კიტრის დიეტა
ეს არის, ალბათ, ყველაზე მარტივად დასაცავი, ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი, უვნებელი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყველაზე იაფად ღირებული დიეტა, რომლის განმეორება ერთთვიანი შუალედებით შეიძლება.
9 საათი: მიირთვით 1 ცალი (საშუალო ზომის) გათლილი კიტრი (უმარილოდ). ყოველი ლუკმა კარგად დაღეჭეთ და დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა მწვანე ჩაი (უშაქროდ).
12 საათი: გათალეთ 2 ცალი კიტრი და მიირთვით 1 ჭიქა უცხიმო მაწონთან ერთად. დააყოლეთ 1 ჭიქა ლიმონიანი წყალი (უშაქროდ).
15 საათი: გათალეთ 3 ცალი კიტრი, დაჭერით რგოლებად, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ყველანაირი მწვანილი, ნახევარი კონა სალათის ფოთოლი და მიირთვით 100 გრამ ხაჭოსთან ერთად. დააყოლეთ 1 ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
18 საათი: მიირთვით 2 ცალი გათლილი კიტრი 1 ნაჭერ უმარილო ყველთან ერთად. დააყოლეთ 1 ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი (უშაქროდ).
21 საათი: მიირთვით 1 ცალი გათლილი კიტრი და დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა გვირილის ჩაი (უშაქროდ).
დიეტა სამდღიანია. შედეგში რომ დარწმუნდეთ, აიწონეთ ჯერ დიეტის დაწყებამდე, შემდეგ კი – დიეტის ბოლოს. ყოველ წუთში სასწორზე დადგომას არ გირჩევთ – ფსიქოლოგიურად არ არის გამართლებული.
ამ სამი დღის განმავლობაში უნდა გამორიცხოთ ყავა, ალკოჰოლი და სიგარეტი.
წარმატებას გისურვებთ!