კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ავითარებს ადამიანებში შელოცვები და ვინ და როდის ხდება სიტყვით გათვალვის მსხვერპლი

როგორც ეზოთერიკოსები და პარაფსიქოლოგები აღნიშნავენ, ნებისმიერ, ჩვენგან წარმოთქმულ სიტყვას, უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს. ამიტომ, უნდა აკონტროლოთ ემოცია და აზრები, რომ უნებურად, რამე არასასურველი არ წამოგცდეთ, რომელიც ბუმერანგივით უკან შემოგიბრუნდებათ და შესაძლოა, ცხოვრებაში უსიამოვნებების მიზეზიც კი გახდეს. თუ რატომ უნდა ვაკონტროლოთ ემოციები და სიტყვები, რომელსაც წარმოვთქვამთ და რა შედეგები მოჰყვება ადამიანის უკონტროლო ემოციებს, ამ საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოს, ბატონ შალვას. ცნობისთვის, იგი წლებია, უცხოეთში ცხოვრობს და ამ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, უცხოელ კოლეგებთან ერთად აწარმოებს კვლევებს.

შალვა: ადრე, მეც ვერ ვიფიქრებდი, სიტყვას, ემოციას, რაიმე ნივთის ტარებას, ზეგავლენის მოხდენა თუ შეეძლო კონკრეტულ ადამიანზე. მაგრამ, დღეს ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ. მოკლედ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და ეს ბევრმა საკუთარ თავზეც გამოსცადა. ამას წინათ, ერთ-ერთმა ახლობელმა მკითხა, შესაძლებელია თუ არა, ემოციის გარეშე თქვა სიტყვა და მას რაიმე ძალა გააჩნდესო. საერთოდ, რაც მეტად გაბრაზებული ლაპარაკობს ადამიანი და მძაფრია ემოციური ფონი, მით მეტი ძალა აქვს, ანუ, ის, მეტ ენერგეტიკას იძენს.
– ასეთ დროს ხომ არ ამბობენ, ადამიანი სიტყვით გაითვალაო?
– დიახ, სწორედაც რომ ასეა და ამას შესაძლოა, სიტყვით გათვალვაც ვუწოდოთ. სხვათა შორის, სიტყვით გათვალვა საკუთარ თავზე მაქვს დაცდილი. მახსოვს, დედა რომ მეტყოდა, შვილო, ფრთხილად დაჭერი პური, თითი არ გაიჭრაო, ზუსტად მაშინ მეჭრებოდა თითი. თუ დაჟინებით მეტყოდა, არ გაცვია თბილად და გაცივდები, ასე ნუ გახვალ გარეთო, მართლა ვცივდებოდი. ანუ, რაზეც დედა დაჟინებით მიმახვილებდა ყურადღებას, ზუსტად ის მემართებოდა. ეს თავად არ უნდოდა, მაგრამ ძალიან ემოციური ქალი იყო და მისი სიტყვებიც წამებში მიხდებოდა. აი, ეს არის სიტყვით გათვალვა. და ყველაზე საშიშია, როცა თავად დედის სიტყვა მოქმედებს შვილზე, როგორც გათვალვა.
– ამ დროს თავის დაცვა შესაძლებელია?
– ამ დროს თავს ვერ დაიცავთ, უბრალოდ, ვინც თქვენს დაცვას ცდილობს, ასე პირდაპირ კი არ უნდა გაფრთხილებდეთ, არამედ, ჩუმად, გულში უნდა ფიქრობდეს, – ნეტავ, არ დაშავდეს; ნეტავ, თითი არ გაიჭრას, ან ნეტავ, არ გაცივდესო. ეს სულ სხვა საკითხია. ასეთი ქმედება კი არ გაგთვალავთ, პირიქით, დაგიცავთ შესაძლო საფრთხისა და წინაღობებისგან.
– ეზოთერიკოსებისგან გამიგია, რომ სიტყვით შესაძლოა, ავადმყოფობაც გამოიწვიოს ადამიანმა. ეს სიმართლეა?
