კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ მოვუარო ეგზაკუმს და იოლად ეგუება თუ არა ის ოთახის პირობებს?
პასუხი: ამ მცენარეს არ მოაკლოთ სინათლე,  მაგრამ, შუადღის მზეს აუცილებლად მოარიდეთ. მისთვის კარგია ოთახის ტემპერატურა. გამოსაზამთრებლად მინიმუმ 11 გრადუსი მაინც სჭირდება. ზრდის მთელი სეზონის განმავლობაში მიწა ტენიანი უნდა იყოს. ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. დამჭკნარი ყვავილები რეგულარულად მოაშორეთ და ყვავილობის პერიოდი გაუხანგრძლივდება. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი ტენი სჭირდება ეგზაკუმს. თუ ბინაში მშრალი ჰაერია, ეგზაკუმიანი ქოთანი სველკენჭებიან ლანგარზე დადგით. ის იოლად ეგუება ოთახის პირობებს და ბინაში ამყოფეთ ნათელ ადგილას. შეგიძლიათ, მისი თესლი ადრიან გაზაფხულზე ჩათესოთ და თვითონვე გაახაროთ, მერე კი გადარგოთ, თუმცა, თუ ეს გეძნელებათ, ჯობია, ზრდასრული მცენარე შეიძინოთ.
კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო ყოჩივარდა და როგორ მოვრწყა ის წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?
პასუხი: ყოჩივარდა სიგრილის მოყვარულია. იმისთვის, რომ დიდხანს იყვავილოს, ამყოფეთ ის 13-18 გრადუსზე. მანამ ნუ მორწყავთ, სანამ ფოთლები ცოტათი არ მოიწყენს. მორწყვისას ქოთანი წყლიან ჯამში ჩადგით და 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ კი დაწრიტეთ. სამ კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ. აყვავილების შემდეგ თანდათან შეამცირეთ მორწყვა, სანამ ფოთლები გაყვითლდება. ზაფხულის ბოლოს ან ადრიან შემოდგომაზე ბოლქვი გადარგეთ. ამ დროს მიწა ტენიანი უნდა იყოს მანამ, სანამ მცენარე ზრდას დაიწყებს, შემდეგ კი ჩვეულებრივ მორწყეთ.
კითხვა: პრეტენზიული მცენარეა თუ არა ცისუსი და როგორ გავახარო ის ბინაში?
პასუხი: ცისუსი ყველანაირ პირობას ადვილად ეგუება. მას სჭირდება სინათლე, ოღონდ, შუადღის მზე არ უნდა ხვდებოდეს, თორემ, ფოთლები დაეწვება. გაზარდეთ ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე, 18-24 გრადუსზე, ზამთარში კი მისთვის მინიმუმ 12 გრადუსია მისაღები. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი წყალი სჭირდება ცისუსს, ამიტომ, გაზაფხულზე და ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, რეგულარულად მორწყეთ, ზამთარში კი, თუ ტემპერატურა დაბალია –  შედარებით იშვიათად. ზედმეტად წამოზრდილი ყლორტები მოაჭერით ნებისმიერ დროს, მთლიანად გასაკრეჭად კი გაზაფხულამდე მოიცადეთ. ზრდის პერიოდში ნიადაგი თვეში ერთხელ გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. მისთვის სასურველი ადგილი გრილი ოთახია.
კითხვა: თუ შეიძლება „ბედნიერების ხის“ მზეში დადგმა და რა სიხშირით მოვრწყა ხოლმე?
პასუხი: თქვენ ალბათ „ბარაქის ხეს“ გულისხმობთ. ის ოთახის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე მცენარეა. მისი ხორციანი ფოთლები შიგნით წყალს ინახავს და მცენარეს აცოცხლებს, თუ მორწყვა დაგავიწყდებათ. ამ მცენარის მთავარი მტერი ზედმეტი წყალია, ამიტომ, ეცადეთ ხშირად არ მორწყათ. ზაფხულში მცენარეს ნიადაგი რეგულარულად გაუნოყიერეთ, ამ დროს მიწა ტენიანი უნდა იყოს. წელიწადის ამ სეზონზე დააკვირდით ხოლმე, თუ მისი მიწა ტენიანი არ არის, აუცილებლად მორწყეთ, რომ მცენარემ ხმობა არ დაიწყოს. „ბარაქის ხისთვის“ აუცილებელია კარგი განათება, განსაკუთრებით – ზამთარში. მას არგებს რამდენიმე საათით მზეზე ყოფნაც, მაგრამ, თუ თქვენ „ბარაქის ხის” კალამი ახალი ჩარგული გაქვთ მცენარის გასამრავლებლად, ამ დროს მზეზე არ დადგათ, უბრალოდ, მოათავსეთ განათებულ ადგილას და ტენი არ მოაკლოთ. თუ თქვენ „ბედნიერების ხეს“ სხვა მცენარეს უწოდებთ, მოგვწერეთ მისი ზუსტი სახელწოდება და აუცილებლად მოგაწვდით სრულ ინფორმაციას.

скачать dle 11.3