კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიკარგა 2002 წელს კანადაში წასასვლელად თურქეთში ჩასული 33 წლის ქალბატონი და ვინ ეძებს მას თბილისიდან

43 წლის ეკატერინე ვალერიანის ასული გოდერძიშვილი ეძებს 43 წლის ხათუნა ალექსანდრეს ასულ იასეშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 43 წლის ხათუნა ალექსანდრეს ასულ იასეშვილს. მე და ხათუნა ბავშვობის მეგობრები ვართ, ერთად ვსწავლობდით თბილისის ¹12 საშუალო სკოლაში (ნახალოვკაში). 2002 წელს ხათუნამ სამუშაოდ კანადაში წასვლა გადაწყვიტა და ამისთვის სახლიც კი გაყიდა. კანადაში ის თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში მდებარე საელჩოდან უნდა წასულიყო, მაგრამ, მას შემდეგ მასზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ძალიან მაწუხებს მისი ბედი. გთხოვთ, დამეხმაროთ მის მოძებნაში, რადგან მას არავინ ჰყავს ახლობელი. ის დედისერთაა, მშობლები კი დიდი ხანია, რაც დაეხოცა.
– გვიამბეთ, რა მოხდა, როგორ დაკარგეთ მეგობრებმა ერთმანეთი?
– ხათუნა ჩემი ბავშვობის მეგობარია, ჩვენ ერთად გავიზარდეთ და სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით. ხათუნა დაბადებულია 1969 წლის 29 ივნისს, თბილისში. ხათოს დედას ლილი ერქვა, მამამისი კი საკმაოდ ასაკოვანი კაცი იყო, ომის ვეტერანი (მახსოვს, სკოლაშიც კი სულ მედლებით მოდიოდა). ხათუნას მშობლები გარდაიცვალნენ. ჯერ ლილი დეიდა გარდაიცვალა, ეს მოხდა 1988 წელს, მაშინ ხათუნა 19 წლის იყო, შემდგომ კი მამაც დაკარგა. ხათო დედისერთა იყო, მამამისისთვის ეს მეორე ოჯახი იყო. პირველ ცოლთან მას უკვე ჰყავდა ქალ-ვაჟი, მაგრამ ხათუნასთან მათ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ. ხათუნა ძალიან ხშირად მოდიოდა ჩემთან, შეიძლება ითქვას, ის სანახევროდ ჩვენს სახლშია გაზრდილი. ჩვენ მართლაც არაჩვეულებრივი მეგობრობა გვქონდა. 2002 წელს ხათუნამ სამუშაოდ კანადაში წასვლა გადაწყვიტა და ამისთვის საკმაოდ დიდი სახლიც კი გაყიდა, რათა ფული მოეგროვებინა.
– მაინც, რა გზით აპირებდა ის საქართველოდან კანადაში წასვლას?
– მოგეხსენებათ, იმ დროს საკმაოდ ხშირი იყო ფულის სანაცვლოდ ვინმეს წაეყვანე (ან მოეგვარებინა შენი წასვლა უცხოეთში) და იქ დაესაქმებინე. ხათუნასაც სწორედ ასეთ ადამიანთან ჰქონდა საქმე, რომელიც მას კანადაში ჩაყვანას შეჰპირდა. ვიცი, რომ ხათუნა ჯერ თურქეთში უნდა ჩასულიყო (ქალაქი არ ვიცი), იქიდან კი, კანადის საელჩოს მეშვეობით, წასულიყო კანადაში. მას შემდეგ მე მასზე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია.
– თბილისში თუ ჰყავს ხათუნას ვინმე ნათესავი, რომელმაც, შეიძლება, რამე იცოდეს მის შესახებ?
– როგორც ვიცი, მას აქ არავინ აღარ ჰყავს. როგორც გითხარით, ის დედისერთაა, მშობლები კი, რა ხანია, ცოცხლები აღარ არიან. მახსოვს, ხათუნას ჰყავდა დეიდა და დეიდაშვილი ნუკრი, მაგრამ, ის ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. დეიდამისიც აღარაა ცოცხალი.
– აქამდე თუ ეძებდით მეგობარს?
– სულ მაწუხებდა  ხათუნას ბედი და მის ყოფილ სახლშიც კი ვიყავი. მეზობელი ვნახე და ვკითხე, რამე ხომ არ გაუგია ხათუნას შესახებ, მაგრამ, მან არაფერი იცოდა. ვდარდობ, რადგან, ვერ წარმომიდგენია, რომ მას ჩემთან არ დაერეკა, წერილი არ მოეწერა ან რამენაირად არ მოეწვდინა ჩემთვის ხმა.
– იმ პიროვნებაზე თუ არის რამე ცნობილი, ვინც თქვენს მეგობარს წასვლაში ეხმარებოდა?
– ნამდვილად არაფერი ვიცი მის შესახებ და სწორედ ეს მადარდებს. არავისთვის არ არის უცხო, რომ ხშირად სწორედ ამ გზით ხდება ადამიანების მოტყუება, ხათუნამ კი, როგორც გითხარით, საკმაოდ დიდი სახლი გაყიდა იმისთვის, რომ საბუთები შეეგროვებინა კანადაში წასასვლელად.
– ბუნებით როგორი ადამიანია ხათუნა და წასვლის პერიოდში ჰქონდა თუ არა ოჯახი?
– არა, ის დასაოჯახებელი იყო. ბუნებით კი ძალზე მიამიტი ადამიანია, ყველასი სჯერა და უსაზღვროდ გულკეთილია. წასვლის პერიოდში ის 33 წლის იყო. ძალზე ლამაზი გოგოა, ქერათმიანი, მაღალი, თეთრი პირისახის და ცისფერთვალება. სამწუხაროდ, მე დაზუსტებით არც კი ვიცი, სად უნდა ვეძებო – თურქეთში თუ კანადაში.
– ხათუნას წასვლის, ანუ 2002 წლის შემდეგ, როდესაც ის ბოლოს ნახეთ, მისამართი ან სახლის ტელეფონი ხომ არ შეგიცვლიათ?
– არ შემიცვლია არც საცხოვრებელი მისამართი და არც სახლის ტელეფონი. ამჟამად ხათუნასთვის მობილური ტელეფონის ნომერია მხოლოდ უცნობი, თორემ, სახლის ნომერიც და ჩემი მისამართიც მან კარგად იცის. საქართველოში მას ერთხელ მაინც რომ დაერეკა, წესით, მე დამიკავშირდებოდა.
– მაინც, რას ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ამდენი წლის განმავლობაში  არც ერთხელ არ დაგკავშირებიათ?
– არ ვიცი, რა ვიფიქრო. ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ხათოს შესახებ არაფერი გამიგია. დიდი იმედი მაქვს, რომ ის კარგად არის და, ის, რომ მე არ დამკავშირებია, უბრალო შემთხვევითობის ბრალია. მინდა, მჯეროდეს, რომ ის კარგადაა და ცუდი არაფერი შეემთხვა.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3