კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეუკერა კრისტიან ლაკრუამ ნუცა შანშიაშვილს სპეციალურად, რამდენიმე ექსკლუზიური კოსტიუმი და როგორ აპირებს ის ქართული ეროტიკის ამერიკაში გატანას

 ქართველი ნიჭიერი მსახიობი, მომღერალი და მხატვარი, ნუცა შანშიაშვილი, უკვე წლებია, უცხოეთში ცხოვრობს. უფრო სწორად, მოგზაურობს, რადგან მისი კონცერტები ბევრ ქვეყანაშია წინასწარ დაგეგმილი. რამდენიმე დღეში ის „მილენიუმში“ გამოდის, სადაც დუდუკების ფონზე, ლაკრუას კაბებში გამოწყობილმა უნდა იმღეროს და თან, ამერიკელებს სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე, ახალი ქართული „ხილი“ – ეროტიკული ფილმები უნდა აჩვენოს.

ნუცა შანშიაშვილი: აქტიურად ვმუშაობ და ძალიან დატვირთული ვარ, რადგან რამდენიმე დღეში ძალიან საინტერესო და სანახაობრივად დატვირთული, ახალი სოლო კონცერტი მაქვს დაგეგმილი „მილენიუმში“. პროექტს დავარქვით „მზის სიმღერა“, სადაც წარმოვადგენ, ქართულ, ნაციონალურ დუდუკებზე აწყობილ  სიმღერებს. ვიმღერებ ასევე, ალექსანდრე ბასილაიას, ვასილ დუნაევსკის,  ვიქტორ ჩაიკას და ასე შემდეგ, ცნობილი კომპოზიტორების სიმღერებს.
– ყოველთვის გამოირჩევი შენეული, არაორდინარული და დახვეწილი ჩაცმის სტილით. ამჯერად, რაიმე სიურპრიზს ხომ არ გეგმავ კონცერტზე მოსული მაყურებლისთვის?
– რასაკვირველია. ამჯერად, კრისტიან ლაკრუას კოსტიუმებს მოვირგებ და იმით წარვდგები მაყურებლისა და მსმენელის წინაშე. ეს, აბსოლუტურად განსხვავებული შოუა, სადაც, პლუს, დიდ ეკრანზე ვაჩვენებთ, ამერიკელი მაყურებლისთვის, შოთა კალანდაძის ფილმებს. წარმოიდგინეთ, ქართული ეროტიკა „მილენიუმში“. ასევე, შოთიკოს გადაღებული აქვს შედევრები, სადაც მონაწილეობენ ლეგენდარული ქართველი მსახიობები. კახი კავსაძე და სოფიკო ჭიაურელი. ანუ, ეს იქნება, ქართული  ხელოვნება პლუს ეროტიკა ამერიკაში. გამოგიტყდებით და, მეც გულისფანცქალით ველოდები ამ შოუს შედეგებს.
– ცოტა წარმოუდგენელია, მთლიანობაში აჟღერებული ლაკრუა, ქართული ეროტიკა და დუდუკები. არ მეთანხმები?
– კრისტიან ლაკრუას კოსტიუმები სპეციალურად ჩემთვისაა შექმნილი. კონცერტის განმავლობაში ეკრანზე გავა ფილმის კადრები, ხოლო მე ვიმღერებ დუდუკებზე შექმნილ სიმღერებს. ეს მთლიანობაშია ჩამჯდარი და ვფიქრობ, უცხო, არაორდინარული და სანახაობრივად საინტერესო შოუ გამოვა.
– იმაზე თუ გიფიქრია, ამერიკელები როგორ მიიღებენ ქართულ დუდუკებს და ეროტიკას?
– ბროდვეიზე, შარშან რომ მქონდა კონცერტი, იქ შევასრულე დუდუკებზე სიმღერა, ჯაზში იმპროვიზირებული. ეს ახალი ხედვა იყო და მსმენელმაც კარგად აღიქვა და მიიღო. ეს შოუ კი ყველა ეროვნებაზეა გათვლილი, რადგან მოვლენ ქართველებიც, უკრაინელებიც, ამერიკელებიც და სხვადასხვა ერის წარმომადგენლებიც. შოთას ფილმები მათთვის სანახაობრივად ახალი „ხილი“ იქნება. ვერ გეტყვით, ამას როგორი შეფასებები მოჰყვება, რადგან, ასე თუ ისე, ჩემს შემოქმედებას და დუდუკებზე სიმღერას მეტ-ნაკლებად იცნობენ ამერიკაში, ამ რეჟისორის სახელი კი პირველად უნდა გაჟღერდეს. რამდენიმე ახალგაზრდა ამერიკელ კინოკრიტიკოსს ვაჩვენე შოთიკოს ფილმები და მითხრეს, თანამედროვე ხედვა ჩანს და საინტერესოაო. ამ შოუზე, ბევრი პროფესიონალი