კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ავთო ლომსაძემ ტელეპათიური ნიჭის გამოყენებით ბერიას ცხოვრება წიგნად გააცოცხლა

ტელეპათმა ავთო ლომსაძემ, რომელიც ჩვენს მკითხველს კარგად ახსოვს, ლავრენტი ბერიას სიკვდილის დეტალების შესახებ წიგნი დაწერა, თანაც ძალიან უცნაური და უჩვეულო მეთოდით. ჩასაფრებული ველოდი, როდის ჩამოვიდოდა ბატონი ავთო თბილისში, რომ ამ წიგნის შესახებ თქვენთვის მემცნო და თან, მომეთხრო.

ავთო ლომსაძე: ყოველთვის ვცდილობდი, ადამიანებისთვის სიკეთე მომეტანა. ჩემთვის, სადაც წავალ, ყველგან მთავარი ადამიანია და ხალხთან ურთიერთობა, თორემ მუზეუმები და ადგილები აზრითაც შემიძლია წარმოვიდგინო. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ – დანიაში, გერმანიაში, იტალიაში და ყველგან მთხოვდნენ დარჩენას, მაგრამ არ დავრჩი. ჩინეთში ვიყავი კიდევ, სხვათა შორის, ჩინელები ძალიან ეშმაკი ხალხია. რაც უნდა ჰკითხო და უთხრა, ისე გიპასუხებენ და ისე გააკეთებენ, რომ თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვიტონ საქმე. მაგრამ, ჩვენ ძალიან კარგად დაგვხვდნენ. მინდოდა, ჩემს ქვეყანას რამით დავხმარებოდი – მათ აინტერესებდათ ჩემი მკურნალობის მეთოდების შესწავლა. 20 ხელშეკრულება ჩამოვიტანე ჩინეთიდან, 20-იც პერსპექტივაში მელოდა ხელმოსაწერად, მაგრამ არც ჩვენმა ქვეყანამ და არც რუსეთმა, არ მომცა თანხმობა და ჩაიშალა ეს პროექტი. შუა აზიიდანაც მეპატიჟებოდნენ... მაგრამ არ გამოვიდა. არც აქაურ მთავრობას ეცალა ჩემთვის – არ იყო მაშინ მზად ამისთვის არც საქართველო, არც რუსეთი. ერთხელ მთავრობას 2 კორესპონდენტი და ჩემი მდივანი გავუგზავნე. შევთავაზე, 10 შიდსით დაავადებულ პაციენტს ავიყვან და უსასყიდლოდ ვუმკურნალებ-მეთქი. არ გვყავს ჩვენ შიდსით დაავადებულებიო, უთხრეს.
ჩემი მკურნალობის მეთიოდი ასეთი იყო, ჯერ იმუნიტეტს ვამაღლებდი და ასე სიცოცხლესაც ვუხანგრძლივებდი. არ გვყავს შიდსით დაავადებული ხალხიო, არადა ზუსტად ვიცი, ქალაქგარეთ ერთი ადგილი იყო, სადაც ასეთი პაციენტები იქნებოდნენ. თუმცა, მე კლინიკა არ მქონდა და იქ რომ მივსულიყავი სამკურნალოდ, არასერიოზული იქნებოდა.
– ეკლესიის წარმომადგენლები რას ფიქრობენ თქვენზე?
