კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ სთავაზობს საბის ფულს სექსუალური ახირებების დაკმაყოფილების სანაცვლოდ და რატომ არის ის ქართველ დიასახლისებზე პატიოსანი

„იცოდეთ, ქართველო კაცებო, რომ მე თქვენს ცოლებზე ბევრად პატიოსანი ვარ“, – ეს ის ფრაზა იყო, რომელიც ტრანსსექსუალი საბი ბერიანის საუბარში ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. უშუალო და გულღია, ცოტა ეგოცენტრული და საკუთარ თავში დარწმუნებული – ასეთია საბი, რომლის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება, განსაკუთრებით სატელევიზიო გადაცემის შემდეგ, სადაც ის კესარია აბრამიძეს დაუპირისპირდა. სექსუალური და ეპატაჟური საბი დღეს ჩვენი სტუმარია.

– საბი, გვითხარი, რა ხდება შენს ცხოვრებაში ახალი და საინტერესო, რას აკეთებ?
– პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება, ვარ აბსოლუტურად მარტო (იცინის). ვგეგმავ ევროპაში წასვლას, მინდა, ჩემი დიდი ხნის ოცნება ავიხდინო. ამ ქვეყანაში ჩემს პირადში არასოდეს იქნება სიახლე, 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, ქართველი კაცის გვერდით ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია! ეგრე ვერ „გავპახაბნდები“, რომ ქართველი კაცის სექსუალური და სხვა სახის ახირებები დავაკმაყოფილო! ბევრმა მაგით სახელი გაითქვა, მაგრამ ჩემთვის ეგ მიუღებელია. მირჩევნია, ნაკლები კომფორტი მქონდეს ცხოვრებაში და პატიოსნად ვიცხოვრო. ქართველო კაცებო, მე ბევრად უფრო პატიოსანი ვარ, ვიდრე თქვენი ცოლები!
– არადა, მახსოვს, შარშანწინდელ ინტერვიუში შენს უკრაინელ გულის სწორზე აღფრთოვანებით საუბრობდი. ახლა, თურმე, მარტო ხარ. რა მოხდა?
– ეს იყო წარსულში და წარსულში დარჩა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, შეყვარებული და სულელი (იცინის). გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ რაღაც კომპრომისზე ვერ წავედი. მას ისეთი მოთხოვნები ჰქონდა, რაც  ჩემს გეგმებში არ ჯდებოდა. მე ის მაინტერესებდა, როგორც მამაკაცი, მას კი ჩემთან მხოლოდ სექსი უნდოდა! ჩვენი ურთიერთობა უნდა დაწყებულიყო და დამთავრებულიყო კულისებში და ამ ყველაფერმა შოკში ჩამაგდო. ეტყობა, ძალიან არ მიყვარდა. ჩემი ინიციატივით დავშორდი და არც ვნანობ. დღეს რომ მის გვერდით ვყოფილიყავი, მაგარი „ბანძი“ ვიქნებოდი. ის ახლა უკრაინაში ცხოვრობს, ცოლთან ერთად. როცა ჩემთან იყო, მას საცოლეც ჰყავდა და დაქორწინებასაც აპირებდნენ ახლო მომავალში. მე კი ურთიერთობაში მეორე პლანზე ყოფნას ვერ შევეგუები. იცი, ერთი პერიოდი ინტრიგებიც დავხლართე, ტყუილებიც მოვიგონე და საცოლეს დავაშორე, თუმცა მერე მივხვდი, რომ ამად არ ღირდა, აბსოლუტურად აღარ მაინტერესებდა ის კაცი. ძალიან მიჭირს მარტო ყოფნა, მაგრამ რას იზამ. კაცს, რომელსაც შეხსენება სჭირდება, ქალს როგორ მოექცეს და ყურადღება რომ უნდა გამოიჩინოს მის მიმართ, ასეთი კაცი მე არ მინდა.
– თქვი, მამაკაცებს ძალიან ადვილად ვხიბლავო.
