კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დარჩა მილიონი ევროს გარეშე იკერ კასილასის ოჯახი და რომელი ქალაქის ცენტრალურ გამზირს ეწოდა მისი სახელი

იკერ კასილასი თანამედროვე მადრიდის „რეალის” სიმბოლო და კაპიტანია. მადრიდელებმა წელს ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვება იზეიმეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიდან, ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ. ევროსარბიელზე წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად, კასილასი საუკეთესო თამაშს აჩვენებს და ახლო მომავალში პოლონეთისა და უკრაინის სტადიონებზე ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად გაემგზავრება. „თბილისელების” ამ ნომერში მის შესახებ გავრცელებულ ყველაზე საინტერესო ცნობებს მოგაწვდით.
* იკერ კასილასი სკოლის მასწავლებლისა და დიასახლისის ოჯახში დაიბადა.
* ექვსი წლის ასაკიდან, ყოველ შაბათს მამა იკერს დილის 6 საათზე აღვიძებდა, რომ მადრიდში მოსტოლესეს საფეხბურთო სკოლაში მისვლა მოესწროთ.
* იკერის მამა ტოტალიზატორის მოყვარული გახლდათ და ხშირად თამაშობდა. ერთხელ მან იკერს დაავალა 14 თამაშიდან გადაბმულ ბილეთზე დაედო რამდენიმე პესო. იკერს დაეზარა საბუკმეკერო კანტორაში წასვლა და ფული მეგობრებში დახარჯა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იკერის მამამ 14-ივე მატჩის შედეგი გამოიცნო და მას დაახლოებით 1 მილიონი ევროს ოდენობის თანხა შეეძლო მოეგო, რომ არა იკერის სიზარმაცე.
* მადრიდის „რეალის” ექსთავკაცი და ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე იკერ კასილასმა 11 წლის ასაკში გაიცნო. დელ ბოსკემ თავის კაბინეტში დაიბარა ჭაბუკი კასილასი და მკაცრად გაკიცხა თანაკლუბელების გაშაყირების გამო.
* იკერ კასილასი სკოლაში მთავარი ოხუნჯი იყო.
* 20 წლის ასაკამდე იკერ კასილასს არ ჰყავდა საკუთარი ავტომობილი და „რეალის” ვარჯიშებზე მისასვლელად ძირითადად, მეტროპოლიტენით ან მამის ავტომობილით „რენო 19”-ით მგზავრობდა.
* იკერ კასილასმა ავტომობილის მართვის მოწმობა მეორე ცდაზე აიღო, მას, როგორც მძღოლს 11-წლიანი სტაჟი აქვს.
* არსებობს ლეგენდა, რომ კასილასის დიდი ფეხბურთელობა მავანმა ნათელმხილველმა უწინასწარმეტყველა იკერის დედას, როცა ის ბილბაოდან მადრიდში მიფრინავდა. იმ დროს იკერის დედა ფეხმძიმობის ბოლო თვეში იმყოფებოდა და ნათელმხილველმა, რომელიც მის გვერდით აღმოჩნდა თვითმფრინავში უთხრა, რომ ბიჭი დიდი ფეხბურთელი გახდება, თუკი მას ბასკურ სახელს დაარქმევთო. იკერი – ბასკური სახელია.
* იკერ კასილასი და „ჩელსის” გოლკიპერი პეტრ ჩეხი ერთ დღეს, 20 მაისს არიან დაბადებულნი, უბრალოდ იკერი – 1981 წელს, ხოლო პეტრი – 1982 წელს.
* იკერ კასილასი ზოდიაქოთი – „კუროა”.
* პირველად „რეალის” პირველ გუნდში იკერ კასილასი 16 წლის ასაკში მიიწვიეს, 1997 წლის ნოემბერში. ამის თაობაზე იკერს კოლეჯის დირექტორმა შეატყობინა და უთხრა, იჩქარე, რადგან უკვე აეროპორტში გელოდებიანო. იკერი, ისე, რომ სახლში არც გაუვლია, აეროპორტში წავიდა და გუნდთან ერთად, ნორვეგიაში გაემგზავრა, ჩემპიონთა ლიგაზე „რუსენბორგთან” მატჩის ჩასატარებლად.
