კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცალმხრივად აღშფოთებული

სასურველ კვალზე

მართალია, ზაფხულია, თუმცა, ჩვენი საკანონმდებლო ორგანო მუხლჩაუხრელ მუშაობას მაინც განაგრძობს (იმიტომ, რომ კიდევ ბევრი კანონია მისაღები და მერე რა, რომ კანონის უზენაესობა ისევ ისე უცხო ხილად რჩება). ჰოდა, რაკი მუხლჩაუხრელია, სავსებით ბუნებრივია, რომ გასული კვირის ორშაბათს ბიუროს სხდომაც გაიმართა. იმ კონკრეტულ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა ბ-ნმა დავითაიამ კოლეგებს აუწყა, რომ ოჩამჩირესა და სოხუმში ქართველების საფლავებს ანადგურებენ. ცხადია, ინფორმაცია აღმაშფოთებელია, ამიტომაც ეს ემოცია ვერც პარლამენტის თავმჯდომარემ დამალა (განა რკინის გული აქვს?!). ბ-ნმა ბაქრაძემ განაცხადა (და ძნელია, მას არ დაეთანხმო), რომ ეს გენოციდის გაგრძელებაა. მეტიც, მხოლოდ შეფასებას არ დასჯერდა და იქვე მიიღო გადაწყვეტილებაც: დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხის ჟენევის მოლაპარაკებაზე დაყენება!
ეჭვგარეშეა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დავალებას შეასრულებს, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, იქ, სადაც გენერალ მაზნიაშვილის თანამებრძოლების საფლავებია, ძლივს გადააფიქრებინეს ბათუმის ხელმძღვანელობას, არ დაეშვა კერძო კომპანიის მიერ მშენებლობის წამოწყება (ის ადგილი უკვე გაყიდულია), ჩნდება კითხვა: საფლავების იავარქმნა მხოლოდ მაშინაა დასაგმობი და ასაყენ-დასაყენებელი, თუკი კვალი რფ-ის დადანაშაულებაზე გაგვიყვანს?!

скачать dle 11.3