კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ მილიარდერებს უკავიათ უკანასკნელი პოზიციები „ფორბსის” მსოფლიო მილიარდერების რეიტინგში

2012 წლის „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგი რამდენიმე პუნქტით სარეკორდოა: წინა წელთან შედარებით, მილიარდერთა რაოდენობა 16-ით გაიზარდა და 1 226 ადამიანი შეადგინა; მონაწილეთა საერთო კაპიტალი 4,6 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც 2011 წლის რეიტინგთან შედარებით 100 მილიარდი დოლარით მეტია და, სულ, საერთო ჯამში, რეიტინგში 58 ქვეყნის წარმომადგენელი მოხვდა. რეიტინგის გამოქვეყნებისთანავე, ბუნებრივ ინტერესს იწვევს, თუ ვინ დაიკავა მოწინავე პოზიციები და ვინ არის რეიტინგის ბოლო ადგილოსანი. „თბილისელების” ამ ნომერში „ფორბსის” ბოლო ათეულის მილიარდერებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ერთად იყოფენ ბოლო საფეხურს – რეიტინგის 1 153-ე პოზიციას.
ჯოკო სუსანტო – ინდონეზია
ჯოკო სუსანტო 10 დედმამიშვილიდან რიგითობის მიხედვით მეექვსე, ინდონეზიის მილიარდერთა შორის კი მე-17 ადგილის მფლობელია. მისი კაპიტალი 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. თავის დროზე მთავრობამ ჯოკოს სკოლის დამთავრების საშუალება არ მისცა, რადგან, ინდონეზიაში ჩინური სახელის მქონე პირები იდევნებოდნენ და ამიტომ ჯოკოს მოგვიანებით სახელის შეცვლა მოუხდა. მისი ბიზნესკარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ჯაკარტის ერთ-ერთ მუშა უბანში მცირე ზომის კიოსკი გახსნა მშობლების დახმარებით. გარკვეული ხნის შემდეგ ჯოკომ სავაჭრო კიოსკების მთელი ქსელი ჩამოაყალიბა, რომელიც მოგვიანებით „ალფას” სახელწოდების მქონე სუპერმარკეტების ქსელად აქცია. ჯოკო სუსანტო მილიარდერი 2011 წელს გახდა და 2012 წელი მისთვის სადებიუტო წელია „ფორბსში”.
ალენ ტარაველა – საფრანგეთი
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სფეროში მოღვაწე ფირმა „ალტარეა კოგეიდმის” მფლობელი ალენ ტარაველა, სუსანტოს მსგავსად, პირველად მოხვდა „ფორბსის” რეიტინგში. მილიარდიანი კაპიტალით ის საფრანგეთის უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-14 პოზიციას იკავებს. კერძო და კომერციული ფართის რაოდენობით ტარაველას ფირმა უძრავი ქონების ბიზნესში მესამეა საფრანგეთში, ამას გარდა, კომპანია იტალიის ბაზარზეც არის გასული.
სერგეი ციკალიუკი  – რუსეთი
სახალინზე, სოფელ ხოეში დაბადებული სერგეი ციკალიუკი, „ფორბსის” რეიტინგში ახალი რუსი მილიარდერია. თადარიგის პოლკოვნიკ ციკალიუკს სამხედრო-პოლიტიკური აკადემია აქვს დამთავრებული და ის 16 წლის განმავლობაში მსახურობდა არმიაში.  ჯარიდან წამოსვლის შემდეგ, 1992 წელს, ციკალიუკმა დააარსა სამხედრო სადაზღვევო კომპანია, რომლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დღემდე მუშაობს. 2011 წელს სსკ კომპანია „რესნოს” შეუერთდა და გარიგების თანხა 250 მილიონ დოლარს შეადგენდა. დღეს ციკალიუკის კომპანია ძირითადად ავტომობილების დაზღვევით არის დაკავებული.
მურატ ვარგი – თურქეთი
მურატ ვარგმა თურქეთის უმსხვილესი ფიჭური კავშირის ოპერატორი „თურქსელი” მილიარდერ მეჰმეტ ემინ კარამეჰმეტთან ერთად ჩამოაყალიბა და 1993 წლიდან 2005 წლამდე კომპანიის ბორდის წევრი გახლდათ. ვარგი დღემდე ფლობს „თურქსელის” აქციათა 2,5 პროცენტს. ვარგის საკუთრებაშია თურქეთის ენერგო, ტურისტული და სატელეკომუნიკაციო კომპანიები. ვარგი ცნობილია, როგორც იახტების კოლექციონერი. მის მფლობელობაში არსებული იახტის – „ჟასმინის” ქირაობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საკმარისია, კვირაში 70 ათასი ევრო გადაიხადო.