– ავმა სიტყვამ და თვალმა შესაძლოა, ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს, მაგალითად – სიგამხდრე, კრუნჩხვა, მელანქოლია, ნევროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ასე შემდეგ. პირადად მე, ხშირად მაქვს შეხება მსგავს ფაქტებთან და ყოველივე ზემოთქმულის უმძიმეს შემთხვევებთან. თუ უარყოფითი ენერგიის ნაკადი მარცხენა მხრიდან მოდის, მაშინ დიდია შანსი, გულის არეში იგრძნოთ ტკივილი. არ არის გამორიცხული, ამას უცაბედი ინფარქტიც მოჰყვეს და ეს ნამდვილად ავი მზერისა და სიტყვის შედეგი შეიძლება, იყოს. ანალოგიური რამ მოხდება სხვა ორგანოებთან დაკავშირებითაც. პათოლოგია წარმოიქმნება იმ არეალში, რომელზეც კონცენტრირებულია უარყოფითი ენერგიის მუხტი. საგულისხმოა, რომ მსგავს დეფორმაციას, ვერც ერთი ტომოგრაფიული აპარატი და თერაპევტი ვერ აღმოაჩენს და დააფიქსირებს. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, ექიმს აკითხავს და მას დიაგნოზის დასმა უჭირს. ამ დროს იმაზე არ ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანზე გაკეთებული ჯადო, ავი თვალი ან ემოციურ ფონზე მიმართული უარყოფითი სიტყვები იყოს.
– მსგავსი შედეგით გამოწვეული ავადმყოფობის დიაგნოსტირება რა მეთოდით ხდება?
– სამწუხაროდ, დღეს მსგავსი რამის დიაგნოსტირების მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს, ეს არის ბიოლოკაცია. შესაბამისად, პათოლოგიის ლიკვიდაცია შეუძლია არა მედიცინის პროფესორს, არამედ პარაფსიქოლოგს. ამიტომ, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მისი ავადმყოფობის მიზეზი ჯადო, თვალი ან უარყოფითი ენერგეტიკით დამუხტული სიტყვაა, მაშინ მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებლად უნდა აღიდგინოს აურა და არასასიამოვნო შედეგებს ამით დააღწიოს თავი.  გათვალვით გამოწვეული ავადმყოფობების დროს, მკურნალობის კურსი ყოველთვის გართულებებით მიმდინარეობს. ზოგ შემთხვევაში კი, მკურნალობის კურსი არ არის საკმარისი. ადამიანი საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და ამ დროს, სამწუხაროდ, დიდია ლეტალური შემთხვევების ალბათობა. მეზობელი მყავდა, ძალიან კარგი ადამიანი იყო საწყალი – კეთილი, ჩუმი, თბილი, მოსიყვარულე, ნამდვილი ვაჟკაცი. სულ ცდილობდა, სხვებს დახმარებოდა. ერთ-ერთ სამინისტროში, თანამდებობაზე დანიშნეს. სულ მეუბნებოდა, ვცდილობ, არავის ვაწყენინო, ყველას ხელი გავუმართო, მაგრამ არავისთან გამომდის. ისეთ შურიან მზერას ვაწყდები გარშემო, ისეთ რამეს ვიგებ ჩემზე, თმები ყალყზე მიდგებაო. მოკლედ, ჯანმრთელი კაცი იყო, მაგრამ დეპრესიაში ჩავარდა, სახლში ჩაიკეტა, არავის დანახვა და მოსმენა არ უნდოდა და ერთ დღესაც, საკუთარ სააბაზანოში ჩამომხრჩვალი ნახეს. თავი მოიკლა და კაციშვილმა არ იცის ამის მიზეზი. მე თუ მკითხავთ, სწორედ ავი სიტყვა და თვალი გახდა მისი ამ ქვეყნიდან უდროოდ და ასე ტრაგიკულად წასვლის მიზეზი. მის შველას, სავარაუდოდ, ვერც ერთი ექიმი ვერ შეძლებდა და ვერც ამქვეყნიური ცხოვრებისკენ მოაბრუნებდა. ასეთი უამრავი ფაქტი ვიცი და, ეს მერწმუნეთ, უბრალო დამთხვევა არ არის. უბრალოდ არაფერი ხდება, ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს და ეს კანონზომიერებები ჩვენზეც მოქმედებს – ზოგზე დადებითად და ზოგზე უარყოფითად. მაგალითად, ხომ გაგიგიათ ძველი ხალხისგან, ერთმა მეორე თვალით შეჭამაო. შურიანი ადამიანის ავმა თვალმა შეიძლება, ავტოკატასტროფაც გამოიწვიოს და ამას დიდი მსხვერპლი მოჰყვეს. ამაში არაფერია მისტიკური. ეს ავი თვალის მოქმედების შედეგია ცოცხალ ორგანიზმზე.
– ძველი ხალხისგან მსმენია, ჩვილი ბავშვი ყველაზე მეტად დაუცველია ამ მხრივ და შეიძლება, ავმა მზერამ ის კრუნხვაში ჩააგდოს, სიცხე აუწიოს, უმიზეზო ტირილის საბაბი გახდესო. მაგრამ, თუ ზრდასრულ ადამიანზეც ასე მოქმედებს უბრალო გამოხედვა და სიტყვა, ეს ნამდვილად დასაფიქრებელია.
