ორი მესამეკურსელი საუბრობს: – ეჰ‚ პირველ კურსზე არც ერთი ლამაზი გოგო არ ჩანს... – ქულები ნახე? წელს მაგარი კონკურსი იყო... მაინცდამაინც ყველა ჭკვიანი მოხვდა...
***
– ბინას ვეძებ... ქირით... ცოტა იაფად...
– კი მაგრამ‚ რატომ‚ შენ ხომ მეგობართან ერთად ცხოვრობ და ბინის ქირასაც ინაწილებთ?
– ის ჩემი მეგობარი მატარებლის გამცილებელია. როცა სახლში უწევს ყოფნა‚ ღამით მაიძულებს‚ მისი საწოლი ვარწიო‚ შევწყვეტ თუ არა‚ იღვიძებს და ტუალეტის კარს კეტავს... ჰოდა, მარტო მინდა ვიცხოვრო...
***
ყველა ანალური და ორალური სექსითაა დაკავებული‚ მარტო მე და ჩემი ცოლი ვართ ბანალური და მორალური.
***
– მისტერ ჰოლმს‚ როგორ მიხვდით‚ რომ მე ველოსიპედისტი ვარ?
– თქვენ ოდნავ მოხრილი ძლიერი ფეხები გაქვთ‚ ვიწრო თეძოები‚ თქვენი ინტონაცია იმაზე მეტყველებს‚ რომ ხშირად განიცდით ორგაზმს და, რაც მთავარია‚ ჩემს კაბინეტში ველოსიპედით შემოხვედით...
***
ორი დაქალი ხვდება ერთმანეთს:
– იცი‚ გუშინ ჩემი ყოფილი ქმარი იყო და... მეგობრული სექსი გვქონდა...
– ჰო, გასაგებია‚ ესე იგი‚ ცოლ-ქმარი რომ იყავით‚ მაშინ მტრული სექსით იყავით დაკავებული...
***
მიხომ ცოლი შეირთო და მეორე კვირას ქალაქში წავიდა‚ პატარძალი კი მიტუას ჩააბარა‚ მიხედეო... მარწყვი და კიტრი გაყიდა და შინ ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა. თავის ეზოში მიტუა შეხვდა და ჰკითხა:
– აბა‚ რას აკეთებდით ჩემ არყოფნაში? თუმცა რად გინდა‚ ისედაც ვიცი.
– იცი? მაშინ, მითხარი‚ ჩვენ ხო ვართ ძმაკაცები?
– მააშ!
– ესე იგი‚ არ გცოდნია...
***
– ვანუა‚ წუხელა „ვიაგრა“ ხომ არ დალიე?
– არა‚ საიდან მოიტანე‚ ჯო...
– რა ვიცი, ამ დილას შენი ცოლი შემხვდა‚ მაყვალა... ისეთი ბედნიერი იყო‚ პირდაპირ, ბრდღვიალებდა... ეგეთი არასდროს მინახავს.
***
შემჩნეულია‚ რომ მონეტა მაშინ გამოდის ხმარებიდან‚ როცა დაგივარდება და ასაღებად არ დაიხრები.
***
ორი ჯენტლმენი პაბში ზის და საუბრობს:
– მოწყენილი მეჩვენები...
– ეჰ‚ ცოლს სხვა მამაკაცთან შევასწარი...
– მერე‚ ესაუბრე? ეჩხუბე?
– არა‚ მასთან საუბარს ნამდვილად არ ვიკადრებდი... მივახვრიტე!
***
– მიტო‚ ასი დოლარი მასესხე...
– როდის დამიბრუნებ‚ რო?!
– პატიოსანი კაცის სიტყვას გაძლევ‚ თვის ბოლოს მოგიტან.
– მაშინა‚ საღამოს მოდით შენ და ის პატიოსანი კაცი და მოგცემ...
***
– სულ მეჩხუბები‚ არ გიყვარვარ, შტერს მეძახი, რატომღა შემირთე?
– მაგრად შევცდი.
– მაშ‚ რატომ არ მშორდები?
– სად ვიპოვი სხვა შტერს?..
***
რაც საჭესთან მთვრალ მდგომარეობაში ჯდომისთვის მკაცრი კანონი შემოიღეს‚ სვანები მანქანას ფეხზე დამდგარი ატარებენ...
***
ტიპი ელექტრონული ფოსტის პაროლის შეყვანისას ისეთ აზარტში შევიდა‚ რომ სამი დეტექტივი დაწერა.
***
– ეს ის არ არის‚ რასაც ფიქრობ‚ უბრალოდ‚ ამ ქერათმიან ქალბატონს ჭადრაკს ვეთამაშებოდი... გახდაზე...
***
საგონებელში ჩაცვივდნენ რუსი ექიმები – ვერაფრით დააშორეს ერთმანეთს სიამის ტყუპები... რა ხერხი არ გამოიყენეს, მაგრამ, პრეზიდენტ-პრემიერმინისტრი განუყოფლები აღმოჩნდნენ.
***
– მამი‚ მიყიდე მაიმუნი, რა!
– გაგიჟდი? რა მაიმუნი‚ რა უნდა ვაჭამოთ?
– ზოოპარკიდან მიყიდე‚ იქ ხომ აწერია, მაიმუნებს არაფერი აჭამოთო.
***
ასტროლოგიით ვარ გატაცებული‚ ვწევარ დივანზე‚ სამყაროს ვათვალიერებ – ვარსკვლავებს ცაზე... მაგრამ, აი‚ მოვიდა ცოლი... სახიდან საწური ამაცალა და შუქიც ჩააქრო...
***
– ასეთი მწირი შემოსავლით როგორ იყიდეთ ორი ბინა ქალაქის ცენტრში‚ აგარაკები ზღვაზე და მთაში‚ ძვირფასი მანქანები?
– ეკონომიას ვეწევით‚ ბატონო გამომძიებელო‚ საკუთარ თავს ყველაფერზე უარს ვეუბნებით...
***
– დედა‚ რა მოხდა? ადრე შენ და მამა რომ იჩხუბებდით‚ შეხვიდოდით საძინებელ ოთახში და იქიდან სიცილით გამოდიოდით. ახლა კი, როცა ჩხუბობთ‚ შედიხართ საძინებელში და იქიდან ისევ ჩხუბით გამოდიხართ...
– ეს იმიტომ‚ შვილო‚ რომ, ის, ვინც გვარიგებდა‚ მოკვდა...
***
– საღამოს‚ როცა დასაძინებლად მიდიხართ‚ ყველა უსიამოვნება კარს უკან დატოვეთ...
– ექიმო‚ თქვენ ფიქრობთ‚ ჩემი ცოლი დამთანხმდება‚ რომ კიბეზე დაიძინოს?!
***
მიხო კვდება და მაროს დაუძახა.
– უნდა მაპატიო‚ მარო‚ გღალატობდი... შენს დასთანაც გიღალატე‚ მეზობლებთანაც‚ შენს დაქალებთანაც, დედაშენთანაც...
– ჰოდა‚ მაგიტომაც გისტუმრებ იქით...