კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, რა წესები უნდა დავიცვა იმისთვის, რომ ლაკი ფრჩხილებზე თანაბრად მქონდეს წასმული და მალე არ მომშორდეს?
პასუხი:  იმისთვის, რომ ლაკი დიდხანს გაჩერდეს ფრჩხილის ზედაპირზე, ის უნდა წაისვათ დაბანილ ხელებზე, მაგრამ, მანამ, სანამ დამატენიანებელ ან სხვა კრემს წაისვამთ, ანუ, მშრალ ფრჩხილებზე. რაც შეეხება თანაბარ წასმას, თუ ფრჩხილები გაქვთ აქერცლილი ან გაპობილი, უნდა დაიმუშავოთ რბილი ქლიბით და მხოლოდ ამის შემდეგ გადაისვათ ლაკი.
კითხვა: როგორ გავიკეთო პედიკიური თვითონ, სახლის პირობებში?
პასუხი: პედიკიურის გაკეთება უნდა დაიწყოთ ტერფების კანის გაწმენდით: გვირილის, ლავანდის, პიტნის ან ცაცხვის ყვავილის ნაყენი (1 ჩაის ჭიქა) ჩაასხით ტაშტში, დაამატეთ ცხელი წყალი (ისეთი, როგორსაც გაუძლებთ), შეურიეთ ცოტაოდენი თხევადი საპონი და გაიკეთეთ აბაზანა. 10 წუთის შემდეგ გადაივლეთ წყალი (საპონი რომ მოიშოროთ), შეიმშრალეთ და დაიმასაჟეთ ტერფები პემზის ქვით ან სპეციალური ჯაგრისით. ისევ გადაივლეთ წყალი, შეიმშრალეთ და პლასტმასის (არა ლითონის) ქლიბით დაიმუშავეთ ფრჩხილები: მიეცით სწორი ხაზის ფორმა და ნაპირები არ მოუმრგვალოთ, მხოლოდ წვეტები მოაქლიბეთ. ნუნები სპეციალური ჩხირით შესწიეთ შიგნით. ლაკი წაისვით ორ ფენად, ბოლოს კი (როცა ლაკი გაშრება) მიისხურეთ დეზოდორანტი (ეს გააკეთეთ ყოველთვის, გარეთ გასვლის წინ).
კვირაში ერთხელ აუცილებლად გაიკეთეთ ტერფების პილინგი (შეგიძლიათ, ნებისმიერი სკრაბი გამოიყენოთ).
თუ კოჟრები გაწუხებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.
კითხვა: მაქვს მოკლე წამწამები, ამიტომ, მინდა, ხელოვნური წამწამები გავიკეთო ხოლმე, მაგრამ, ისე, რომ ბუნებრივს ჰგავდეს. რას მირჩევთ?
პასუხი: ამისთვის უნდა დაიცვათ 3 ძირითადი წესი:
1) თუ გამოიყენებთ ფერად ხელოვნურ წამწამებს, უარი უნდა თქვათ თვალებისთვის განკუთვნილ სხვა მაკიაჟზე (ფანქარი, ლაინერი, „ჩრდილი“).
2) თუ შავ წამწამებს მიიწებებთ, ფანქრით ან ლაინერით ნუ დაიხატავთ მკვეთრ და გრძელ „ისრებს“, წამწამებზე კი ერთი ფენა ტუში გადაისვით.
3) ხელოვნური წამწამები დაიტუშეთ და შავი ფანქრით გაიკეთეთ კონტური, რომ მიწებების ხაზი დაიფაროს.

скачать dle 11.3