კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიახლეა ფაჩულიების ოჯახში და რა ოცნება აიხდინა თიკა ალავიძემ წლების შემდეგ

ცნობილი ქართული ოჯახი, რომელიც წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, არაერთხელ ყოფილა ჩვენი ჟურნალის სტუმარი. თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობენ საქართველოდან შორს და მათი ორშვილიანი მშობლების სტატუსი სულ მალე შეიცვლება. მალე წყვილი მესამე შვილს ელოდება. ამჯერად ჩვენი რესპონდენტი თიკა ალავიძეა. თუ რა ხდება მათ ოჯახში, როგორ ელოდებიან ოჯახის ახალ წევრს და სხვა ბევრი საინტერესო დეტალის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

თიკა ალავიძე: მესამე შვილს ველოდებით. უკვე მოგვიახლოვდა ის დღეები და ძალიან მიხარია, რადგან გოგოა. ყოველთვის ოცნებად მქონდა, რომ პატარა გოგო მყოლოდა და მიხარია, რომ ამიხდა. ექოსკოპიაზე რომ მივედი, იმდენად  დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიჭი იქნებოდა, ზაზას ვეუბნებოდი, რა საჭიროა სქესის გაგება, ზუსტად ვიცი, ბიჭია-მეთქი. ექიმმა რომ მითხრა, გოგო გეყოლებათო, მართლა ვკიოდი სიხარულისგან. ზაზა ჩუმად იდგა და ექიმს ეუბნებოდა, დარწმუნებული ხართ, კარგად გადაამოწმეთო? ვაღიარებ, რომ ზაზას მესამეც ბიჭი უნდოდა, ჯერ არ იცის გოგოს გემო და ამიტომ. გოგოები ხომ მამებისთვის განსაკუთრებულები არიან. რომ დაიბადება, მიხვდება, რომ ასეთი რეაქცია არ უნდა ჰქონოდა.
– როგორც ვიცი, მარიამს არქმევთ.
– დიახ, მარიამს ვარქმევთ. პირველ ყოვლისა, ღვთისმშობლის სახელია, თან, ზაზას დედასაც მარინა ჰქვია. ამ ყველაფერთან ერთად, მაინც ისეთ სახელს ვირჩევთ, რომლის წარმოთქმაც აქ უფრო ადვილია. მაგალითად, ჩემი სრული სახელის – თინათინის  გამოთქმა ძალიან უჭირთ. ვერ კითხულობენ, იბნევიან და ასე შემდეგ.
– ბიჭები როგორ ელოდებიან პატარა დაიკოს?
– დათუჩა ძალიან დადებითად არის განწყობილი, საბამ კი, რომ გაიგო, მითხრა, რომ დაიბადება წავაქცევო. თან, იცინის და ისე ემუქრება. ბავშვი რომ დაიბადება, რა სიმაღლეზე უნდა შემოვსვათ, საბა რომ არ მიწვდეს, არ ვიცი. მოკლედ, საგონებელში ვარ ჩავარდნილი, მარიამის დაბადებამდე სულ რაღაც ხუთი კვირა დამრჩა.
– ამ პერიოდში რა ხდება შენს სტუდიაში? შეჩერებულია მეცადინეობა თუ მაინც მუშაობ?
– სტუდია მუშაობს. რეპეტიციები გვაქვს ყოველდღე. 26 მაისთან დაკავშირებით აქ ქართული ფესტივალი მოეწყო და ჩემმა ბავშვებმა ორი ცეკვა იცეკვეს.
– საკმაოდ აქტიური ფეხმძიმე ხარ.
– კი, ასე გამოვიდა. ბოლო დროს ცოტა დავმძიმდი, თორემ, აქამდე უფრო შემართებით ვიყავი.
– ხომ არ უჭირთ ამერიკულ ყაიდაზე გაზრდილ ქართველ ბავშვებს ქართული ცეკვების შესწავლა?