ანდრეი ვერიოვსკი – უკრაინა
პოლტაველი მილიარდერის, ანდრეი ვერიოვსკის ბიზნესკარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, როდესაც იგი „უკრაინა ხლების” პოლტავის საოლქო დირექციის გენერალური დირექტორის მოადგილე გახდა. მოგვიანებით მან მზესუმზირის გადამამუშავებელი ქარხნები და ხორბლის ელევატორების ბიზნესი ჩაიგდო ხელში. გარდა ამისა, ვერიოვსკი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში – ის უკრაინის რადას დეპუტატი გახლდათ იულია ტიმოშენკოს ბლოკიდან, თუმცა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში მთავრობა შეიცვალა, ვერიოვსკიმაც შეიცვალა კურსი და ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის” წევრი გახდა. ვერიოვსკის კაპიტალი 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ვენ იიბო და ოჯახი – ჩინეთი
ვენ იიბო თავმჯდომარეობს „საუნდ ენვირონმენტ რესურსეს”, კომპანიას, რომლის გაყიდვებმა 2011 წელს რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია და სუფთა მოგების სახით 30 მილიონი დოლარი მოუტანა მფლობელს. ამას გარდა, ვენ იიბო ოჯახთან ერთად ფლობს კომპანია „საუნდ გლობალს”, რომელიც წარსულში „ეპურეს” სახელით იყო ცნობილი. ვენ იიბო ინჟინრის თანამდებობაზე მუშაობდა 1990-1993 წლებში პეკინის ერთ-ერთ საპროექტო ინსტიტუტში, თუმცა, შემდგომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და დღეს ერთი მილიარდი დოლარის კაპიტალით „ფორბსის” რეიტინგში ფიგურირებს.
ვუ-ჩუნგ ი – ტაივანი
„ფაინ ბლენკინგის” თავმჯდომარე, ტაივანელი ბიზნესმენი ვუ-ჩუნგ ი „ფორბსის” რეიტინგის დებიუტანტია. მისი კომპანია მოტო და ავტონაწილების წარმოებით არის დაკავებული. 54 წლის ვუს განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის უნივერსიტეტში აქვს მიღებული და მისი კაპიტალი 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ტაივანელ მილიარდერთა რეიტინგში მას მოკრძალებული, 24-ე ადგილი უკავია.
ხუ ჯინგრენი და ოჯახი – ჩინეთი
ხუ ჯინგრენი ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ფარმაცევტულ საწარმოს „იანგცე რივერ ფარმაცეუტიკალ გრუპს” ხელმძღვანელობს. თავისი კომპანია ხუმ 1971 წელს დააარსა და ის აწარმოებს ანტიბიოტიკებს, ქიმიოთერაპიის წამლებს და პრეპარატებს კარდიოვასკულარული დაავადებების წინააღმდეგ. ჩინეთის 500 არასამთავრობო კომპანიების რეიტინგში „იანგცე რივერს” 53-ე ადგილი უკავია, ამასთან ერთად, 68 წლის ხუ ჯინგრენი ჩინეთის ნაციონალური სახალხო კონგრესის წევრია.
დენის იორკი – ამერიკის შეერთებული შტატები
უძრავი ქონების მაგნატის, ედვარდ დებარტოლოს ქალიშვილი, დენის იორკი, ამერიკული ფეხბურთის კლუბ „სან ფრანცისკო 49-ის“ ყოფილი პრეზიდენტი და თანამფლობელია. მის სახელს უკავშირდება სანტა-მონიკაში მდებარე 68-ათასიანი სტადიონის რეკონსტრუქცია, რომელიც 2015 წელს უნდა დასრულდეს. იორკის ოჯახს 2000-იან წლებში სკანდალური სასამართლო პროცესები ჰქონდა, როდესაც დენისის უფროსი ძმა, ედვარდი, ქრთამის მიცემაში იყო ბრალდებული.
ზენგ გუიპინგი და ოჯახი – ჩინეთი
ჩინელი მილიარდერი ზენგ გუიპინგი „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგის უკანასკნელი პოზიციის მფლობელია. იგი არის მსოფლიოს 1 153-ე მილიარდერი, რომელსაც ჩინელ მილიარდერთა რეიტინგში 82-ე ადგილი უკავია. გუიპინგის ოჯახი ფლობს სასტუმროების ქსელს ჩინეთის პროვინციებში. ოჯახი მსოფლიოში განთქმული სასტუმრო ბრენდების – „მარიოტისა” და „შერატონის” ოფიციალური წარმომადგენელია ჩინეთში და ამ სახელით აშენებს სასტუმროებს. ბიზნესის გარდა, ზენგ გუიპინგი ნანჯინგის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს კომერციის თემაზე. გუიპინგის აგებული სასტუმროები ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში: შანხაიში, ნანჯინგსა და იანანში მდებარეობს.

скачать dle 11.3