კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოიყვანა ქალები რომანტიზმიდან ეკა ბალანჩივაძემ

თვითონ საოცრად ლამაზი და მომხიბვლელია. ეკა ბალანჩივაძის სახელი მოდის სფეროში ნელ-ნელა მკვიდრდება და საკუთარ ადგილს იკავებს. ულამაზესი ცისფერთვალება გოგონა თავისივე მსგავს, ნაზ, ჰაეროვან და ელეგანტურ სამოსს გვთავაზობს. თბილისის მოდის კვირეული დიზაინერების შემოდგომა-ზამთრის ხედვას გვაცნობს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, კოლექციების უმრავლესობა ბაერებს კი არ შეუძენიათ, დიზაინერთა ერთგულმა მომხმარებელმა მოირგო საკუთარ სხეულზე. ამ მიმართულებით საინტერესო გახლდათ ეკა ბალანჩივაძის კოლექციაც, რომელიც ძირითადად ზაფხულის ფერებში იყო გადაწყვეტილი – ცისფერი, მუქი იისფერი, ნარინჯისფერი და თეთრი.
 ეკა, ალბათ, ერთადერთია დღევანდელ ქართულ მოდაში, ვინც უპირატესობას ამ სეზონზეც განიერ, კომფორტულ სამოსს ანიჭებს – ის არ არის გადატვირთული ბიჟუტერიით და მხოლოდ რამდენიმე გამორჩეული, საინტერესო აქსესუარით იძენს განსაკუთრებულობას. უცნაური ქუდები და ტუჩებმიმაგრებული მაკიაჟის მინი „ჩემოდანჩიკის” მსგავსი ხის ჩანთები სამოგზაუროდ განგაწყობთ. დაახლოებით ასეთი წარმომიდგენია საუკუნის დასაწყისის ქალი, რომელიც მატარებლით ქალაქთან ახლოს, აგარაკზე მიემგზავრებოდა. აუცილებელია თხელი, გაშლილი, ფარფატა კაბა, იოლად რომ იხდენს ელეგანტურ ასევე თხელ პიჯაკს, რომელიც აშკარად არ ჰგავს ამ საუკუნისას. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ეკა ბალანჩივაძის კოლექციაზე მიზერული ზემოქმედება თუ იქონია მეოცე საუკუნეში ასე მოზღვავებულმა მამაკაცურმა სტილმა ქალის ჩაცმულობაში, რაც ამ შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე თხელი შარვლით გამოიხატა.
პოდიუმზე საკმაოდ საინტერესო პიჯაკებიც ვნახეთ, მათი ნაწილი გაფორმებული იყო გიპიურით და ეს არავის გაკვირვებია, რადგან გიპიური სეზონის ნამდვილ ჰიტად იქცევა. ასევე, საინტერესო იყო ცისფერ კაბაზე მოცმული თეთრი და კაკაოსფერი პიჯაკი-მოსაცმელი. ფრაკის მსგავსი პიჯაკი, უკან გრძელი და გაჭრილი კუდით,  ეკას შემთხვევაში, საკმაოდ განიერი და უსაყელო იყო. ზოგადად, განიერი სახელოები და მოძრაობის შეუზღუდაობა ბევრი კოსტიუმის მთავარი ხაზი იყო. მნახველს გასული საუკუნის ადრეულ პერიოდს ავიწყებდა რამდენიმე ლუქი, რომლის აქცენტიც გველის ტყავის ტიპის ქსოვილზე იყო გადატანილი. თხელი ქსოვილი ტყავი ნამდვილად არ იყო და არ აუხეშებდა კოსტიუმს, თუმცა კოლექციის ერთიანი, რომანტიკულ-მელოდრამული ხასიათიდან გამოვყავდი. ოქროსფერი გველის ტყავი უფრო მაცდური-საშიში ქალისკენ მიბიძგებდა. ფიქრებით, ეკა ბალანჩივაძის ქალი ნამდვილად არ ყოფილა ასეთი.
 საინტერესოა, რომ ჩვენება კი არ დაიხურა, არამედ გაიხსნა დიდი თეთრი კაბით, რომელიც  პროფესიონალმა მოდელმა, კი არა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნანკა კალატოზიშვილმა წარმოადგინა. ბოლო პერიოდის მოდის კვირეულებში არც ერთი სეზონი არ გასულა ისე, რომ ნანკა ერთ ან რამდენიმე ჩვენებაზე არ გვენახა, სადაც საკუთარი არტისტიზმით სხვადასხვა ტიპის ქალის სახის შექმნას გამორჩეულად ახერხებს. პირველი „ლუქი”, საქორწილო კაბა მან იდეალურად მოირგო. დახურული, გიპიურით გაფორმებული კაბა საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებოდა, ყველანაირი გადაპრანჭვისა და ზედმეტი ბრჭყვიალების გარეშე. ოდნავ სევდიანი პატარძალი კი, თითქოს იმ პირველყოფილ შიშსა და დაბნეულობას გამოხატავდა, რომელიც ქორწილის დღეს ყველა პატარძალს თან სდევს.

скачать dle 11.3