კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2001 წლის 24 ივნისს, დილის 7-დან 8 საათამდე. რა არის მისი კოსმიური მისია დედამიწაზე და რომელი პროფესია უნდა აირჩიოს სამომავლოდ, რომ წარმატებებს ადვილად მიაღწიოს?
პასუხი: დედამიწაზე თქვენი შვილის კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. უნდა შექმნას სტაბილური საოჯახო, სანათესაო კავშირი; სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია; უნდა დაეყრდნოს ინტუიციას, დაიცვას საიდუმლო; უნდა იყოს სამშობლოს პატრიოტი, ემსახუროს მას; დაიცვას ტრადიციები და ადათ-წესები; უნდა შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება ორგანიზაციებსა და კერძო პირებს შორის; დაეყრდნოს ოპტიმიზმს, აქტიურობას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის წარმატების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი; ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პედიატრია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო სფერო, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, პროფესიონალური დიპლომატია ან ტურიზმი.
კითხვა: დავიბადე 1975 წლის 21 თებერვალს, დილის საათებში. გთხოვთ, მიპასუხოთ, რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი: თქვენი კოსმიური მისიაა, მუდმივი კავშირი გქონდეთ უცხოეთთან. თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეძლებთ იქ ცხოვრებას, ეს სასიკეთოდ წაგადგებათ მომავალში. სამშობლოში კი, გირჩევთ, იმუშაოთ უცხოურ ფირმაში ან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი უცხოეთთან – ეს თქვენთვის წარმატების მომტანია. ასევე, უნდა იყოთ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება; გამოავლინეთ ლიდერულ-ორგანიზაციული თვისებები, მებრძოლი სულისკვეთება. დაეყრდენით ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, იყავით კომუნიკაბელური. ეს ყოველივე თქვენი კოსმიური მისიაც არის და ცხოვრებაში წარმატების მომტანიც.
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 17 მაისს, დილის 6 საათიდან 7-ის ნახევრამდე. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი ცხოვრებაში?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია არ არის, თუმცა, არც ცუდია. იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა ნამდვილად გიღირთ. რაც შეეხება ქვეყნებს, თქვენთვის მისაღებია: პორტუგალია, ბრაზილია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, პაკისტანი, კუნძული მალტა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, ჩრდილო და დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, ინგლისის დასავლეთი ნაწილი, კანადა, საბერძნეთი, კუნძული სარდინია, ნორვეგია.
კითხვა: დავიბადე 1990 წლის 19 იანვარს, ღამის 3 საათზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები ასტროლოგიური კუთხით?
პასუხი: თქვენთვის კარგია და მისაღები: დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო-ვიდეო სისტემები, სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი, შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო-საგამომგონებლო საქმე, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, პედიატრია. 
კითხვა: დავიბადე 1978 წლის 17 იანვარს. რომელ უცხო ქვეყანაში მელის წარმატება?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კოსმიური მისია ნამდვილად არ არის, ანუ ის თქვენთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი უკეთესია: ინგლისის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, კუნძული სარდინია, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, უელსი, ნორვეგია, იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია. ეს ქვეყნები წამოწიეთ წინა პლანზე.

скачать dle 11.3