– გააჩნია მღვდელმსახურს. ჩემს ასოციაციაში ყველა რელიგიის ხალხი ჩამოდის. იოგას ფილოსოფია არის მსოფლმხედველობა და არა რელიგია. მახსოვს რუსული ეკლესია ამის ძალიან წინააღმდეგი იყო. ერთი მღვდელი შემხვდა და მითხრა, იოგა ქრისტიანული თვალსაზრისით ცოდვაა. მართლმადიდებელი კაცი იოგას არ უნდა მისდევდეო. მე ასე არ მიმაჩნია, იოგასთვის რელიგიას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გინდათ, კარგი ამბავი გითხრათ? რუსეთის ახლანდელ პატრიარქს, კირილს დიდი ხანია, ვიცნობ –  1975 წლიდან. მაშინ კირილი ჯერ კიდევ სმოლენსკის ეპისკოპოსი იყო, ერთი ენაბრგვილი სტიქაროსანი ჰყავდა და მოვარჩინე. გაგიჟდა კაცი, კი მაგრამ ენაბლუ იყავი და გამართულად როგორ ლაპარაკობო (იცინის). ჩემზე, რომ გაიგო წირვაზე დამპატიჟა. მე ვუთხარი, დიდხანს ფეხზე ვერ ვიდგები, მიჭირს-მეთქი. მითხრა, იქ ლოჟასავითაა, სადაც დედაჩემი ზის ხოლმე და იქ დაბრძანდითო. მერე კელიაშიც მიმიწვია და ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, ერთად ვისადილეთ კიდეც. თუმცა, დღეს კონტაქტი აღარ მაქვს, არ მიყვარს მაღალი თანამდებობის ხალხთან პირადი ურთიერთობები, მერე სულ ფიქრობენ, რომ მათგან რაღაცას ელი, მე კი არაფერი მჭირდება. ასე იყო ზურაბ წერეთლის შემთხვევაშიც. ერთმა ახლობელმა მთხოვა და მივყევი. შინ არ იყო და რა გადავცეთო – მე ვუთხარი, გადაეცით რომ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას ვუსურვებ-მეთქი. მდივანი გაგიჟდა, ყველა სათხოვარით მოდის და შენ მაგისთვის მოხვედიო (იცინის).
საინტერესო კიდევ იცით, რა არის? ტოტალიტარული სექტები ძალიან იყვნენ ჩემი ფენომენით დაინტერესებულნი. მეპატიჟებოდნენ სხვადასხვა დროს ლექციების წასაკითხად. ერთხელ სადღაც მიმიწვიეს – ახლა დაიშალა ეს სექტა და მისი ხელმძღვანელი ციხეშია. უცნაური სექტა იყო – ბევრი ოკულტური ნივთი, ეშმაკის თავები და ასეთი რაღაცები ეკიდათ კედლებზე. უფრო ახალგაზრდები იყვნენ, ხნიერები არ შემინიშნავს. შამანიზმს ასწავლიდნენ, ოკულტიზმს. რამდენიმე წევრმა დაანება სექტას თავი და ჩემთან დაიწყეს სიარული, მანამდე არც მშობლებთან კონტაქტობდნენ, არც არავისთან.
– იქნებ უშუალოდ წიგნზე ვისაუბროთ, რომელიც თქვენ ძალიან უცნაური და საინტერესო მეთოდით დაწერეთ. ამ წიგნმა შესაძლოა, ბერიას სიკვდილის ბევრ ბურუსით მოცულ ნიუანსს ახადოს ფარდა.
– ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ისტორია მაქვს. თქვენ, ალბათ, წიგნის სათაურმა დაგაინტერესათ, არა? მოხდა ისე, რომ ვისხედით ჩემთან სახლში, სტუმრები ჰყავდა ჩემს მდივანს – ნინა ნიკალაევნას, კერძოდ, კორესპონდენტები და მათ ჩემს შესახებ ესაუბრებოდა. როგორღაც მოხდა, რომ ჟურნალისტებს შესჩივლა, 5 წელი მასალას ვაგროვებდი ამ ადამიანზე, რომ წიგნი დამეწერაო. ვუთხარი, ნინა ნიკალაევნა, ალბათ კარგად არ მოინდომეთ შეგროვება, თორემ აქამდე დაწერდით-მეთქი. კი მაგრამ, თქვენ უფრო ადრე დაწერდით წიგნსო, მკითხეს – კი, რატომაც არა-მეთქი. ისე მოხდა რომ ზუსტად, იმ დროს ტელევიზორში ედუარდ რაძინსკი გამოდიოდა, ლავრენტი პავლოვიჩზე ლაპარაკობდა და ჟურნალისტებმა იდეა მომაწოდეს, წიგნი მასზე დამეწერა. ერთ კვირაში დავწერე ეს წიგნი! თან, ძალიან უცნაური მეთოდით – ალბათ, ძნელი დასაჯერებელიცაა. დიდი ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანის აზრი არასდროს იკარგება. ყველა დროის, შუა საუკუნეების, უფრო ადრეული – ანტიკური ხანის, აზრი იკრიბება და კოსმოსში მუდმივად არსებობს, იქ ტრიალებს. თუ ვინმე ძლიერ ტელეპათს შეუძლია, ამ აზრებს დაუკავშირდეს, ეს ჩვენ ძალიან წაგვადგებაო. სწორედ ამ გზით გადავწყვიტე, დამეწერა. რომ ვწერდი, თვითონ არ ვიცოდი, რას ვწერდი. მე ვწერდი და სხვა ასწორებდა. რაჟნოვა, არის ასეთი პედაგოგი, მომიტანდა ის და მაკითხებდა ჩემს ხელნაწერს გადაბეჭდილს. ხშირად ისე ხდებოდა,  აღარ მახსოვდა ჩემი ნააზრევი. წიგნი ედუარდ რაზუმოვსკის ფსევდონიმით გამოვეცი და სხვათა შორის, ისტორიკოსებმა და მკვლევრებმა, ვინც კი ნახა, ყველას ძალიან მოეწონა. მკითხეს, არქივის რომელ დოკუმენტებთან იმუშავეო, არადა არქივს საერთოდ არ გავკარებივარ. ცოტა მის ბავშვობაზე წერია, ცოტა ომზე და უმეტესად, მისი სიკვდილის დეტალებზე. არადა მისი პიროვნებით არასოდეს დავინტერესებულვარ. ერთი ჩემი მეგობარია კომუნისტების დროს ცეკაში მუშაობდა და ბეჭდვისა და საბუთების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. გაკვირვებული დარჩა, კი მაგრამ შენ პოლიტიკა არასოდეს გაინტერესებდა და ახლა მაგაში როგორ ერკვევიო? თვითონ არქივში შეუმოწმებია და ყველა დეტალი მთელი სიზუსტით დაემთხვა – ფაქტები, გვარები...
სიკვდილის დეტალებს რაც შეეხება, ალბათ თქვენთვისაც ცნობილია, რომ ცეკას პირველ მდივანს, ნიკიტა ხრუშჩოვს – საშინლად სძულდა ლავრენტი ბერია, თანაც ძალიან ეშინოდა მისი. ყველანაირი გზით ცდილობდა, თავიდან მოეშორებინა. მოხდა ისე, რომ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში აჯანყება დაიწყო და გადაწყვიტეს, დასაშოშმინებლად ლავრენტი პავლოვიჩი გაეგზავნათ, როგორც ავტორიტეტი. ბერია ჭკვიანი და ძლიერი კაცი იყო, შეეცადა ყველაფერი გაეთვალა და ითხოვა, მთელი ჯარი ციმბირში გაეშვათ სავარჯიშოდ, წვრთნის და მომზადების გასავლელად. მოსკოვში მარტო კრემლის დაცვა დარჩა და ამ დაცვასაც ქართველი, არსენ მეკოკიშვილი ხელმძღვანელობდა. ამიტომ, ბერია