პაულის მემკვიდრე
ყველას ემახსოვრება რვაფეხა, სახელად „პაული“, რომელიც 2010 წლის „მუნდიალის“ დროს მატჩების პროგნოზირებით იყო დაკავებული და, აი, სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატს საკუთარი „პაული” ეყოლება. 380-კილოგრამიანი ღორი, კიევში, კრეშატიკის მოედანზე, ფან-ზონაში მოწყობილ სპეციალურ საცხოვრებელში იცხოვრებს და „ევრო 2012-ის“ მატჩების პროგნოზის გაკეთებით დაკავდება. მატჩების დღეს ღორს ორ თეფშს მიუტანენ, სადაც საკვებთან ერთად იმ ქვეყნის ეროვნული დროშა იქნება გამოსახული, რომლის ნაკრები გუნდიც მატჩს ჩაატარებს. რომელ თეფშსაც აიღებს ღორი, შესაბამისად, ის დროშა იქნება მისი ფავორიტი.