამოსვლა, რატომღაც, ვერ მოუხერხებია), მერე კი ექიმს უარი უთქვამს – დიდი ნაყოფია და ხელს ვეღარ ვახლებო. ეტყობა, ღმერთის სურვილი იყო, რომ გავჩენილიყავი.
ვერ ვიტყვი, რომ მშობლები საჭმელს ან ტანსაცმელ-ფეხსაცმელს მაკლებდნენ ან ცუდად მექცეოდნენ, მაგრამ, ჩემს უფროს ძმებთან შედარებით მაინც აშკარად დაჩაგრული ვიყავი, თუნდაც, განათლების მიღებასთან დაკავშირებით: ზურასაც და გოჩასაც ლამის ყველა საგანში ამზადებდნენ, სპორტზეც დაჰყავდათ, ყველაფერზე კუდში დასდევდნენ, მე კი ჩემს ნებაზე ვიყავი მიშვებული და დედაჩემს ერთხელაც კი არ მოუკითხავს ჩემთვის სკოლაში. ერთხელ ჩემი მათემატიკის მასწავლებელი შეხვდა ქუჩაში ჩემს მშობლებს და ჩემზე უთხრა, ძალიან ნიჭიერია, თუ ახლა მიხედავთ, დიდი მომავალი ექნებაო, მაგრამ, მამამ უთხრა, მე ისე მივაღწიე ყველაფერს, არავინ დამხმარებია; სკოლა ისე დავამთავრე, მამაჩემმა ისიც კი არასდროს იცოდა, რომელ კლასში ვიყავი. თუ ასე მაგარია ჩემი შვილი, თვითონ მოინდომოს და მიაღწიოს რამესო. ეს რომ გავიგე, საერთოდ ჩავიქნიე ხელი სწავლაზე და, რადგან ძალიან მიყვარდა ცხოველები და მომწონდა მცენარეების მოვლა, ჩვენს ნაკვეთში, რომ იტყვიან, გადავსახლდი და მალე ისეთი ხეხილის ბაღი გავაშენე, ხალხი სანახავად მოდიოდა. ამასობაში ჩემმა ძმებმა (ჯერ ერთმა, მერე – მეორემ) ოქროს მედალზე დაამთავრეს სკოლა და პირველივე წელს გახდნენ სტუდენტები. მე კი ძლივს ავიღე „სამიანებით“ გამოტენილი ატესტატი, რომელიც უჯრაში ჩავაგდე და ისევ ჩემს ბაღნარში წავედი. ერთ-ორ წელიწადში მამას ნებართვა ვთხოვე და პატარა ფერმა გავაკეთე. თავიდან მხოლოდ ორი ღორი მყავდა, მერე და მერე, ღორები რომ მოვამრავლე, პარალელურად, მეკურდღლეობას მივყავი ხელი, ჩემი თანატოლი და მეგობარი სამი ბიჭიც შევიამხანაგე საქმეში და, რამდენიმე წელიწადში ნამდვილი ფერმერი გავხდი. დედას და მამას უხაროდათ, რომ საქმე კარგად გამომდიოდა, მაგრამ, სატრაბახოდ და საკვეხნად მაინც უფროსი შვილები ჰყავდათ: ერთი უკვე აკადემიკოსობას უმიზნებდა, მეორე კი ინგლისში იყო მიწვეული ლექციების ჩასატარებლად. მართალია, მათგან განსხვავებით, სოფლის ტალახს ვზელდი და ღორებთან და კურდღლებთან მქონდა საქმე (რაც, სხვათა შორის, ჩემს ძმებს აშკარად ეთაკილებოდათ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ არასდროს არც ერთს არ დავუპატიჟებივარ ოჯახში ან რესტორანში – ვინმე „ისეთს“ რომ არ ვენახე და მაღალ საზოგადოებაში არ შერცხვენოდათ ჩემი გლეხური მანერების გამო), მაგრამ, იმას არასდროს თაკილობდნენ, თვეში ერთხელ მაინც (ხანდახან უფრო ხშირადაც) საკმაოდ მსხვილი თანხა ეთხოვათ ჩემთვის (ოღონდ, სესხად კი არა, საჩუქრად. თუმცა, თვითონ არასდროს უზრუნიათ ჩემზე. მაგათაც მიუძღვით ბრალი იმაში, რომ ამ ხნის კაცი ვარ და ცოლი ვერ მომიყვანია. ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს არ მოხდეს, რადგან, იციან, რომ ძალაუნებურად მოაკლდებათ მუქთა ფული და პროდუქტი. არადა, მაგათი მარჩენალი როდემდე ვიყო, მით უმეტეს, რომ თვითონაც არაჩვეულებრივი შემოსავალი აქვთ და დასახმარებელი არაფერი სჭირთ?!
ბადრი, 36 წლის.

скачать dle 11.3