დელპიერო ტურინს დაემშვიდობა
ტურინის „იუვენტუსის” ლეგენდარულმა 10-მა ნომერმა ალესანდრო დელპიერომ თავისი კლუბის მაისური უკანასკნელ ოფიციალურ მატჩში მოირგო და ასე დაემშვიდობა საყვარელ გუნდს. დელპიერომ იტალიის თასის ფინალური შეხვედრა „ბებერი ქალბატონის” ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩის მსვლელობის დროს ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ თანაგუნდელებს შორის, თუმცა ამან ვერ იხსნა ტურინული გუნდი მარცხისგან: „ნაპოლიმ” ორი უპასუხო გოლი გაუტანა „იუვენტუსს”, ხოლო თავად დელპიერო 68-ე წუთზე შეცვალა და მან მოედანი გულშემატკივრების ოვაციების თანხლებით დატოვა.