– მეც ამას ვამბობ, რომ ყველა უნდა დაუფიქრდეს, რას ამბობს და როგორ მოქმედებს, რომ მეორე ადამიანს საფრთხე არ შეუქმნას და უნებურად, მისი თვითმკვლელობის მიზეზი არ გახდეს. დიახ, წინათ ბავშვებს არიდებდნენ ცუდი მზერის მქონე და მოლაყბე-მოლაქლაქე ადამიანებს, რომ მათ სიტყვით და თვალით არ მიეყენებინათ ზიანი პატარისთვის. სხვათა შორის, ბებიაჩემს ძალიან სწამდა მსგავსი რამეების და ცდილობდა, ეზოს გარეთ არ გავსულიყავი. საერთოდ, დაბადებიდან სუსტი ბავშვი ვიყავი. ისე მზრდიდნენ, რომ იტყვიან, ჩიტის რძეს არ მაკლებდნენ. თანატოლებისგან გამოვირჩეოდი მოწესრიგებული ჩაცმა-დახურვით, მქონდა უამრავი სათამაშო და ის, რაზეც ბევრი ბავშვი ოცნებობდა მაშინ. წარმოიდგინეთ, საკმარისი იყო, ვინმეს ცუდი თვალით შემოეხედა და მაშინვე მეწყებოდა თავის ტკივილი, მიწევდა სიცხე. გიჟდებოდნენ ჩემი მშობლები. ბებიაჩემი კი დამავლებდა ხელს და მეზობლად მცხოვრებ ქალთან, მარო ბებოსთან  მიმარბენინებდა შესალოცად. თქვენ წარმოიდგინეთ, შელოცვა ძალიან მშველოდა და მაშინვე ვგრძნობდი შვებას. თავის ტკივილიც მეხსნებოდა და სიცხეც მიწევდა. გიჟები კი არ იყვნენ ჩვენი წინაპრები, ასეთ რამეებს რომ აქცევდნენ ყურადღებას. კიდევ გეუბნებით, არც წამალი დამილევია ბავშვობაში და არც ექიმთან წავუყვანივარ ჩემებს, უბრალოდ, შელოცვის რიტუალს ჩაატარებინებდნენ მეზობლის ქალს და ეგ იყო და ეგ. ბებიაჩემიც ხშირად მიკითხავდა შელოცვებს და ისე მსიამოვნებდა, ის განცდა არასდროს დამავიწყდება. შელოცვები, ინტუიციასაც ავითარებს, ადამიანს მეტად კონცენტრირებულსა და წინდახედულს ხდის. ადრე სად იყო აბა, წამალი და ექიმი? შელოცვა საკმარისი გახლდათ, რომ ნებისმიერი საფრთხისგან დაეცვა თავი ადამიანს და დაავადებისგანაც განკურნებულიყო.
– სამაგიეროდ, ექიმბაშები იყვნენ, რომლებიც ხალხური მედიცინის რეცეპტებით მკურნალობდნენ.
– ექიმბაში, სანამ ბალახეულ წამალს დაალევინებდა ავადმყოფს, ჯერ შელოცვის კურსს უნიშნავდა. ამ შელოცვას, კი, თავად, წამლის გაკეთების პროცესში იმეორებდა, რომ უფრო სწრაფი და დადებითი შედეგი მოეხდინა.
– ინტუიცია ახსენეთ და არ შემიძლია არ გკითხოთ, როდის ხდება ადამიანში ინტუიციური ხაზის გააქტიურება და არის თუ არა ის დაკავშირებული მემკვიდრეობით ფაქტორთან?
–  ბევრ ადამიანს ექსტრემალურ სიტუაციაში ეხსნება ინტუიციური ხაზი და წინასწარ ხვდება, უახლოეს მომავალში რა მოუვა. მართალია, მას ვერ შეცვლის და მოსალოდნელ მოვლენებს ვერ გადაასხვაფერებს, მაგრამ ფაქტია, მის შესახებ ინტუიცია წინასწარ აძლევს სიგნალს. ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება და ამ დროს თქვენი ინტუიცია ზენიტშია. ზოგს ინტუიცია მეტად აქვს განვითარებული, ზოგს შედარებით სუსტად. რაც შეეხება მემკვიდრულ ფაქტორს, გეტყვით რომ, ინტუიციის განვითარებას პირდაპირი კავშირი აქვს მასთან. თუ რომელიმე თქვენი წინაპარი ზედმეტად განვითარებული ინტუიციით გამოირჩეოდა, არ არის გამორიცხული, ის თქვენზეც გადმოვიდეს, ან თქვენს შთამომავალს დაჰყვეს რაიმე პარაფსიქოლოგიური ნიჭი და უნარი.

скачать dle 11.3