კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაგაბრაზეს? – გაბრაზდი!


დიახ, რატომაც არა?! გაბრაზება ხომ ბუნებრივი ემოციებისგან გამომდინარეობს?! ადამიანები ბრაზდებიან და ეს არ არის ტრაგედია. მთავარია, იყოთ ადეკვატური და ზომიერი. ადამიანები უშეცდომოები არ არიან. სწორედ მათი შეცდომებია ის, რასაც ჩვენ წონასწორობიდან გამოვყავართ. მაგრამ, გააჩნია, ვინ გაგაბრაზათ, და რა მიზნით. თუ მისი საქციელი მიმართულია იმისკენ, რომ თქვენ ნერვები მოგიშალოთ, მაშინ, აუცილებლად უნდა გაბრაზდეთ, მიახვედროთ ის ადამიანი, რომ ხელწამოსაკრავი არ ხართ და რომ მეორედ პასუხსაც მიიღებს. დაიცავით ზომიერება სიბრაზეში – ამით საკუთარ თავს ნაკლებად დაიზიანებთ. თუ ამას ვერ შეძლებთ, ბრაზი შეგიყოლიებთ და, ნერვებიც უარესად მოგეშლებათ. ზოგადად კი, სიბრაზეს მოჰყვება შერიგების მშვიდობიანი პროცესი და, თუ არ გაბრაზდებით, შერიგებისგან სიამოვნებასაც ვერ მიიღებთ. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ და ნუ დაკომპლექსდებით. გაგაბრაზეს? – გაბრაზდით, მაგრამ, ამ ბრაზს მთელ ცხოვრებას ნუ მოაშხამვინებთ. ხოლო, თუ ხვდებით, რომ ბრაზს შეუძლია, ღრმად გაიდგას ფესვები თქვენს არსებაში, მაშინ, მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რომ ვულკანივით არ აფეთქდეთ და ირგვლივ ყველაფერი არ გაანადგუროთ, უპირველესად კი – საკუთარი პიროვნება.

წვრილმან-მსხვილმანი...
კამათი ყველა ოჯახშია – ამის გარეშე არ არსებობს არც ცოლ-ქმრისა და, არც, ზოგადად, ადამიანების ურთიერთობა. მთავარია, ეს ტრაგედიად და გლობალურ კატასტროფად არ გადააქციოთ. სხვათა შორის, „მსუბუქი“ ჩხუბი, თანაც წვრილმანებზე, თავისებური „ლაკმუსის ქაღალდია“, ურთიერთობის ინდიკატორი. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ, თუ წყვილს შორის გრძნობა არსებობს, მათ ქორწინებას ჩხუბით საფრთხე არ დაემუქრება. სამაგიეროდ, როცა კრიზისი უკვე გამოხატულია, წვრილმანებზე ჩხუბს უნდა მოერიდოთ. პირიქით, უნდა შეეცადოთ, დააწყნაროთ ურთიერთობა და  არ შექმნათ კონფლიქტური სიტუაციები, თუკი, რა თქმა უნდა, ოჯახის და, კონკრეტულად მეუღლის შენარჩუნება გინდათ.
ანუ, გაქვთ შენარჩუნების სურვილი?! – გააკეთეთ ყველაფერი, რომ არ მოხდეს ჩხუბის პროვოცირება, მით უმეტეს – წვრილმანებზე. როცა რაღაც არ მოგწონთ, საუკეთესო გადაწყვეტილება გულახდილი საუბარია. ხომ შეიძლება, თქვენი საყვარელი ადამიანიც იყოს თქვენით უკმაყოფილო? იდეალურები არ ვართ, ხომ მართალია?! – იფიქრეთ ამაზე, სანამ ვულკანივით იფეთქებდეთ და თქვენ გარშემო ყველაფერს დაანგრევდეთ...

