კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ რას ნიშნავს კონკრეტულად საჯარო რეესტრი და როგორია მისი შემადგენლობა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის, იპოთეკის და მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრების ერთობლიობა. 
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ფუნქციები აკისრია და რას გულისხმობს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე, რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ფუნქციების შესრულებისთვის არსებობს საგადასახადო გირავნობის, იპოთეკის რეესტრი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრში არის თავმოყრილი ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის, მასში ცვლილებისა და მისი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა სახის მონაცემთა ერთობლიობას აერთიანებს მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრი არის მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეგისტრაციის, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებისა და უფლების შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
კითხვა: რას ნიშნავს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი?
პასუხი: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
კითხვა: მაინტერესებს, როდესაც პირს სასჯელის სახით დანიშნული აქვს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, დღის რა მონაკვეთში შეიძლება განხორციელდეს მის მიერ აღნიშნული სასჯელის მოხდა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეიძლება შესრულდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ასევე, მსჯავრდებულს თავისი სურვილით, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვს, საზოგადოებისთვის სასარგებლოდ იმუშაოს დასვენების დღეებშიც.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ შეიძლება გადაწყდეს იმ მსჯავრდებულის კვების საკითხი, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, მსჯავრდებული, რომელსაც შეფარდებული აქვს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, მისი სოციალური მდგომარეობისა და სამუშაო პირობების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იქნება კვებით ან მას პრობაციის ეროვნული სააგენტო აუნაზღაურებს კვების ხარჯებს, რომლის დანიშვნის პირობები და წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ნორმატიული აქტით.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, კონკრეტულად რა პროცედურებით ხორციელდება იმ მსჯავრდებულების მიმართ განაჩენის აღსრულება, რომელთაც სასჯელის სახით დანიშნული აქვთ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა?
პასუხი:  გაცნობებთ, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სასამართლო განაჩენის ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ, პრობაციის ბიურო განუსაზღვრავს მსჯავრდებულს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას. ამ დროს პრობაციის ბიუროსა და დამსაქმებელს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითება მსჯავრდებულის მიერ შესასრულებელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახე, მთლიანი ვადა, ყოველდღიური ხანგრძლივობა, სამუშაო ადგილი, დამსაქმებლის დასახელება და მისამართი, აგრეთვე, საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები. ხელშეკრულების ასლი გადაეცემა მსჯავრდებულს. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სრულფასოვანი აღსრულებისა და მისი ჯეროვანი კონტროლის განხორციელების მიზნით, პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ან სხვა დამსაქმებელთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც, შეიძლება, ითვალისწინებდეს დამსაქმებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებას. ამ პუნქტის შესაბამისად, მიღებული მომსახურების საფასური მოხმარდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნების განხორციელებას.
კითხვა: მაინტერესებს, რა ვადაში შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო საჩივრის შეტანა დაუშვებელია.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შეუძლია თუ არა ჩემს ადვოკატს, ჩემგან დამოუკიდებლად გაასაჩივროს ჩემ მიმართ გამოტანილი უკანონო და უსამართლო განაჩენი?
პასუხი: არა, რადგან, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორსა და მსჯავრდებულს. არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ადვოკატს უფლება აქვს, შეიტანოს სააპელაციო საჩივარი. კერძოდ, როდესაც მსჯავრდებული არასრულწლოვანია ან აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას.

скачать dle 11.3