ჩემპიონის ავარია
„ბრძოლა წესების გარეშეს“ ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა ჯონ ჯონსმა დამღლელი ვარჯიშების შემდეგ გადაწყვიტა, მოელხინა და მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ბარს ესტუმრა. როგორც ჩანს, ბარში, ჯონსმა ზომაზე მეტი ალკოჰოლი დალია, რაც მისი „თავგადასავლის” საწინდარი გახდა: ბარიდან სახლში მიმავალი გალეშილი ჯონსი საკუთარი ავტომობილით სატელეფონო ბოძს დაეჯახა, რის შედეგადაც მისი ძვირად ღირებული „ბენტლი” ჯართად იქცა, ხოლო თავად სპორტსმენმა რამდენიმე დაზიანება მიიღო. საინტერესოა, რომ ავარიის შედეგად ჯონსი გაითიშა და მხოლოდ მეორე დილით პოლიციის განყოფილებაში მოვიდა გონს, სადაც, არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო, მას დიდძალი ჯარიმა გამოუწერეს და სახლში ისე გაუშვეს.