აიმაღლე განწყობა
ბოლო დროს ხშირად გაქვთ სტრესი და ყველაფერი გაღიზიანებთ? როგორმე უნდა მოახერხოთ და გადაერთოთ მხიარულ, ოპტიმისტურ ტალღაზე. თუ მოინდომებთ, ეს ძნელი სულაც არ არის. მაგალითად, არსებობს „კლასიკური,” აპრობირებული საშუალებები, რომლებიც წამალივით მოგიხდებათ:
კინო. რატომაც არა?! ოღონდ, არა ტელეეკრანის წინ. აუცილებლად კინოში წაბრძანდით. ეს ახირება არ არის. კინოში ფილმის ნახვა სხვა მუხტს შეგძენთ და სხვანაირად გაგახალისებთ. თან, იქნებ, ისეთი ნაცნობიც შეგხვდეთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის?!
კარგი მუსიკა, ოღონდ, არავითარ შემთხვევაში – სევდიანი, ამაზე არც იფიქროთ. გჭირდებათ მხნე, მხიარული და ენერგიული მუსიკა – თქვენ ხომ განწყობის ამაღლებას აპირებთ და არა დეპრესიაში ჩავარდნას?
მოიწვიეთ სახლში მეგობრები, ან თქვენ წადით მათთან. გაერთეთ და იჭორავეთ, თან, ისე, რომ გონება პრობლემებიდან „გამორთოთ”.
ყვავილები – უპრეტენზიო, უბრალო, მაგრამ ცოცხალი ყვავილები. უყიდეთ თაიგული საკუთარ თავს – ეს აუცილებლად მოგგვრით სიხარულს და გახალისდებით. მიხვდებით, რომ ცხოვრება მშვენიერია, მიუხედავად ტკივილებისა და პრობლემებისა.
ტკბილეული. შოკოლადი თუ კრემიანი ფუნთუშა? დროებით ნუ იფიქრებთ კალორიებზე, მით უმეტეს, რომ შავი შოკოლადი ერთ გრამსაც არ მოგიმატებთ. ცნობილი ფაქტია, რომ შოკოლადი შეიცავს ბედნიერების ჰორმონს ამიტომ, მიირთვით და იყავით ბედნიეირ.
P.S. არ თქვათ, რომ შოკოლადს დროებითი ბედნიერება მოაქვს. დეპრესიას ხომ გადაურჩებით და, თანაც, ეს დრო გეყოფათ იმისთვის, რომ ახალ დღეს იმედით შეხვდეთ.


იმოქმედე წესებით!
არ არსებობს ქიმიური ფორმულა ან ფიზიკის კანონი, რომელიც ბედნიერი ცხოვრების გარანტიას მოგვცემდა. ორჯერ ორი რომ ოთხია, ასეთი ზუსტი ჩვენი ყოველდღიურობა ნამდვილად არ არის. თუმცა, არსებობს წესები, რომლებიც ბედნიერების პოვნაში დაგეხმარებათ:
უთხარით საკუთარ თავს დღის განმავლობაში თუნდაც ერთი, გულწრფელი კომპლიმენტი და სხვებისთვისაც ნუ დაიშურებთ, რადგან ის აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ, ეს კი სასიამოვნოა. თუ ფიქრობთ, რომ საქებარი არავის არაფერი ჩაუდენია, ყურადღებით დააკვირდით ადამიანებს და მიხვდებით, რომ ცდებით.
გაგეცინებათ, მაგრამ, გირჩევთ ყოველ საღამოს დაიბანოთ ხილის ან ბოსტნეულის წვენით სახე. ასე დაასვენებთ კიდეც კანს და ახალგაზრდულ ელფერსაც შეუნარჩუნებთ. თან, დღის განმავლობაში დაგროვილ უარყოფით ენერგეტიკასაც მოიშორებთ.
სანამ გემრიელ ან ნოყიერ კერძს შეექცევით (გასაგებია, რომ სულმა წაგძლიათ), 15-20 წუთით ადრე, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, ან შეჭამეთ ერთი ცალი ვაშლი, მერე რომ არ ინანოთ, წონაში მოვიმატეო და საკუთარი თავი არ გაკიცხოთ.
არასოდეს გალანძღოთ საკუთარი თავი წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო, მით უმეტეს, თუ ეს უკვე გულწრფელად მოინანიეთ. შეცდომები უნდა ინანოთ, განიცადოთ და, შეეცადოთ, აღარ გაიმეოროთ. ასე აჯობებს. ადამიანის ღირსება შეცდომების გამოსწორების ხარისხში გამოიხატება. ცხოვრება უნდა გააგრძელოთ. მართალია ის უთქვენოდაც გაგრძელდება და ნუ ჩამორჩებით.
თუ ვინმე მოგენატრათ (თუნდაც შეყვარებული), დაურეკეთ მას პირველმა, ამით თქვენი ფასი მის თვალში არ დაეცემა, მით უმეტეს, თუკი უყვარხართ. ხშირად ნუ მოიქცევით სპონტანურად – კაცებს სტაბილურობაც მოსწონთ, თუმცა, თუ ზოგჯერ ამოუცნობი და იდუმალიც იქნებით, ამით მოიგებთ და ბედნიერების ფასსაც უკეთ გაიგებთ.
P.S. დააფასეთ ის, რაც გაქვთ. უამისოდ ძალიან გაგიჭირდებათ, განიცადოთ სიხარული ყოველდღიური წვრილმანებით, არადა, ეს უმთავრესია.

скачать dle 11.3