კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სუნთქვითი ვარჯიშები კარგი განწყობის შესაქმნელად

მან, ვინც იოგას მისდევს, კარგად იცის, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სწორ სუნთქვას. ამჯერად გთავაზობთ რამდენიმე სუნთქვით ვარჯიშს, რაც, გვერწმუნეთ, არაერთ პრობლემას მოგიხსნით.
* თუ გაღიზიანებული ხართ და დამშვიდება გჭირდებათ, მით უფრო, თუ მარტო ხართ და გვერდით არავინ გყავთ, რომ დაგამშვიდოთ, თავადაც შეძლებთ, ნერვები დაიწყნაროთ: დაჯექით სკამზე სწორად, ხელები დაიწყვეთ მუხლებზე და ღრმად ჩაისუნთქეთ. შემდეგ ოდნავ გააღეთ პირი (ისე, თითქოს დასტვენას აპირებდეთ), ენას მიეცით ღარის ფორმა, ენის წვერი გარეთ გამოყავით და ჩასუნთქული ჰაერი ნელ-ნელა, შიშინით ამოისუნთქეთ. რამდენიმე წამს შეაჩერეთ სუნთქვა, მერე ისევ ნელ-ნელა ჩაისუნთქეთ, კვლავ პატარა პაუზის შემდეგ დახურეთ პირი და ცხვირით (ისევ ნელა) ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ 10-12-ჯერ.
* მართალია, ზაფხულია, მაგრამ, თუ მაინც შეგგრილდათ, მიადეთ ერთმანეთს გაშლილი ხელისგულები და მიიდეთ პირთან და ცხვირთან ისე, რომ ორივე მთლიანად იყოს ბლოკირებული. ღრმად ჩაისუნთქეთ ცხვირით და, ძალიან ნელა, პირით ამოისუნთქეთ. ვარჯიში გაიმეორეთ მანამ, სანამ მთლიანად არ გათბებით.
* თუ ძალიან დაიღალეთ, დაჯექით სკამზე სწორად, დახუჭეთ თვალები, მარჯვენა ხელის ცერი თითი მიიჭირეთ მარჯვენა ნესტოზე და რამდენიმე წამის განმავლობაში ისუნთქეთ მარცხენა ნესტოთი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამოსუნთქვა 1,5-2-ჯერ უფრო ნელა მოხდეს, ვიდრე ჩასუნთქვა (ჩასუნთქვა მაქსიმალურად ღრმად უნდა მოახდინოთ). შემდეგ მარჯვენა ხელის ნეკი თითი მიიჭირეთ მარცხენა ნესტოზე და იგივე ვარჯიში შეასრულეთ. გაიმეორეთ 8-10-ჯერ.
* ყველას ჰგონია, რომ რაც უფრო ბევრს ამთქნარებს, მით მალე დაეძინება. სინამდვილეში კი, პირიქითაა. მთქნარება ორგანიზმის ერთ-ერთი ხერხია, გამოფხიზლდეს. უფრო მეტიც, რაც უფრო ღრმად და „ფართოდ“ დაამთქნარებთ, მით მალე გამოიფხიზლებთ თავს, რადგან, მთქნარებისას ადამიანი აკეთებს გაცილებით უფრო ღრმა ჩასუნთქვას, ვიდრე ჩვეულებრივი სუნთქვის დროს, რის შედეგადაც სისხლი ივსება ჟანგბადით, რაც გადადის კუნთებსა და ტვინში და, შესაბამისად, ორგანიზმი იბრუნებს სიმხნევესა და ხალისს.

скачать dle 11.3