მუშაობს და დუდუკი, ლაკრუა და შოთიკოს ფილმები ისე კარგადაა მორგებული ერთმანეთს, ვფიქრობ, მოწონებას დაიმსახურებს. ბევრი მეგობარი მყავს აქ, ვინც საღი, კრიტიკული თვალით მიადევნებს ამ კონცერტს თვალს და მათი აზრის მოსმენა ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება. სხვათა შორის, დედაჩემი, მზია მაღლაკელიძეც ჩამოვიდა თბილისიდან და ძალიან გამახარა. თან, დღეს დედას დაბადების დღეა და უფრო მეტად მიხარია, ასეთ დღეს მის გვერდით რომ ვარ. (ინტერვიუ ჩაწერილია 29 მაისს – ნონა დათეშიძე) ახლახან შემოვედით სახლში, ოკეანის ნაპირზე ვისეირნეთ. ცოტას დავისვენებთ, გამოვიპრანჭებით და რესტორანში აღვნიშნავთ დედას დაბადების დღეს. ყოველ საღამოს ოკეანის სანაპიროზე სეირნობა ჩემთვის ყველაზე დიდი განტვირთვა, დადებითი ემოციებითა და ენერგეტიკით დატვირთვაა. მიყვარს მზის ჩასვლის ყურება, რადგან ველოდები მის ამოსვლას. წყალი, ქვიშა, ოკეანე კი  ჩემი სტიქია და ჩემი სულის ადგილია. როცა მზე ჩადის და ვდგავარ ოკეანის ცხელ ქვიშაზე ფეხშიშველი, ვგრძნობ, რომ ღვთაებრივი ენერგიით ვივსები. ამ დროს, სხვანაირად მინდა სიმღერაც, ხატვაც, ფიქრიც... მოკლედ, დატვირთული კი ვარ, მაგრამ, დედისთვის სულ მცალია და ეს ადამიანი ჩემთვის ყველაზე მთავარია დედამიწის ზურგზე. გუშინ მთელი ღამე დავდიოდით მანქანით, ნიუ-იორკი მოვატარე, სად არ ვიყავით – ბროდვეიზე, ღამის კლუბებში...
– თუ საიდუმლო არ არის, რა აჩუქე დედას დაბადების დღეზე?
– დედას დაბადების დღეზე ულამაზესი, კრისტიან ლაკრუას მოსასხამი ვაჩუქე და ისე მოეწონა, მეუბნება, ამას შენს კონცერტზე, „მილენიუმში“ ჩავიცვამო (იცინის).
– ნუცა, საკმაოდ გრძელი გვარი გაქვს, რომლის გამოთქმაც უცხოელებს უჭირთ. არასდროს გიფიქრია მისი შეცვლა?
– როგორ არ მიფიქრია. მინდოდა, უცხოეთში ნუცა შან ვყოფილიყავი, მაგრამ მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ყველა ნუცათი მომიხსენიებს და გვარს იშვიათად ამბობენ. ამიტომ, თავი შევიკავე. გეთანხმებით, შანშიაშვილის გამოთქმა რთულია, მაგრამ მარტო სახელით მომმართონ – ნუცა, არ მეწყინება (იცინის). ისე, ნუცა შანიც კარგად ჟღერს.
– ამერიკაში უკვე მეორე სოლო კონცერტს აკეთებ. ხომ არ ფიქრობ, იგივე შოუს საქართველოში ჩამოტანას?
– ძალიან მინდა, მაგრამ ჯერ ვერ ხერხდება. ისე, იდეაში მაქვს, საქართველოში ჯერ ბროდვეიზე გამართული კონცერტი ვაჩვენო და მერე „მილენიუმში“ დადგმული შოუ. ვნახოთ, როდის მოვახერხებ. ისე, ვიცი, ეს რომ მოხერხდეს, ნამდვილი სასწაული მოხდება ფილარმონიაში. სხვაგან ვერც წარმომიდგენია, ამ კონცერტების წარდგენა. ჩემთვის ფილარმონია, საუკეთესო ადგილია, სადაც სიამოვნებით გამოვალ და ვიმღერებ კრისტიან ლაკრუას კოსტიუმებში ჩაცმული. სულ ვფიქრობ, მე რომ საქართველოში დავრჩენილიყავი და არ წავსულიყავი უცხოეთში, ვინ ვიქნებოდი – უბრალო მეოჯახე ქალი, მხატვარი, მომღერალი თუ მსახიობი, ან უბრალოდ, უსაქმური... წარმოდგენაც არ მაქვს. ისე, ზუსტად ვიცი, რომ არა მომღერალი, აუცილებლად მხატვარი ვიქნებოდი. ამაში ეჭვი არ მეპარება. სიზმრებში, სულ თბილისის ხედებს ვხატავ და ვიყურები ოკეანის მიღმა, სადაც ჩემი მოგონება, სიყვარული, წარსული და აწმყო –  საქართველოა.

скачать dle 11.3