კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამნამუსებელი

თავისუფლება – ინფორმაციას!

ქუთაისის ახალ და ჯერაც დაუმთავრებელ  პარლამენტში საზეიმო სხდომის ჩატარებამდე პრეზიდენტმა ხალხის რჩეულ ქდმ-ელ გიორგი თარგამაძეს ჩაფხუტი გადასცა (იმის პასუხად, რომ შენობაში შესვლა უსაფრთხოა და ვისაც ეშინია, თავი დაიცვასო), ხოლო გასულ კვირას მშენებარე ობიექტი ჩაიმოინგრა. კვლავაც ვერ დაგვიზუსტებია, სახელდობრ, რა: დამხმარე ნაგებობა თუ უშუალოდ პარლამენტის შენობის ნაწილი. მეტიც, დაშავებულთა რაოდენობაც არ დაზუსტებულა. იქ, ზემოთ, მხოლოდ ერთ მსხვერპლს აღიარებენ (ეს ამბავიც სამთავრობო სამძიმრიდან შევიტყვეთ და, ბუნებრივია, ჩვენც ვუერთდებით). სხვათა შორის, ჯანდაცვის მინისტრმა ბ-ნმა ჭიაბერაშვილმა ზუსტად ასე ბრძანა: მსხვერპლი ერთადერთიაო, ხოლო, თუ ქართული ენის გრამატიკულ თავისებურებებს გავითვალისწინებთ, სიტყვა „ერთადერთის“ გამოყენებით, ბ-ნმა ჭიაბერაშვილმა იმას გაუსვა ხაზი, რომ მსხვერპლი სათქმელადაც არ ღირს (თუმცა ისიცაა, შესაძლოა, ქართული ენის ხვეულები ევროპაში ყოფნისას სულ გადაავიწყდა, იმას გარდა, გამართული ქართული რომ ჩვენი ჩინიან-ჩინიანი მოხელეებისთვის აქილევსის ქუსლია).
მეორე მხრივ, მომხდარის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია: ჩემს კოლეგებს არც მშენებარე პარლამენტის ტერიტორიაზე უშვებენ, არც პროზექტურაში და არც ქუთაისის საავადმყოფოში აწვდიან ინფორმაციას, ოფიციალური უწყებების მიერ ინფორმაციის გაცემაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. შესაბამისად, ჩნდება მოსაზრება, რომ მსხვერპლიც ერთზე მეტია და იმაზე მეტი – დაშავებული.
ხოლო, თუ გავიხსენებთ ჯანდაცვის მინისტრის დანამუსებას, ნუ ეწევით პოლიტიკურ სპეკულაციას სხვის უბედურებაზეო (რაზეც ზედგამოჭრილია, ჩემი შენ გითხარიო), მოგვცენ ინფორმაციის თავისუფლად, კონტროლის გარეშე მოპოვების საშუალება და ფანტაზიის ჩართვაც აღარ გახდება საჭირო. ანუ, „მაგის წამალი ნარგიზაა“, ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი – ინფორმაციის თავისუფლება!

скачать dle 11.3