– კი, ასეა, მაგრამ განსაკუთრებით თავს ძალას არ ვატან, რომ ვინმე მოვხიბლო. კაცები სიმპათიას ხშირად გამოხატავენ – ხან თბილად, ხან აგრესიულად. მე ამას შეჩვეული ვარ და არ მიკვირს. როცა ლამაზი ხარ, კარგი ტანი გაქვს, ფეხი, სექსუალური ხარ, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, ხშირად „ვაიგნორებ“ კიდევაც. ცნობილი მამაკაცებიც არიან მათ რიცხვში, თუმცა ახლა მათ სახელებს არ ვიტყვი. სხვათა შორის, ვინც მომწონებია და მოვწონებივარ, ყველა ნორმალური ჰეტეროსექსუალი მამაკაცი ყოფილა (იცინის). არატრადიციული ორიენტაციის ხალხი – გეები, ბისექსუალები არ მაინტერესებს. აგრესიაც ხშირია ჩემ მიმართ – უფრო ქალების მხრიდან. რამდენჯერ მსმენია: „ფუ, რას ჰგავხარ, სახლში სარკე არ გაქვს?“ ხან არ ვცემ პასუხს, ხან, კარგადაც ვგესლავ ხოლმე. ამას მეუბნებიან დაბალი, მახინჯი, არაფრით გამორჩეული, მამაკაცებისთვის უინტერესო ქალები – ისეთები, ექვსმაგი სარკე რომ სჭირდებათ... შურთ და რა ქნან! არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ასეა. წარმოიდგინეთ, ეს ჩემთვის უფრო დიდი სტიმულია. ერთ კურიოზს მოგიყვებით: ტანსაცმლის საყიდლად წავედი ერთ სავაჭრო ცენტრში, სადაც ძირითადად სამეგრელოდან ჩამოსული მდედრები არიან თავმოყრილები. გამოვიდა ქალი, დოინჯშემოყრილი დგას და მეუბნება: იცი, ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ, ქვევით „ის“ რომ გაქვს (მამაკაცის სასქესო ორგანოს გულისხმობს), რა უნდა ქნაო? მე ვუთხარი, ქალბატონო, თქვენც არა გაქვთ კბილები და რა უნდა ქნათ-მეთქი. ისე გაბრაზდა ეს ქალი, დავიმალე, არ მცემოს-მეთქი (იცინის). ნამდვილი სოფლის დონის კურიოზი იყო – მეც გესლიანი ენა მაქვს, თავს არავის დავაჩაგვრინებ. სამაგიეროდ, „დეიდა ქალებთან“ ვმეგობრობ, ძალიან მიყვარს და ვუყვარვარ.
– ამ მომენტისთვის არავინ მოგწონს?
– არა და გეუბნები, არც მომეწონება საქართველოში. მე მანქანების და ფულის ხამი არ ვარ ზოგიერთივით, სხვა ღირებულებები მაქვს. ძალიან ძვირფასი საჩუქრებიც უჩუქებიათ. ვგიჟდები საჩუქრებზე და ძალიან ადვილია ამ გზით ჩემი გულის მოგება, მაგრამ უცხო მამაკაცისგან არასოდეს ვიღებ. ეს მის წინაშე ვალდებულს გხდის რაღაცნაირად. დიდი სიყვარულით ჯერ არასდროს მყვარებია.
– სატელევიზიო ეთერითაც გამოიკვეთა, რომ დაძაბული ურთიერთობა გაქვს კესარიასთან.
– რა სასაცილოა – სახელითაც კი არ მოვიხსენიებ. მაგ ინდივიდთან პირადად შეხება და კონტაქტი არასდროს მქონია. იმდენად საინტერესო ცხოვრება მაქვს, მაგისთვის ნამდვილად არ მცალია – ეგ უფრო სექსის კონკურენტია. მე ახალი თაობა ვარ, ისინი უკვე დაძველდნენ. მე კესარიას წარმატებები მიხარია და ნაკლებად მაინტერესებს მაგის წარსული. მის პლასტიკურ ოპერაციებსაც მივესალმები, რატომაც არა! თუ გჭირდება კორექცია, უნდა გაიკეთო კიდეც – მკერდიც, ცხვირიც, ტუჩიც. მაგრამ, მაგის ორიენტაცია ჩემთვის გაურკვეველია –  ქალად ვერ აღვიქვამ. მე ჩემი ნატურალურობითაც ვკმაყოფილდები – პატარა მკერდით და დიდი ცხვირით (იცინის). ჯერჯერობით არაფრის პლასტიკა არ მაქვს გაკეთებული, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში მკერდი გავიკეთო.