– სხვათა შორის, მეგონა, გაუჭირდებოდათ, მაგრამ, ჩემდა გასახარად, ძალიან კარგად მიიღეს, მოსწონთ და იოლად ითვისებენ. ყოველ რეპეტიციაზე სიხარულით მოდიან. ძალიან ამაყი ვარ ჩემი მოსწავლეებით, ძალიან კარგები არიან.
– ბევრი ბავშვი სწავლობს შენთან?
– ლოკაუტის გამო წელს გვიან ჩამოვედით ატლანტაში და ამიტომ ბევრი ვეღარ მოვიდა, მაგრამ, მომავალი წლიდან სრული შემადგენლობით ვიქნებით, როგორც ადრე.
– ლოკაუტის გაუქმების შემდეგ, ალბათ, გულშემატკივარი ძალიან გახარებულია.
– ძალიან. ლოკაუტის გამო თამაშები თითქმის ყოველ მეორე დღეს იმართება, რის გამოც ბევრი ტრავმაც დაფიქსირდა. ამხელა დასვენების შემდეგ სპორტსმენებმა ფიზიკურად ვერ გაუძლეს დიდ დატვირთვას. ამიტომ, ძალიან რთული წელი ჰქონდა ყველას. 
– რაც შეეხება ზაზას. მისი გულშემატკივარი ძალიან განიცდიდა მის ტრავმას. როგორ არის ამჟამად?
– ძვალი ჰქონდა მოტეხილი. ამჟამად უკეთესობისკენ ნამდვილად მიდის საქმე და მომავალ კვირაში ვარჯიშსაც დაიწყებს, ნაკრების თამაშებისთვის რომ მოემზადოს. საქართველოს ნაკრებში თამაში ზაზას განსაკუთრებით უყვარს.
– გასულ ზაფხულს ძალიან აქტიური გულშემატკივარი ჰყავდა ნაკრებს შენი სახით, წელს კი საპატიო მიზეზის გამო ვერ ჩამოხვალ.
– შარშან მანდ ვიყავი, მაგრამ, ამჯერად აქედან დავუჭერ მხარს. არ არსებობს, ჩვენების თამაში რომ გამოვტოვო და არ ვუგულშემატკივრო. ჯერ, ისედაც ხომ ვნერვიულობ ზაზაზე, მაგრამ, როცა ნაკრებში თამაშობს, მაშინ –  გაორმაგებულად. იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრები წელსაც წარმატებულად იასპარეზებს.
– სავარაუდოდ, როცა შენ იმშობიარებ, ზაზა საქართველოში იქნება.
– მარიამის დაბადების დროს ზაზა აქ იქნება. ალბათ, ერთი თვე მოუწევს ბავშვთან ყოფნა და აგვისტოს შუა რიცხვებში წამოვა თბილისში.
– გასულ წელს ზაზა საქართველოდან ორშვილიანი მამა წავიდა, უკან სამშვილიანი დაბრუნდება.
– ჩემს შემთხვევაშიც დაახლოებით ასე მოხდა: ამერიკაში მარტო წამოვედი, უკან კი ორი წლის შემდეგ ქმართან და ორ შვილთან ერთად დავბრუნდი. ძალიან გვინდა, ჩვენი მესამე შვილი პატრიარქს მოვანათვლინოთ. მესამე შვილის გაჩენის გადაწყვეტილებასაც თავისი ისტორია აქვს: ზაფხულში ბათუმში რომ ვიყავით მიუსაფარ ბავშვთა სახლში მეუფე დემეტრესთან,  ერთ-ერთი ოთახიდან 2 წლის გოგონა გამოიქცა ჩემკენ და ჩამეხუტა. ძალიან ცუდად გავხდი, ცრემლები მომაწვა. რომ მოვდიოდით, გამომეტირა – უნდოდა, რომ წამომეყვანა. ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და განვიცადე. მერე მეუფე დემეტრემაც მკითხა, მესამე ბავშვის ყოლას არ აპირებთო? სწორედ ამ დღეს გადავწყვიტე მესამე შვილის გაჩენა. ის ბავშვი დღემდე სულ თვალწინ მიდგას, ისეთი კარგი იყო. მოკლედ, მისი ხათრით გადავწყვიტე მესამე ბავშვის გაჩენა. ძალიან მინდა, პატრიარქმა მონათლოს. ჩვენი ოჯახისთვის ეს დიდი მადლი და პატივი იქნება.
– ზაზამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სურს მრავალშვილიანი მამა გახდეს.
– არასდროს არ ვამბობ, რომ სამ შვილზე მეტს აღარ გავაჩენ, ვგიჟდები ბავშვებზე, მით უმეტეს – საკუთარზე. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ალბათ, თავს შევიკავებთ, თუმცა აუცილებლად ვიყოლიებთ ბევრ შვილს.
– საუბრის დროს აღნიშნე, რომ ბავშვები ცოტა ცელქები არიან, განსაკუთრებით – საბა. შენ თუ ხარ მკაცრი დედა?
– ხშირ შემთხვევაში ვცდილობ, მკაცრი ვიყო, სხვანაირად არ გამოდის, განსაკუთრებით საბასთან. ზედმეტად აქტიურია და ბაღშიც ცოტა აგრესიულია ბავშვების მიმართ. ამიტომ, მაინც მიწევს მის მიმართ მკაცრი ვიყო. ჩემი ყველაზე დიდი სიმკაცრე იმით გამოიხატება, რომ, როცა გამაბრაზებს, ოთახში შემყავს და ცოტა ხანს იქ მარტო ზის. მართალია მისი იქ ყოფნა წყნარად არ ხდება, ტირის, მაგრამ, სხვა გზა არ არის. დათუჩა ძალიან ჭკვიანია, დიდი კაცივით მისმენს და ყველაფერს აკეთებს, საბასთან კი ჯერ ვერ მივაღწიე ამას, ყველაფერს მაინც ისე აკეთებს, როგორც თვითონ უნდა. ცუდ სიტყვებს გადავაჩვიეთ, მაგრამ, ხანდახან მაინც მოუვლის ხოლმე. კიდევ კარგი, ბაღში არ ესმით ქართული, თორემ, გამორიცხული იქნებოდა იქიდან.
– რამდენი წლის არიან?
– საბა 2 წლის და 7 თვის, დათუჩა კი – 3 წლის და 6 თვის, 11 თვეა მათ შორის სხვაობა  და ყველას ტყუპები ჰგონია. საბა ტანით დიდია და დათუჩას დაეწია უკვე სიმაღლეში. დათუჩა ძალიან მზრუნველი ძმაა და გადაფოფრილია საბაზე, გიჟდება. საბასთვის კი სულერთია, ისე დატოვებს დათის, რომ პრობლემა არ აქვს, დათუჩას კი მის გარეშე ყოფნა არ შეუძლია.
– კალათბურთს თუ თამაშობენ?
– მთელი დღის განმავლობაში სულ ბურთის ხმა მესმის, თან – კალათბურთის. თუ ზაზა სახლშია, მაშინ ხომ – საერთოდ, გაუთავებლად კალათბურთს თამაშობენ. ასე რომ, შევეჩვიე და არ მაღიზიანებს, მშვიდად ვიტან ყველაფერს. თან, მიხარია, რომ პატარებს უკვე კარგად გამოსდით კალათბურთის თამაში. აი, გოგო რომ მეყოლება, მერე მასთან ერთად ისეთ რაღაცეებს გავაკეთებთ, რაც ჩემთვის უფრო მეტად გასართობი იქნება, ვიდრე კალათბურთი.
– ვიცი, რომ საკმაოდ ხშირად ხართ მასპინძლის როლში.
– მე და ზაზას ძალიან გვიხარია როცა მეგობრები გვესტუმრებიან ხოლმე. ეს არანაირ დისკომფორტს არ გვიქმნის, პირიქით, ძალიან გვიხარია, როცა ვიღაც ჩამოდის ჩვენთან. უკვე რამდენიმე წელია, მარტო ვცხოვრობთ და შევეჩვიეთ კიდეც. პრინციპში, აქ უფრო გავხდით მე და ზაზა ერთმანეთის მეგობრები, პატრონები და, საერთოდ, ყველაფერი.

скачать dle 11.3