კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ჯავახიანი
ჯავახიანი მცირერიცხოვანი გვარია. ფუძებიდან – ჯავახი, ჯავახა  რამდენიმე ქართული გვარ-სახელია ნაწარმოები. თითოეულ მათგანს საფუძვლად უდევს ეთნონიმი ჯავახი.
ჯავახ აფაქისძე მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში.
ფუძიდან ჯავახ ნაწარმოებია ძველ საქართველოში ერთ-ერთი წარჩინებული საგვარეულო ჯავახიშვილი, ჯავახიშვილ-გამრეკელი;
ქართლური ჯავახიშვილების წინაპრები გამრეკელ-თორელნი ყოფილან, რომლებიც მეთორმეტე საუკუნეში გადმოსახლებულან ჯავახეთიდან ქართლში, სოფელ ხოვლეში.
მეჩვიდმეტე საუკუნემდე ეს გვარი უტარებიათ, შემდეგ კი, წინანდელი ადგილსამყოფლის მიხედვით, ჯავახიშვილად წოდებულან.
ჯავახიანი საჯავახიანოს წაბაძვით შექმნილ გვარად ჩანს. გვარში შემორჩენილი გადმოცემით, გვარის ნაწილი იმერეთში გადასულა, კერძოდ, ზესტაფონში, პირველ სვირში და გვარად აუღიათ ჯავახიანი, მეორე ნაწილი – ქუთაისში (ქვიტირი), ჯავახაძის გვარით, ნაწილი კი ბაღდათში წასულა და იქ ჯავახიებად ჩაწერილა.
საქართველოში 21 ჯავახიანი ცხოვრობს: ზესტაფონში – 14, მარნეულში –  4, სამტრედიაში  – 3.
ცეცხლაშვილი
გვარში ცეცხლაშვილი ფუძედაა გამოყენებული სიტყვა ცეცხლი, საიდანაც მიღებულია საკუთარი სახელი ცეცხლა.
ცეცხლაშვილი ცეცხლაძეებიდან „ატყორცნილ“ გვარად ჩანს. ცეცხლაძეები ცხოვრობენ აჭარაში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში, თბილისში, ქობულეთში და სხვაგანაც. საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის ცეცხლაძეები 42-ე ადგილზე არიან.
იოანე ბაგრატიონი წიგნში „შემოკლებული აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა ოჯახებისა, რომლებიც შეტანილი არიან ტრაქტატსა შინა“, იოანე ბაგრატიონი ცეცხლაძეებს აზნაურებად მოიხსენიებს.
ცეცხლაძეები არიან იმერეთშიც. საგვარეულოს ისტორიული სოფელია ხინო, რომელიც აჭარასა და გურიის საზღვარზე მდებარეობს; სამეგრელოში კი ეს გვარი გვხვდება სოფლებში: პატარა ფოთი და ეწერი.
ცეცხლაძეები, ასევე, გვხვდებიან 1781 წლის ქსნის ხეობის აღწერაში.
კახეთის ხალხის აღწერის მეთვრამეტე საუკუნის პირველი მეოთხედის დავთარში კი დაფიქსირებულები არიან ცეცხლაშვილები: „შილდას ნეკრესელის ყმა გოშფარ ცეცხლაშვილი, გიორგი ცეცხლაშვილი და ივანე ცეცხლაშვილი.“
საქართველოში 91 ცეცხლაშვილი ცხოვრობს: თელავში – 18, თბილისში – 9, ბათუმში – 7. არიან სხვაგანაც.
მახვილაძე
მახვილაძეები ამირეჯიბთა გვარისანი არიან და ისინი იოანე ბაგრატიონს შეყვანილი ჰყავს „საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა” სიაში. ის წერს: „აზნაურ მახვილაძეთა წინაპარი იყვნენ მონათესავენი ამირეჯიბთა და ესახლდნენ ჯავახეთის კერძო მთისა, მახვილად წოდებულსა, რომლისა გამო გაუგვარდათ ესე სახელი მახვილეობა და დროსა ერეკლე მეფისასა, ცედანს სოფელს მოვიდნენ და დაეშენნენ სურამის, კერძოდ და მუნიდგან გაუგვარდათ გვარი მისი სახელისა გამო და არიან მოხსენიებული ტრაქტატსა შინა. ხოლო რომელნიმე ამათ გვარი ჰსცხოვრობდენ როსიისა შინა და სხვანი ქართლსა.”
„მახვილაძე ბათიაშვილების გაყრის დროს ერგო გერმანოზსა და მის ძმებს” (1523 წელი).
1840-იან წლებში მახვილაძეები ცხოვრობდნენ იმერეთის შემდეგ სოფლებში: გეგუთი, გოდოგანი, მანდიკოსი, ღვანკითი, ჭყეპი, ხონი, ჯონია.
საქართველოში 547 მახვილაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 175, თბილისში – 144, ტყიბულში – 125. არიან სხვაგანაც.
ბოცვასძე (ბოცვაძე)
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბოცვა, ბოცუა, ბოცოვა.
ინაია ბოცვასძე მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში.
ბოცვასძეთა სახლი დიდად დაახლოებული იყო ლაშა-გიორგისთან. ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს, რომ განძის ომში, რომელიც გადაიხადა ახალგაზრდა ლაშა-გიორგიმ მეფობის პირველ წლებში, ბრძოლაში მისი უშუალო თანმხლები და მცველნი იყვნენ ყვარყვარე ჯაყელის ვაჟი ბექა, გურკალელი ბაბიდა და ბოცო ბოცვასძე. მემატიანე ბრძოლის ერთ ეპიზოდს ასე აღწერს: „თვით მეფე ლაშა წინა მიეტევა მხნედ და ძლიერად, თვით გოლიათი მკლავითა სვიანითა, რომლის თანა წინამბრძოლობდეს ძლიერად ყვარყვარე ჯაყელის შვილი ბექა, ბაბიდა გურკალელი, ბოცო ბოცოისძე, ძმა მემნარი, რამეთუ ესენი წინა განაწესეს“.
საქართველოში 576 ბოცვაძე ცხოვრობს: სამტრედიაში – 141, თბილისში – 109, ჩოხატაურში – 48. არიან სხვაგანაც.
ვეციკაშვილი 
ვეციკაშვილის გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ვეციკა.
„ვეციკას ჰყავს შვილები: ანტონა, ნექონა, ნიკოლოზა და ხეჩუმა ვეციკაშვილები. მან იყიდა სანასარასაგან ფშანის პირს, ამირათ გოზალბეგათ მიწის ბოლოს მამული“ (1547 წელი).
„ვეციკაშვილისეული მიწა დამპალაში ერანა გოგინაშვილმა მიჰყიდა ზურაბ თუმანიშვილს 1675 წელს“.
ვეციკაშვილთა საგვარეულო სახელი იყო ვეციკა და ანტონა. ვეციკამ აწარმოა გვარი ვეციკაშვილი, ხოლო ანტონამ კი – ანტონაშვილი.
„ვეციკაანთ ანტონა – შვილი ვეციკაანთ ანტონასშვილ სარგისასი. ვეციკაანთ გიორგი, სიმონა და მიქელა“.
საქართველოში 26 ვეციკაშვილი ცხოვრობს: თბილისში –  14, მცხეთაში –  4, საგარეჯოში –  8.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3