– რომელიმე ცნობილი მამაკაცი თუ გესიმპათიურება?
– კი. არიან ვიზუალურად სიმპათიური მამაკაცები, მაგრამ იმდენად გოიმური მენტალიტეტი აქვთ, რომ არავინ მესიმპათიურება. ბევრი წამყვანი, სპორტსმენი, პოლიტიკოსია, ვინც არის ჩემთვის სასურველი, მაგრამ მათი დამოკიდებულება ქალების მიმართ არ მომწონს – ტიპური ქართველი მამაკაცები არიან ჩემთვის. ვიღაც ჩარჩენილი გასათხოვრებისთვის, ისინი ალბათ საოცნებო კაცებიც არიან. საერთოდ, ჯორჯ კლუნისნაირი ტიპები მომწონს, ეგეთი საქართველოში არ შემხვედრია. მაგრამ, მე მეოცნებე ადამიანი არ ვარ, მყარად ვდგავარ დედამიწაზე.
– სად აპირებ წასვლას?
– ლონდონში. ვგიჟდები ლონდონურ მოდაზე, მე ხომ დიზაინერი ვარ. ვგიჟდები ვივიენ ვესტვუდზე, დახვეწილია და არისტოკრატული, მაგრამ ყველაზე მეტად ლიბანელი დიზაინერი, ელი სააბი მიყვარს, რომლის კაბები ჩემთვის აუხდენელი ოცნებაა. სხვათა შორის, ქართველ დიზაინერებს არ ვცნობ – უფრო მაღალი დონის მკერავები არიან. ამიტომ, რაც მაცვია, ძირითადად, ჩემი შემოქმედებაა. ვიმედოვნებ, მილანის, პარიზისა და ლონდონის პოდიუმებზე მოვხვდები. კიდევ ძალიან მინდა, ნუდისტურ პლაჟზე დასვენება, აუცილებლად წავალ.
– სექსუალური შემოთავაზებები ხშირად გაქვს?
– უხშირესად. როცა ბარში, ღამის კლუბში მივდივარ, მოდიან ჩემთან როგორი ინიციატივით, იცი? – სექსს მთავაზობენ მაშინვე! სხვა თემაზე არავინ მესაუბრება. პირდაპირ მეკითხებიან, ჩემთან სექსი რა ღირს, იმიტომ, რომ ტრანსსექსუალი ვარ. მე არ ვიყიდები! მთავაზობენ, ანალურ, ორალურ სექსს... ათასნაირ საძაგლობას, მაგრამ ვალში არც მე ვრჩები!
– ბომონდურ თავყრილობებზე ხშირად ჩნდები?
– ხშირად მპატიჟებენ, იმეილზე მომდის მოსაწვევები, მაგრამ ქართული ბომონდი იმდენად მოსაწყენი და შავია, შეიძლება, იმათ „ტუსოვკაზე“ ხელს დავეყრდნო და ჩამომეძინოს. მე უფრო წყნარი ცხოვრება მომწონს, მთლად პენსიონერული არა, მაგრამ – წყნარი. დილით რომ ვდგები, სავარჯიშოდ მივდივარ. უბანში ხშირად მნახავთ დახეული ჯინსით – ხან ბავშვებთან ფეხბურთს ვთამაშობ, ხან კალათბურთს (იცინის). მაკიაჟსაც იშვიათად ვიკეთებ. მე მიყვარს თამამი და სექსუალური და არა – ვულგარული სტილი. დღეს მეზობელი მოხუცი შემოვიდა და მეუბნება: უი, გოგო, სად მიკაკუნობ ეგრე გამოპრანჭულიო – კაცებში-მეთქი (იცინის).
– საუბარში თქვი, ბევრ რამეს ვერ ვაპატიებ მამაკაცსო. ალბათ, ღალატსაც...
– კაცი მაშინ გღალატობს, როცა ვერ აკმაყოფილებ სექსუალურად და როგორც დიასახლისი. სხვათა შორის, არაჩვეულებრივი კულინარი ვარ, კარგად ვაცხობ და ვამზადებ ხორციან კერძებს.

 

скачать dle 11.3