რეკორდულ ფასად გაყიდული პროგრამა
1909 წლით დათარიღებული ინგლისის თასის ფინალური მატჩის პროგრამის ეგზემპლარი ლონდონის აუქციონზე რეკორდულ ფასად – 23,5 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. წინა რეკორდი 1889 წლის ფინალური მატჩის პროგრამას ეკუთვნოდა, რომელიც 2006 წელს 21,85 ათას ფუნტად გაიყიდა. 1909 წლის ფინალში ერთმანეთს „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ბრისტოლ სიტი” შეხვდნენ. მატჩი ლონდონის „კრისტალ პალასის” სტადიონზე შედგა და „წითელი ეშმაკების” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. პროგრამის რარიტეტული ეგზემპლარი გასაყიდად ანტიკვარმა გრემ ბადმა გაიტანა და მისი მყიდველი ინგლისში მცხოვრები კოლექციონერია, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია.