კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიხსნა ცნობილი ქართველი ქურდის მკვლელობის საქმე

ანონიმური ზარი
გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ცნობილი კანონიერი ქურდი, მეტსახელად „ჯიჯი“ მოკლეს. მისი ნახევრად გახრწნილი ცხედარი რიონმა გამორიყა ნაპირზე და მეთევზეებმა ამოათრიეს. ჯიჯი ორი კვირის დაკარგული იყო და შინაურების გარდა მას ქურდებიც ეძებდნენ. 32 წლის განაბი ბევრს ეჩხირებოდა ყელში. მის ახლობლებს ჯიჯის მკვლელობის რამდენიმე ვერსია ჰქონდათ. ის შეიძლება, მილიციელებს მოეკლათ, ასევე მის განაწყენებულ კოლეგებს, ან „ცეხავიკებს“, ვისაც ის სისხლს უშრობდა. ჯიჯი ეგრეთ წოდებული „იდეინი“ ქურდი იყო, ქურდული ტრადიციებიდან მცირედ გადახვევასაც კი დაუშვებლად მიიჩნევდა და მას არაერთი თავისი კოლეგა ჰყავდა შერისხული ამის გამო. ამიტომ, ჯიჯის სიკვდილით მილიციამაც ამოისუნთქა, „ცეხავიკებმაც“ და ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა ქურდმაც. მართალია, ფორმალურად მილიცია იძიებდა ამ საქმეს, მაგრამ, ვერც მათ და ვერც პროკურატურამ, მკვლელობის ან მკვლელის კვალს ვერ მიაგნეს და ეს საქმე გაუხსნელთა კატეგორიაში გადავიდა.
ჯიჯი საკმაოდ ცნობილი და შეძლებული  ოჯახის შვილი იყო. მას ახალგაზრდა მშობლები და სამი დედმამიშვილი ჰყავდა. მისი ორი ძმა და ერთი და ჯიჯიზე უმცროსები იყვნენ და თავიანთ ძმას აღმერთებდნენ. მათ ყველაფერი იღონეს მკვლელის მოსაძებნად. არც ფული დაიშურეს საამისოდ და არც კავშირები, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და ეს მკვლელობა ისევ გაუხსნელი დარჩა. ჯიჯის წლისთავის მესამე დღეს მის სახლში სატელეფონო ზარი გაისმა. ყურმილი ჯიჯის დედამ, ქალბატონმა ივლიტამ აიღო:
– გისმენთ.
– ქალბატონი ივლიტა ბრძანდებით?
– დიახ. მე ვარ. რომელი ხარ?
– ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მე თქვენი კეთილის მსურველი ვარ და ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ თქვენი შვილის მკვლელობაზე. მე ამ ამბავს შემთხვევით შევესწარი და აგერ უკვე ერთი წელია, ადგილს ვერ ვპოულობ. ახლა კი გადავწყვიტე, ყველაფერი მოგიყვეთ, რაც ვნახე.
– იქნებ ჩვენთან მოხვიდე, შვილო, და აქ მოგვიყვე ყველაფერი...
– არა, ქალბატონო, არ მაწყობს და თუ კიდევ შემაწყვეტინებთ, მაშინ გადავიფიქრებ.
– ბოდიში, შვილო, განაგრძე.
– იმ საბედისწერო დღეს რიონის ნაპირს მივუყვებოდი. რაღაც პრობლემები შემექმნა ოჯახში და გადავწყვიტე, ბუნებაში გადამეყოლებინა გული. უცებ კლდეებთან ადამიანები შევამჩნიე და რატომღაც ლოდს ამოვეფარე. ისინი სამნი იყვნენ და თქვენს გაკოჭილ შვილს მოათრევდნენ. შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა ჯიჯის ტყვია დაახალა თავში და მოკლა. ბოლოს მას თოკი მოხსნეს და თან წაიღეს. ჯიჯი კი რიონში ჩააგდეს. ისინი საკმაოდ შორს იყვნენ. ვერც მათი სახეები გავარჩიე და ვერც ხმები. მათი პისტოლეტიც მაყუჩიანი იყო. ჯიჯის მე კარგად ვიცნობდი და იერით ვიცანი. მკვლელები თეთრი ფერის „ფიატში“ ჩასხდნენ და გვერდით რომ ჩამიარეს, მათი მანქანის ნომერი დავიმახსოვრე. მაპატიეთ, ქალბატონო ივლიტა, მაგრამ ოჯახი მაქვს და ამდენ ხანს იმიტომ ვყოყმანობდი. გუშინ კი სინდისმა შემაწუხა, ვეღარ მოვითმინე და დაგირეკეთ.
უცნობმა ქალბატონ ივლიტას თეთრი „ფიატის“ ნომერი უთხრა და ტელეფონი გათიშა.

უკვალოდ გამქრალები
ჯიჯის დედამ ქმარ-შვილს უამბო ანონიმური ზარის შესახებ და იმ თეთრი ფერის „ფიატის“ ნომერი დაუდო წინ, რომელიც უცნობმა შეატყობინა. ოჯახმა მოითათბირა და გადაწყვიტეს, რომ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაეტარებინათ, თან საქმეში ვალერი კაკაბაძე ჩართეს, რომელიც „კაგებეს“ მაიორი იყო და ჯიჯის დეიდაშვილად ეკუთვნოდა. ვალერი თბილისში მუშაობდა და ქუთაისში დეიდამისის ზარის შემდეგ ჩავიდა. ნათესავებმა მას დაწვრილებით გააცნეს უცნობთან საუბრის შინაარსი და დახმარება სთხოვეს.
– წესით, მილიციას უნდა შევატყობინო ეს ინფორმაცია, მაგრამ იმათ იმედზე ჩემი მტერი იყოს. მეტსაც გეტყვით, სულაც არ გამიკვირდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს შევიტყო, ჯიჯი მილიციელებმა მოკლესო. ამიტომ ნელ-ნელა მივყვეთ ამ საქმეს და იქნებ, ჭეშმარიტება დავადგინოთ. მაგრამ გაფრთხილებთ, სიტყვაც არავისთან დაგცდეთ, თორემ, თუ გაიგეს, „კაგებედან“ გამომაპანღურებენ.
მაიორმა კაკაბაძემ ნათესავების პირობა მიიღო და მოქმედებას შეუდგა. მან მანქანის მიხედვით დაადგინა, რომ თეთრი „ფიატის“ მფლობელი თბილისელი ვანო გაგნიძე იყო. ის საგზაო ინჟინერი გახლდათ და მილიციის აგენტურაში ირიცხებოდა. ეს ინფორმაცია მაიორმა თავისი კავშირების მეშვეობით შეიტყო. მან ისიც დაადგინა, რომ გაგნიძე დაუოჯახებელი იყო და მოხუცებული დედის გარდა არავინ ჰყავდა. კაკაბაძემ გრიმი გაიკეთა და მოხუცის ბინას ეწვია, მანამდე კი დაადგინა, რომ გაგნიძე რუსეთში იმყოფებოდა.
– მე ვანოს ჯარის ამხანაგი ვარ, დეიდა დიდი ხანია, არ მინახავს. როდის შეიძლება მისი ნახვა?
– ვანო, შვილო, ერთი წლის წინათ გაემგზავრა „ბამზე“ სამუშაოდ თემურ კიღურაძესთან ერთად და ჯერ არ ჩამოსულა. მეც ძალიან მომენატრა, მაგრამ ფულისა და წერილების გარდა, სხვა არაფრით მახსენებს თავს.
– არც გირეკავთ?
– წერილში მწერს, რომ იქ ტელეფონი არ არისო და აბა, როგორ დამირეკავს?
მაიორი კიდევ ცოტა ხანს დარჩა მოხუცთან, შემდეგ გამოემშვიდობა და წავიდა. კაკაბაძემ თემურ კიღურაძის ვინაობაც  დაადგინა და ისიც მილიციის ფარული აგენტი აღმოჩნდა. მან წერილში მითითებული მისამართიც გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ არც ვანო გაგნიძეს და არც თემურ კიღურაძეს „ბამზე“ ფეხიც კი არ დაუდგამთ.
– ყველაფერი ძალიან საეჭვოდ გამოიყურება. როგორც ეტყობა, მილიციამ მათ ჯერ საქმე გააკეთებინა, ხოლო შემდეგ კი თავიდან მოიშორა, – მოახსენა თავისი მოსაზრებები დეიდაშვილებს კაკაბაძემ და დასძინა, – ჩემი აზრით, კიდევ ერთი ადამიანი უნდა იყოს უკვალოდ გამქრალი. მილიციამ, ალბათ, თავისი სამივე აგენტი მოიშორა.
კაკაბაძე მართალი აღმოჩნდა. მან დაადგინა, რომ გაგნიძისა და კიუღურაძის მეგობარი, კობა გონგლაძეც უგზო-უკვლოდ იყო გამქრალი.
თავდასხმა
რაც უფრო ღრმად წვდებოდა ამ საქმის დეტალებს ვალერი კაკაბაძე, მით მეტად რწმუნდებოდა იმაში, რომ ჯიჯის მკვლელობა მილიციის მიერ იყო შესრულებული, თუმცა იმას ვერ ხვდებოდა, ვინ იყო შემკვეთი.
– აქ რაღაც სხვა ამბავია, – იმეორებდა ხოლმე მაიორი, – ეს რომ სახელმწიფოს შეკვეთა იყოს, მაშინ, ისე მოაწყობდნენ საქმეს, რომ მკვლელების ვინაობას გამოააშკარავებდნენ და ამით თავიდან აიცილებდნენ ეჭვს.
– აბა, რას ფიქრობ, შვილო, ვინ მოკლა ჩემი ბიჭი? – იკითხა თვალცრემლიანმა ივლიტამ და ცხვირსახოცით შეიმშრალა თვალები.
– მკვლელობა მილიციის ხალხმა ჩაიდინა და ისინი თავად მილიციამ მოიშორა თავიდან, მაგრამ საკითხავია, ვინ დაავალა მათ ეს საქმე.
ვალერი კაკაბაძე თავისი მანქანით ოქროყანიდან ეშვებოდა, როდესაც ერთ-ერთ მოსახვევში ავტომობილი მოუცურდა. მაიორმა საჭე ვერ დაიმორჩილა და წითელი „ჟიგული“ ხრამში გადაიჩეხა. ეს შემთხვევა საღამოს 9 საათზე მოხდა. ბნელოდა, ამიტომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მოსახვევში ზეთი დაასხეს, ვერ შენიშნეს, რომ კაკაბაძემ მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო. კლდის ლოდს ჩამოეკიდა და ამით სიცოცხლე შეინარჩუნა.
ორმა მამაკაცმა ცეცხლწაკიდებულ „ჟიგულს“ გადახედა, რომელიც გუგუნით იწვოდა, შემდეგ ისინი ტყეში დამალულ მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. კაკაბაძემ კი ცოტა მოიცადა, შემდეგ ტრასაზე ავიდა, შემხვედრი მანქანა გააჩერა და თბილისში გაემგზავრა. მან მხოლოდ თავდამსხმელების რაოდენობა და მანქანის მარკა შეამჩნია. ისინი „პობედით“ იყვნენ, თუმცა კაკაბაძემ არც ნომერი იცოდა და არც ფერი.

„კაგებეს“ სპეცოპერაცია
მაიორი ვალერი კაკაბაძე იმავე საღამოს სამსახურში გამოცხადდა და თავის უფროსს, პოდპოლკოვნიკ დიასამიძეს თავიდან ბოლომდე უამბო ყველაფერი.
– სატრიბუნალო საქმეა, მაიორო, – კოპები შეკრა დიასამიძემ, – მაგრამ შენზე თავდასხმა ჩვენი უწყების პრესტიჟს ლახავს და ჯერჯერობით არაფერს მოვიმოქმედებ. ხვალ დილით „პაპას“ მოვახსენებ ყველაფერს და შენი ბედი მან გადაწყვიტოს.
„პაპას“ „კაგებეშნიკები“ გენერალ ალექსი ინაურს უწოდებდნენ. დიასამიძემ მეორე დღეს დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი მას.
– როგორი თანამშრომელია კაკაბაძე? – ჰკითხა ინაურმა დიასამიძეს.
– ბრწყინვალე, ალექსი ნიკოლაევიჩ, – გამოეჯგიმა შეფს დიასამიძე, – და თუკი ამის შესაძლებლობაა, მაშინ გთხოვთ, მას სამსახურს ნუ დააკარგვინებთ.
– შენ კარგად იცი, რომ ჩვენს ხალხს თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით და იმავეს მოვითხოვთ მათგანაც. კარგი, ვიფიქრებ შენს თხოვნაზე. ახლა კი წადი და ის ტერორისტები მიპოვე, რომლებმაც ჩემს თანამშრომელზე ხელი ასწიეს. საამისოდ 72 საათს გაძლევ და სამ დღეში ყველაფერი მოგვარებული უნდა იყოს.
დიასამიძემ დაუყოვნებლივ დაიწყო მოქმედება. კონტრდაზვერვამ და ოპერატიულმა სამსახურმა ნაცრისფერი „პობედის“ მფლობელი იასონ გაგუა და მისი მეგობარი ტარიელ ქოროღლიშვილი დააკავა. ისინი ჯერ ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებდნენ, მაგრამ სათანადო დამუშავების შემდეგ ალაპარაკდნენ და განაცხადეს, რომ მაიორის ლიკვიდაციის ბრძანება მათ პოლკოვნიკ ზედგენიძისგან მიიღეს. პოლკოვნიკი ზაურ ზედგენიძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო და „კაგებემ“ მას ფარული თვალთვალი დაუწესა. სამოცდათორმეტსაათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დიასამიძე ინაურს ეახლა და მოპოვებული ინფორმაციები მაგიდაზე დაუდო. ინაური გულდასმით გაეცნო ინფორმაციებს და დიასამიძეს უთხრა:
– გამოდის, რომ ზედგენიძე აგენტურასთან მუშაობის საბაბით საკუთარ, კარგად კონსპირირებულ ქსელს აყალიბებდა. ამით ის ფულსაც შოულობდა, თან მკვლელთა მთელი არმია ჰყავდა. ეს კი სახელმწიფო დანაშაულია და უკვე ჩვენი კომპეტენციის სფეროში შემოდის. სასწრაფოდ მოამზადეთ მასალები, რომ პირველს მივუტანო, ხოლო ზედგენიძე კი დააკავეთ და ჩვენს ციხეში ჩასვით. ოღონდ, ისე მოაწყვეთ ეს საქმე, რომ არ გახმაურდეს.
– კაკაბაძეს რა ვუყო, ალექსი ნიკოლაევიჩ?
– წაახალისეთ.
დიასამიძე ფრთებშესხმული გამოვიდა ინაურის კაბინეტიდან და სასიხარულო ამბავი პირველად კაკაბაძეს აუწყა. შემდეგ კაკაბაძისვე მეთაურობით ოპერჯგუფი გაგზავნა ზედგენიძის დასაპატიმრებლად. მილიციის პოლკოვნიკი „ჩეკისტებმა“ რესტორან „არაგვის“ ტუალეტში დააპატიმრეს და ციხეში ფურგონიანი „მოსკვიჩით“ მიიყვანეს, რომლითაც რესტორანში პურს ეზიდებოდნენ.
ზედგენიძე პირველივე დაკითხვაზე გამოტყდა და აღიარა, რომ ჯიჯი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოაკვლევინა, რომ მან მილიციასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.
– დანარჩენებს რაღას ერჩოდით? ისინი რატომ დაახოცინე? – ჰკითხა პოლკოვნიკს დიასამიძემ.
– იმიტომ, რომ იმ ნაძირლებმა ჩემი დაშანტაჟება მოინდომეს და მითხრეს, რომ ყველაფერს სააშკარაოზე გამოიტანდნენ, თუკი მე მათ 10-10 ათასს არ გადავუხდიდი.
მთავრობის მაღალ ეშელონებში შემდგარი მოლაპარაკების შემდეგ, ზაურ ზედგენიძის საქმე არ გაუხმაურებიათ და „კაგებემ“ მისი არალეგალური არმია უხმოდ მოიშორა. თავად პოლკოვნიკმა კი, საკუთარ კაბინეტში თავი მოიკლა და ის დიდი პატივით დაკრძალეს.

скачать dle 11.3