* იკერ კასილასის დებიუტი „რეალის” შემადგენლობაში იუპ ჰაინკესის მწვრთნელობის დროს შედგა. იუპ ჰაინკესი, სწორედ ის ადამიანია, რომელიც „რეალთან” ამას წინანდელ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, „ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
* პირველი მატჩი „რეალის” შემადგენლობაში იკერ კასილასმა ბასკური გუნდის, ბილბაოს „ატლეტიკის” წინააღმდეგ ითამაშა.
* მას შემდეგ, რაც ლუიშ ფიგუ „ბარსელონადან” „რეალში” გადავიდა, კატალონიელებს სურვილი ჰქონდათ, იკერ კასილასი გადაებირებინათ, თუმცა ის სულით-ხორცამდე „მადრიდისტი” აღმოჩნდა.
* იკერ კასილასის მეტსახელებია: „წმინდანი”, „იკერმანი”.
* იკერის უმცროსი ძმა, უნაი „ბარსელონას” ქომაგია.
* იკერ კასილასის საფეხბურთო კერპები ბავშვობაში მანუელ სანჩესი და ფერნანდო იერო იყვნენ.
* საყვარელი გოლკიპერი – პეტერ შმეიხელი.
* საუკეთესო მეგობრები – სერხიო რამოსი და ჩავი ერნანდესი.
* საყვარელი კერძი – შემწვარი კარტოფილი ერბო კვერცხთან ერთად.
* საყვარელი მამაკაცი მსახიობი: ჰარისონ ფორდი; ქალი – მეგ რაიანი.
* ადამიანი, რომლის გაცნობის დიდი სურვილი აქვს – ბილ გეითსი.
* ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში – შერონ სტოუნი.
* 2012 წლის 5 იანვარს იკერის მშობლიური ქალაქის, მოსტოლესეს მერმა ქალაქის ცენტრალურ გამზირს სახელი გადაარქვა და იკერ კასილასის გამზირი უწოდა.
* იკერ კასილასის სახელს ატარებს ხუთი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სტადიონი. ხუთივე სტადიონი ელ სოტო დე მოსტოლესეს რაიონში მდებარეობს.
* 11 წლის განმავლობაში იკერ კასილასი „რიბოკის” ხელთათმანებითა და ბუცებით ასპარეზობდა, თუმცა 2012 წლის იანვარში მან ბრენდი შეცვალა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა „ნაიკთან”.
* იკერ კასილასი ესპანეთის ეროვნული ნაკრების რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების რაოდენობით.
* იკერ კასილასი ზედიზედ ოთხჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერად, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით. ამ მიღწევით მან იტალიელი ვალტერ ძენგას რეკორდი მოხსნა.
* იკერ კასილასი პირველი მეკარეა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში სამი პენალტის მოგერიება მოახერხა. ირლანდიის ნაკრებთან მატჩში იკერმა ძირითად დროში 1 პენალტი მოიგერია და მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში – კიდევ ორი.
* 2007 წელს იკერ კასილასმა, ჩოგბურთელ რაფაელ ნადალთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში მალარიის წინააღმდეგ. აქციის ფარგლებში ჩატარდა საფეხბურთო და ჩოგბურთის მატჩები.
* 2007 წელს იკერ კასილასმა მონაწილეობა მიიღო მხატვრულ ფილმში „გოლი 2: ცხოვრება როგორც ოცნება”, სადაც ეპიზოდურ როლში საკუთარი თავი განასახიერა. ფილმში ასევე მონაწილეობდნენ: ივან ელგერა, სერხიო რამოსი, რობერტო კარლოსი, რაული, დევიდ ბექჰემი, რონალდო, ზინედინ ზიდანი, გუტი, მაიკლ ოუენი, სტივ მაკმანამანი, ტიერი ანრი, ფრედი ლიუნგბერგი, სესკ ფაბრეგასი და არსენ ვენგერი.
* 2009 წლიდან იკერ კასილასი ესპანელ სპორტულ ჟურნალისტს, სარა კარბონერის ხვდება. მათი რომანის შესახებ ცნობილი გახდა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, როცა იკერ კასილასმა პირდაპირ ეთერში ვნებიანად აკოცა სარას. იკერი და სარა ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად ითვლება.
* იკერ კასილასი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მესამე გოლკიპერია, რომელმაც გამარჯვება მოახერხა მუნდიალზე კაპიტნის რანგში. მისი წინამორბედი იტალიელები – 1934 წელს გაჩემპიონებული  ჯანპიერო კომბი და 1982 წელს გაჩემპიონებული დინო ძოფი არიან.

скачать dle 11.3