გულდამშვიდებული გაემგზავრა გერმანიაში. ამასობაში ხრუშჩოვი, მარშალი ჟუკოვი და ბულგანინი მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდნენ. გადაწყვიტეს, შერემეტიევოს აეროპორტში დახვედროდნენ ბერიას და ტრაპზევე დაეპატიმრებინათ. თუ წინააღმდეგობას გაუწევდა, ერთი გასროლით უნდა დაწყებულიყო დაპირისპირება კრემლის დაცვასა და ჯარს შორის. ბერიას თავისი აგენტურა ჰყავდა და თვითმფრინავში, აფრენამდე პილოტმა აცნობა, რომ მის დაპატიმრებას აპირებდნენ. თუმცა, ლავრენტი პავლოვიჩმა არ დაუჯერა, რადგანაც სამთავრობო დაცვის იმედი ჰქონდა – იფიქრა, ვინ გამიბედავსო. ტრაპთან 10 გენერალი იყო ჩამწკრივებული. ბერიას დანახვაზე ერთ-ერთი დაწინაურდა, ტრაპზე ავიდა და ბერიასთვის მოულოდნელად (რომელიც ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის მილოცვის მიღებას ელოდა) მას გაუსწორდა და განუცხადა: „ლავრენტი პავლოვიჩ, თქვენ დაპატიმრებული ხართ!” ბერიამ მაშინვე ამოიღო პისტოლეტი და გენერალს შუბლში სამი ტყვია დაახალა. ერთი გასროლა ნიშანი იყო, რომ სროლა უნდა დაეწყოთ და ჯარმაც ატეხა სროლა თვითმფრინავის მიმართულებით. კრემლის დაცვამ და ჯარმა ერთმანეთს სროლა აუტეხეს. მოხდა ისე, რომ ბერიას ბრმა ტყვია მოხვდა და ადგილზევე დაიღუპა. მაშინვე, სასწრაფო დახმარების მანქანა გაჩნდა, ლავრენტი პავლოვიჩი საკაცით ასწიეს და სახლისკენ გააქანეს. თუმცა, ყველაზე ადრე ბერიას სახლში ნიკიტა ხრუშჩოვი მივიდა – ბერია მკვდარი იყო და ყველას დაჭრილი ეგონა. მაგრამ, სიმართლე რა არის, იცით? ლავრენტი ბერიას ჰყავდა ორეული და ამის შესახებ მხოლოდ ხრუშჩოვმა იცოდა. რატომღაც ბერიამ სწორედ ნიკიტას უამბო ამ ორეულის შესახებ – ხრუშჩოვი ბერიას „ეპადხალიმებოდა” ხოლმე. მთელი ღამე ეძებდა ნიკიტა ხრუშჩოვი ბერიას ორეულს, რომელიც გამთენიისას სპეცდანაყოფების თანხლებით გაბინტული და კაპიუშონიან ლაბადაში გახვეული ბერიას სახლში მიიყვანეს. მეკოკიშვილმა, რომელსაც ცეკას მდივანი გენერლის ჩინს შეჰპირდა და მისმა ხალხმა ბერიას გვამი საიდუმლო ადგილას დამარხა. „ბერია” საკანში მოათავსეს და გაძლიერებული დაცვა მიუჩინეს. თუმცა, მალენკოვის და სხვათა გაკვირვებასაც იწვევდა ის, რომ ბერია, ცნობილი, როგორც ფიცხი, ძლიერი და ხისტი კომუნისტი, ჩუმად იჯდა, შეშინებული იყო და ყველაფერზე თანხმდებოდა. ნიკიტა ხრუშჩოვმა გადაწყვიტა აზერბაიჯანის ცეკას მდივნის, ბაგიროვის მოწვევა სასამართლო პროცესზე. ბაგიროვი და ბერია ერთხანს, მეგობრობდნენ, თუმცა ბაგიროვმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა პროცესზე – მეტი დამაჯერებლობისთვის ცრუ ბერიას ჰკითხა: „ლავრენტი, თუ ნამდვილად შენ ხარ, მეგრულად ერთი-ორი სიტყვა თქვიო”. განსასჯელი გაქვავდა, ცივმა ოფლმა დაასხა ბაგიროვსაც. მას შემდეგ აზერბაიჯანის ცკკპ-ს მდივანი აღარავის უნახავს. ბერიას ორეულს კი მიუხედავად ხრუშჩოვის დაპირებისა, სუროგატ ტყვიებს გესვრიან და არ დაგსჯითო, მაინც გაუსწორდნენ – დახვრიტეს, როგორც ნამდვილი ლავრენტი პავლოვიჩი.

скачать dle 11.3